ზინაიდა კვერენჩხილაძე: ქართველი მსახიობი

ზინაიდა კვერენჩხილაძე (დ.

25 აგვისტო, 1932, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 2 სექტემბერი, 2011) — ქართველი მსახიობი.

ზინაიდა კვერენჩხილაძე
დაბადების სახელი ზინაიდა კვერენჩხილაძე
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1932
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 2 სექტემბერი, 2011 (79 წლის)
საქმიანობა მსახიობი

1951 წელს თბილისის ქალთა 35-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1970 წლიდან პარალელურად მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ. 1974 წლიდან იყო მეტყველების კათედრის პედაგოგი. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.

1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი–სტუდია „ქვემო ქართლი“ (ამჟამად „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის დრამატული თეატრი“). მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღებაც მიიპყრო შესანიშნავი წიგნის „ჩემი ანტიგონეს“ პუბლიკაციით.

საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1968). საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976). აღსანიშნავია როლები: სლავკა („ფილოსოფიის დოქტორი“), ლელა („ბახტრიონი“), ლიზი („წვიმის გამყიდველი“), ტურა („ჭინჭრაქა“), ელიზაბეტ პროქტორი („სეილემის პროცესი“), დედა („მზიანი ღამე“), ანტიგონე („ანტიგონე“), ფედრა („ფედრა“), მედეა („მედეა“), იოკასტე („ოიდიპოს მეფე“), კლეოპატრა („ანტონიოსი და კლეოპატრა“), ემილი დიკინსონი („ამჰერსტის მშვენება“), პონსია („ვთამაშობთ ჯინს“).

კვერენჩხილაძეს რამდენიმე კინოროლიც აქვს შესრულებული.

დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტერში.

ფილმოგრაფია

ნათამაშები როლები

რუსთაველის თეატრი

  • ბრანისლავ ნუშიჩი „ფილოსოფიის დოქტორი“ (სლავკა)
  • ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ (ლელა)
  • რიჩარდ ნეშის „წვიმის გამყიდველი“ (ლიზი)
  • გიორგი ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (ტურა) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ართურ მილერი „სეილემის პროცესი“ (ელიზაბეტ პროქტორი) რეჟ. რობერტ სტურუა
  • ნოდარ დუმბაძე „მზიანი ღამე“ (დედა)
  • ჟან ანუი „ანტიგონე“ (ანტიგონე) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ჟან რასინი „ფედრა“ (ფედრა) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • მედეა „მედეა“
  • სოფოკლე „ოიდიპოს მეფე“ (იოკასტე)
  • უილიამ შექსპირი „ანტონიოსი და კლეოპატრა“ (კლეოპატრა)
  • უილიამ ლიუისი „ამჰერსტის მშვენება“ (ემილი დიკინსონი) რეჟ. რობერტ სტურუა
  • დონალდ ლი კობურნი „ვთამაშობთ ჯინს“ (პონსია)
  • „სიყვარული თელებქვეშა“ (აბი პატემი)
  • ვიქტორ როზოვის „ვახშმის წინ“ (ნინო)
  • უილიამ შექსპირი „იულიუს კეისარი“ (პორცია)
  • უილიამ შექსპირი „ანტონიუსი და კლეოპატრა“ (კლეოპატრა)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968: საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი
  • 1976: საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ზინაიდა კვერენჩხილაძე ფილმოგრაფიაზინაიდა კვერენჩხილაძე ნათამაშები როლებიზინაიდა კვერენჩხილაძე ჯილდოები, პრემიები და პრიზებიზინაიდა კვერენჩხილაძე რესურსები ინტერნეტშიზინაიდა კვერენჩხილაძე სქოლიოზინაიდა კვერენჩხილაძე19322 სექტემბერი201125 აგვისტოთბილისიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ევოლუციააბო თბილელის წამებააბრეშუმის დიდი გზაუდაბნოსკოლააპენდიციტისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისპარიზისაქართველოს გეოგრაფიაზაფხულიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმილუქსემბურგიქრისტეფორე კოლუმბიჩონგურიეკონომიკატემპერამენტის ტიპებიადამიანის ჩონჩხიფანდურიოშკიარასამთავრობო ორგანიზაციალევან საგინაშვილიუკრაინასოლომონ Iგრიგოლ ორბელიანილიტრისაქართველოს სამოქალაქო ომიმთასაქართველოს სამხედრო წოდებებიფარნავაზ Iთვითმფრინავის ბიჭების საქმეორალური სექსიაღმოსავლეთი საქართველოფოცხვერითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშილადო ასათიანიმარილებიასტიგმატიზმიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშივენერაიუდაიზმიბაზალეთის ტბატერორიზმისაქართველოს სახელმწიფო გერბიკახეთის აჯანყება (1812)დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამთვარეპრომეთებაბუაწვერააფხაზეთიევერესტიძველი ეგვიპტეიალბუზიზუგდიდისოკრატეცილებიკუნილინგუსისეტყვაავტორიტარიზმიტუბერკულოზითხის რქა (ასტროლოგია)სასმელი წყალიგოდერძის ნამარხი ტყედავით კაკაბაძე25 აპრილიძველი თბილისიკახეთის აჯანყება (1659)პუნიკური ომებინარკომანიამარი ანტუანეტიგლობალიზაციამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებინატურალური რიცხვისაქართველოს ტერიტორიული მოწყობასომხური სამოციქულო ეკლესიაბიძინა ივანიშვილიგიორგი III (საქართველოს მეფე)🡆 More