იეზდიგერდ I (სპარს.
420) — სასანიანთა დინასტიის წარმომადგენელი და სასანიდური სპარსეთის შაჰინშაჰი 399-420 წლებში. შაჰინშაჰ შაპურ III-ის ვაჟი და ბაჰრამ IV-ის ძმა, ბაჰრამ V-ისა და შაპურ IV-ის მამა.
იეზდიგერდ I | |
---|---|
სასანიდური სპარსეთის შაჰინშაჰი | |
მმართ. წლები: | 399-420 |
წინამორბედი: | ბაჰრამ IV |
მემკვიდრე: | ბაჰრამ V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 420 |
მეუღლე: | შუშანდუხტი |
შვილები: | შაპურ IV ბაჰრამ V ნერსე |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | შაპურ III |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
მისი მმართველობის პერიოდში სპარსეთი საგრძნობლად დაუახლოვდა ბიზანტიას და შეწყდა ქრისტიანთა დევნაც.
იეზდიგერდის დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია. იგი იყო სპარსეთის შაჰინშაჰ შაპურ III-ის უმცროსი ვაჟი. მისი სახელი „იეზდიგერდი“ ძველ სპარსულად „ცოდვილს“ ნიშნავს.
388 წელს დიდებულებმა მოკლეს იეზდიგერდის მამა, შაჰინშაჰი შაპურ III, რომელიც თავისმა უფროსმა ვაჟმა, ბაჰრამ IV-მ ჩაანაცვლა, რომელმაც მამის ბედი გაიზიარა 399 წელს, რის გამოც საბოლოოდ ტახტზე იეზდიგერდ I ავიდა. აღსანიშნავია, რომ წინამორბედთაგან განსხვავებით იგი დიდებულებს არ მოუკლავთ და შედარებით დიდ ხანსაც მართავდა ქვეყანას.
მრავალწლიანი ომის შემდეგ, იეზდიგერდმა მოახერხა ბიზანტიის იმპერიასთან ურთიერთობების დათბობა. როგორც ცნობილია, მასსა და რომის იმპერატორ არკადიუსს შორის ურთიერთობა იმდენად ახლო იყო, რომ იმპერატორმა 408 წელს თავისი ვაჟის, თეოდოსიუსს აღმზრდელად იეზდიგერდის რეკომენდებული სპარსი საჭურისი დანიშნა. აგრეთვე დასტაბილურდა ურთიერთობა ჰუნებთანაც, რომლებიც ძველებურად უხეშად აღარ არღვევდნენ სპარსეთის საზღვრებს.
ბიზანტიის იმპერიასთან დაახლოვებამ გამოიწვია ის, რომ შაჰინშაჰი ტოლერანტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ქრისტიანებთან მიმართებით. სპარსეთის ისტორიაში პირველად, ქრისტიანული სარწმუნოება აღარ იდევნებოდა და დასაშვები გახდა, რამაც ზოროასტრისტული რელიგიის სასულიერო პირების უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად ასეთი მტკიცე და ბევრისათვის არმოსაწონი რეფორმებისა, მისი მმართველობა მაინც მყარი იყო. იგი იმდენად დაუახლოვდა იმპერიაში მცხოვრებ ქრისტიანებს, რომ ზოგიერთი მატიანე დეზინფორმაციასაც ავრცელებდა და წერდა, რომ შაჰინშაჰი მალულად მოინათლა, თუმცა იეზდიგერდი სიცოცხლის ბოლომდე თავისი რწმენის ერთგული იყო.
მისი მმართველობის დასასრულს ქრისტიანთა დევნა კვლავ განახლდა, რაც გამოწვეული იყო ისევ ქრისტიანთა ქმედებებით, რომელთაც დაანგრიეს და დაწვეს წარმართული სპარსული ტაძრები. როდესაც სპარსეთში მცხოვრები ქრისტიანების მმართველმა ეპისკოპოსმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, იეზდეგირდმა ქურუმების ზეწოლით კვლავ განაახლა მათი მასობრივი დევნა. საპასუხოდ და ქრისტიანთა დაცვის მიზნით, მას ომი გამოუცხადა მეზობელმა ბიზანტიის იმპერიამ, რომელთა გამოგზავნილი ჯარიც რამდენჯერმე დაამარცხა იეზდიგერდის ვაჟმა, ბაჰრამმა.
იეზდიგერდ I 420 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ვაჟი, ბაჰრამ V ადის. ოფიციალური ვერსიით იგი დიზინტერიამ შეიწირა, თუმცა აგრეთვე არსებობს ვერსია, რომ იგი უკმაყოფილო სასულიერო პირებმა მოწამლეს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article იეზდიგერდ I, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.