აგრონომი ივანე ანდრონიკაშვილი

ივანე ანდრონიკაშვილი (დ.

23 სექტემბერი [ ძვ. სტ. 10 სექტემბერი], 1862, სოფ. მელაანი, სიღნაღის მაზრა, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 11 ივლისი, 1947, თბილისი) — ქართველი აგრონომი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

1887 წელს მოსკოვში დაამთავრა პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემია (ახლანდელი ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია). 1889-1902 წლებში მუშაობდა კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის მთავარ ექსპერტად და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ხალხში აგრონომიის ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით აწყობდა საჩვენებელ ნაკვეთებს, ცდიდა ახალ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებსა და სხვა. 1902-1916 წლებში იყო ბათუმის ქალაქის თავი. მისი რედაქტორობით გამოდიოდა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ვაზი და ღვინო“. 1921 წელს ანდრონიკაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი „სოფლის მეურნე“, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა. 1923 წელს მოსკოვში სრულიად რუსეთის პირველ სასოფლო-სამეურნეო და კუსტარულ-სამრეწველო გამოფენაზე ხელმძღვანელობდა, ხოლო 1939 წელს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე კონსულტაციას უწევდა საქართველოს პავილიონის მოწყობას.

ლიტერატურა

  • თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 450.
  • თოდუა, გ. ანდრონიკაშვილი ივანე ზაქარიას ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 151.

Tags:

11 ივლისი1862194723 სექტემბერიაგრონომიგურჯაანის რაიონითბილისიმელაანისიღნაღის მაზრაქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიხეილ ლომონოსოვილაზებიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიაღმოსავლეთი საქართველოთავის ტვინიკუბური მეტრიქუთაისიბალეტიყინწვისის მონასტერიმსოფლიოს შვიდი საოცრებაპროტესტანტული რეფორმაციაალეგორიაგრიგოლ რობაქიძესულეიმან Iფსიქოლოგიადავით IV აღმაშენებელილუქსემბურგისავანაშუა ქალაქშიგიგლა ბერბიჭაშვილიუქმე დღეები საქართველოშიდემეტრე II თავდადებულისაქართველოს ისტორიამიტოზიხარებაარწივიათონის ივერთა მონასტერიდიმიტრი ყიფიანიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიგოგირდიაუტიზმიგენოციდიასურელი მამებიერთეულთა საერთაშორისო სისტემათბილისიჭიამაიასებრნიძალაბესლანის ტერაქტიგასტრიტიჰოლოკოსტიორალური სექსილეიშმანიოზიტუბერკულოზინახშირბადიპეტრე I დიდიმაჰმადიბერძნული მითოლოგიაგიორგი V ბრწყინვალეენერგიანიკორწმინდის ტაძარიპრომეთეს მღვიმერელიგია საქართველოშისიონის ტაძარითეთრი დათვინოქალაქევიზოდიაქოქეთევან დედოფალისიყვარულისაქართველოს ფაუნასოლომონ Iსერგო ორჯონიკიძემარო მაყაშვილიგორიგიორგი III (საქართველოს მეფე)ქართლიდენის ძალაამფიბიებისაქართველო IX-X საუკუნეებშიანბანიარალის ზღვაერითროციტებინიკო ნიკოლაძეტურიზმიზურა ყიფშიძელუდვიგ ვან ბეთჰოვენიდავითგარეჯაობობებიტოტალიტარიზმი🡆 More