თბილელი ბერები

თბილელი ბერები — შუა საუკუნეების თბილისის საქალაქო თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„ტფილელნი ბერნი“ და „ქალაქის ბერნი“ მოხსენიებული არიან „მატიანე ქართლისაში“ XI საუკუნის 40-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ტერმინის შესატყვისი უნდა იყოს „ქალაქის ტავადნი“, „ქალაქის თავკაცნი“, „ქალაქის უხუცესნი“. ვარაუდობენ, რომ თბილელი ბერების ინსტიტუტი არაბთა ბატონობის დროს გაჩნდა თბილისის საამიროში. თბილელი ბერებს ირჩევდნენ მოქალაქეთა ზედა ფენიდან. ისინი ამ ფენის წარმომადგენლები და ინტერესების დამცველნი იყვნენ თბილისის ამირას კარზე, ამდენად მათი ხელისუფლება ქალაქის თვითმმართველობის ორგანოს წარმოადგენდა. თბილელი ბერები ხშირად უპირისპირდებოდნენ თბილისის ამირებს, განსაკუთრებით აქტიურდებოდნენ ისინი ამირთა ხელისუფლების დასუსტების პერიოდში.
XI საუკუნის 80-იანი წლებიდან (ჯაფარიან ამირათა გადაშენების შემდეგ) 1122-მდე (თბილისის გაერთიანებული საქართველოს სამეფოსთან შეერთებამდე) თბილელი ბერები თბილისის სრულუფლებიანი გამგებლები გახდნენ. ამ პერიოდში, შ. მესხიას აზრით, თბილისში საქალაქო კომუნა („ქალაქის საბჭო“) არსებობდა.

ლიტერატურა

  • გაბაშვილი ვ., თბილისის მმართველობა X-XI საუკუნეებში, «თსუ შრომები», 1964, ტ. 108;
  • მესხია შ., საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში, თბ., 1962
  • ლორთქიფანიძე მ., ქსე, ტ. 4, გვ. 595, თბ., 1979

Tags:

თბილისის საამირომატიანე ქართლისაჲშოთა მესხია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ჭანტურიალავრენტი ბერიადემეტრე Iმნათესაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროწმინდა ცეცხლიიუდაიზმიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითმამუკა მდინარაძესაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიამოსაზღვრე პიროვნების აშლილობაქართველებისტუმარ-მასპინძელისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიტყემალიმხიარული რომანიეზოტერიზმიიაკობ გოგებაშვილიპელეასურეთიდანიაავოკადოთუშეთიფენიქსი (მითოლოგია)ვნების კვირაბაროკოწითელათოჯინები იცინიანდმანისიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)მიხეილ გორბაჩოვისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024მზის სისტემაქართული ვაზის ჯიშებინელსონ მანდელანატვრის ხე (ფილმი)საქართველოს პრემიერ-მინისტრიგიორგი კობახიძეეიფელის კოშკიბუდიზმიკვირაცხოვლობაციცარიკახა კალაძეფშავირუსული დამწერლობაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ჰამლეტ გონაშვილიადამირუის-ურბნისის საეკლესიო კრებაგვარიელენე ხოშტარია12 მაისიზვიად გამსახურდიასაქართველოს კონსტიტუციაკავკასიონისულხან-საბა ორბელიანირაც გინახავს, ვეღარ ნახავ (ფილმი)ქართული გვარიასპინძის ბრძოლაათეიზმიდედის დღექრისტიანობაკაცხის სვეტიბოლშევიკებიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგასერბეთიმარსელიეზაზურაბ ჯაფარიძეჭიათურაფეხბურთის წესებიანუსიაშშ-ის პრეზიდენტების სიავლადიმერ ლენინირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიეთიოპიახვიჩა კვარაცხელია🡆 More