ზოუი დეშანელი

ზოუი დეშანელი (ინგლ.

Zooey Deschanel; დ. 17 იანვარი, 1980, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. სახელი გაითქვა კომედიური ჟანრის ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობით, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა ჯესიკა დეის როლმა მოუტანა, რომელსაც ასრულებს სერიალში „ახალი გოგონა“. ამ როლისათვის იგი ნომინირებული იყო ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე.

ზოუი დეშანელი
ზოუი დეშანელი
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1980
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად შვეიცარიელი, ნიდერლანდელი, ინგლისელი, ირლანდიელი, ფრანგი
ალმა-მატერი ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, მომღერალი
აქტიური 1998-დღემდე
რელიგია იუდაიზმი
მეუღლე(ები) ბენ გიბარდი
(ქ. 2009; განქ. 2012)
ჯეიკობ პეჩენიკი
(ქ. 2015)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: კეილებ დეშანელი
დედა: მერი ჯო დეშანელი
ნათესავები ემილი დეშანელი (და)

ბავშვობა და განათლება

ზოუი დეშანელი დაიბადა 1980 წლის 17 იანვარს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. იგი არის კინო-რეჟისორ კეილებ დეშანელისა და მისი ცოლის, მსახიობ მერი ჯო დეშანელის (ქალიშვილობის გვარია უიერი) უმცროსი ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავს, ასევე მსახიობი ემილი დეშანელის სახით. იგი წარმოშობით არის შვეიცარიელი, ნიდერლანდელი, ინგლისელი, ირლანდიელი და ფრანგი.

მან ლოს-ანჯელესში მდებარე სანტა მონიკას სკოლა დაამთავრა, სადაც მეგობრობდა მომავალ ვარსკვლავებთან: ჯეიკ ჯილენჰოლსა და კეიტ ჰუდსონთან. ამის შემდეგ ზოუიმ უმაღლესი განათლება ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში მიიღო.

კარიერა

ზოუი დეშანელი 
ზოუი დეშანელი 2014 წლის მაისში.

ზოუი დეშანელის სამსახიობო დებიუტი 1998 წელს შედგა სერიალში „ვერონიკას კარადა“ შესრულებული ელენას როლით. 2005-13 წლებში იგი ახმოვანებდა ანიმაციურ-სერიალ „ამერიკელ მამიკოს!“, რასაც 2008-2013 წლებში მოჰყვა ანიმაციურ-სერიალ „სიმპსონებში“ მერი სპუკლერის გახმოვანება.

2009 წელს სერიალში „ძვლები“ შეასრულა მარგარეტ უიტესელის ეპიზოდური როლი. ამავე წელს სამერ ფინის როლი შეასრულა ფილმში „ზაფხულის 500 დღე“. ამას მოჰყვა 2011 წელს შესრულებული ნატალის როლი ფილმში „ჩვენი იდიოტი ძმა“ და იმავე წელს შესრულებული ბელადონას როლი ფილმში „თქვენო უდიდებულესობავ“.

2011 წელს იგი დაამტკიცეს Fox-ის სერიალ „ახალი გოგონას“ მთავარ — ჯესიკა დეის როლზე. სერიალის გადაღებები 2018 წლამდე მიმდინარეობდა და ჯესიკას როლმა მას განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება მოუტანა. ამ როლისათვის იგი წარდგენილი იყო ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე.

გარდა მსახიობობისა, იგი აქტიურად საქმიანობს, როგორც მომღერალი. 1998 წლიდან დღემდე მას გამოშვებული აქვს შვიდი ალბომი და ჩაწერილი აქვს თოთხმეტი სინგლი. აღსანიშნავია, რომ სიმღერების უმეტესობას ზოუი დეშანელი თავადვე წერს.

პირადი ცხოვრება

ზოუი დეშანელს ალერგია აქვს კვერცხზე, სოიაზე, რძესა და ხორბლის წებოვანაზე. ჯანმრთელობისა და ფიგურის შესანარჩუნებლად იგი ვეგანი გახდა, თუმცა თავიდან ძალიან გაუჭირდა ბევრი საკვების ერთდროულად უარყოფა.

2008 წლის დეკემბერში იგი დაინიშნა მუსიკოს ბენ გიბარდზე, რომელზეც 2009 წლის 19 სექტემბერს დაქორწინდა ვაშინგტონში. 2011 წლის 1 ნოემბერს ზოუიმ განაცხადა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რაც 2012 წლის 12 დეკემბერს მათი განქორწინებით დასრულდა.

2015 წლის იანვარში იგი მეორედ დაინიშნა პროდიუსერ ჯეიკობ პეჩენიკზე. 2015 წლის ივნისში ზოუი და ჯეიკობი დაქორწინდნენ. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ: ელზი ოტერი (დაიბადა 2015 წლის ივლისში) და ჩარლი უოლფი (დაიბადა 2017 წლის მარტში). 2019 წელს დეშანელმა და პეჩენიკმა გაშორების შესახებ დააანონსეს, თუმცა ჯერ კიდევ ქორწინებაში არიან. ცნობილია, რომ ქმრის რწმენის გამო დეშანელმა იუდაიზმი მიიღო.

სქოლიო

Tags:

ზოუი დეშანელი ბავშვობა და განათლებაზოუი დეშანელი კარიერაზოუი დეშანელი პირადი ცხოვრებაზოუი დეშანელი სქოლიოზოუი დეშანელი17 იანვარი1980ამერიკელებიაშშახალი გოგონაემის ჯილდოინგლისური ენაკალიფორნიალოს-ანჯელესიოქროს გლობუსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბიბლიაგალაკტიონ ტაბიძეთევდორე კველთელიკვადრატული კილომეტრილადო ასათიანიირაკლი ღარიბაშვილიიეთიმ გურჯიაღა-მაჰმად-ხანისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციალეიკოციტებინონა გაფრინდაშვილიკრასუსიოქროს საწმისიტროპიკული სარტყლებისაათი (ერთეული)ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024ძველი ეგვიპტეთბილისური ეზოაბსოლუტური მონარქიამცენარეებიბაგრატ III (საქართველოს მეფე)გერმანია69 (სექსუალური პოზა)ჯაბა კანკავასარკაზმიკავკასიონითბილისიგოჯი ბერიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითდემეტრე Iჩემი ცოლის დაქალებიგაზაფხულისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატიალექსანდრე მაკედონელის ომებირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიცენტნერიკონსერვატიზმიხორვატიაალპებიეპითეტირუსთავიგიორგი XIსოლომონ კვირკველიაკარტოფილიგველის-მჭამელიპელეაღდგომატერენტი გრანელიინგლისიმაიმუნებიფრინველებიღირსების ორდენი (საქართველო)ვიკიპედიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაინდუსტრიული რევოლუციაბაში-აჩუკი26 მარტიმესამე დასიაიდა (ოპერა)კახეთის აჯანყება (1659)გამზრდელი (პოემა)ზვიად გამსახურდიაქართული საბჭოთა ენციკლოპედიაავტომობილივეფხისტყაოსანინიჰილიზმიდავით VI ნარინიქაქუცა ჩოლოყაშვილივერის უბნის მელოდიებიალბანეთიზურიკო დავითაშვილიათენაშავი ზღვაიზოტოპებიკოლოსეუმისაქართველოს პარლამენტიაია-სოფიას ტაძარიტოლერანტობამარტივი და შედგენილი რიცხვები🡆 More