ინკა

ინკა, საპა ინკა , აპუ ან უბრალოდ საპა – თავიდან წარმოადგენდა კუსკოს სამეფოს მმართველის, ხოლო შემდეგში ინკების იმპერიის იმპერატორის ტიტულს.

თვითონ ამ ტიტულის წარმოშობა მისტიური და ლეგენდარულია, უკავშირდება ქალაქ კუსკოს ასევე ლეგენდებით მოცულ დაარსების ამბავს, მაგრამ ისტორიულად დადგენილია, რომ ის სათავეს იღებს დაახლოებით 1200 წელს. ტიტული მემკვიდრეობითი იყო და გადაეცემოდა მამიდან შვილს. არსებობდა საპა ინკების ორი ცნობილი დინასტია – ანანის და ურინის. ოფიციალურად ბოლო საპა ინკა იყო ატაჰუალპა, რომელიც 1533 წელს ესპანელმა კონკისტადორებმა ჩამოახრჩვეს.

ინკა
საპა ინკა პაჩაკუტის ძეგლი პერუს ქალაქ აგუასკალიენტესში

პირველი დინასტია

პირველი დინასტიის საპა ინკების შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. მაგრამ ფაქტია, რომ მათი ძალაუფლება კუსკოს სამეფოს ფარგლებს არ სცილდებოდა. ისტორია იწყება კუსკოს დაარსების ნახევრად-მისტიკური ფაქტით. მზის ღმერთის შვილმა მანკო კაპაკიმ დააარსა ეს ქალაქი, გახდა პირველი საპა ინკა და საფუძველი ჩაუყარა პირველ დინასტიას. შემდეგი მმართველები იყვნენ: სინჩი როკა, ლოკე იუპანკი, მაიტა კაპაკი და კაპაკ იუპანკი.

მეორე დინასტია

მეორე დინასტიას სათავე დაუდო მმართველმა ინკა როკამ, წინა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის, კაპაკ იუპაკანის ვაჟმა. ინკა როკას მომდევნო საპა ინკები იყვნენ: იუარ უაკაკი, ვირაკოჩა ინკა და პაჩაკუტი. პაჩაკუტი (1438-1471) იყო პირველი იმპერატორი, რომლის მმართველობაც გასცდა ტაუანტინსუიუს ფარგლებს, როდესაც მან გააფართოვა ინკების იმპერია. მას შემდეგ მეფობდნენ ტუპაკ ინკა იუპანკი (1471–1493) , უაიანა კაპაკი (1493-1507), ნუნან კუიოჩი, უასკარი (1527-1532) და ბოლოს – ატაჰუალპა (1532-1533)

საინტერესოა, რომ საპა ინკა ნინან კუიოჩი, ხშირად არც კი შეყჰყავთ საპა ინკების ჩამონათვალში, რადგან ის სულ რამდენიმე დღით იყო იმპერატორი, ტახტზე ასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ის ყვავილისაგან გარდაიცვალა. ნინანის სიკვდილის შემდეგ, ტახტისათვის სასტიკი ბრძოლა გაიმართა მის სავარაუდო მემკვიდრეებს, უასკარსა და ატაჰუალპას შორის. სწორედ ამ ბრძოლებით ისარგებლეს ესპანელებმა და ადვილად დაიპყრეს ინკები.

იმპერატორმა პაჩაკუტიმ იმპერიის სერიოზული რეორგანიზაცია მოახდინა. მან დაყო იგი ოთხ სუიუდ (პროვინციად), თითოეულს მართავდა აპუ.

ვილკაბამბას საპა ინკები

ესპანელების მიერ ინკების იმპერიის დაპყრობის შემდეგ, ინკების გარკვეულმა ნაწილმა ტყეს შეაფარა თავი და დააარსა ქალაქი ვილკაბამბა. სწორედ ვილკაბამბაში გაგრძელდა საპა ინკების ინსტიტუტი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იარსება, სანამ იგი საბოლოოდ არ გაქრა. ვილკაბამბას საპა ინკები იყვნენ: ტუპაკ უალაპა (1533), მანკო იკნა იუპანკი (1533-1545), საირი ტუპაკი (1545-1560), ტიტუ კუსი იუპანკი (1560-1571) და ბოლოს ტუპაკ ამარუ. ეს უკანასკნელი არ უნდა აგვერიოს მეთვრამეტე საუკუნის პერუს ამბოხის ლიდერ ტუპაკ ამარუ II-ში.

ინკების იმპერიის მმართველები

ურინის დინასტია

ანანის დინასტია

ესპანეთის დაპყრობის შემდეგ 1533

აჯანყება პერუში 1780—1781

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ინკა პირველი დინასტიაინკა მეორე დინასტიაინკა ვილკაბამბას საპა ინკებიინკა ინკების იმპერიის მმართველებიინკა რესურსები ინტერნეტშიინკა1533ატაჰუალპაიმპერატორიინკების იმპერიაკუსკოკუსკოს სამეფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტიციან ტაბიძეკვადრატიამეთვისტოთურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიეროზიაქისტებიბუნებააბსტრაქციადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმივერცხლიამერიკაგაერთიანებული სამეფოგიორგი ლეონიძერუსუდანიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიკარლეს პუჩდემონივეფხვიოსმალეთის იმპერიის ისტორიაჰარი პოტერისიმონ Iსოკოებიადიშის ოთხთავირითმაბაში-აჩუკივასკო და გამაგიორგი I (საქართველოს მეფე)ნატვრის ხე (ფილმი)ივანე ჯავახიშვილიგიორგი IV ლაშამარო მაყაშვილიარასამთავრობო ორგანიზაციამთანაციონალ-სოციალიზმიმათემატიკაქაქუცა ჩოლოყაშვილიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიპაბლო პიკასოტაივანიიგიყინწვისის მონასტერინიკო ბაგრატიონიბაზალეთის ტბასაქართველოს პრეზიდენტიანა კალანდაძებარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ლიმფოციტებიფილიპინებიკობიიგავ-არაკიბიძინა ჩოლოყაშვილიგამარჯვების დღეალექსანდრე ყაზბეგირუსეთის ისტორიაგამზრდელი (პოემა)მასტურბაციალიონელ მესიკვიპროსისვანეთიჰექტარიგასტრიტიირაკლი ღარიბაშვილიქუნთრუშასაქართველოს პარლამენტირკინაგენოციდილიბერალიზმივიკისაწყობიკანიიაპონიადაირამარჯნის რიფიმთვარის დაბნელებაქანი (გეოლოგია)ჩუტყვავილაგიორგი ნიკოლაძერუსეთივიტამინებიეპილეფსია🡆 More