ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი

ზედუბანი, ზედობანი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემში (სოფლები: ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, შრომა, ხრიალეთი).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზედუბანი.

მდებარეობს ნასაკირალის სერზე, ზღვის დონიდან 120 მ. შრომიდან 3 კმ., ოზურგეთიდან 26 კმ.

სოფელი
ზედუბანი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი
ნაკაშიძის გამოქვაბული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი შრომა
კოორდინატები 41°58′55″ ჩ. გ. 41°52′34″ ა. გ. / 41.98194° ჩ. გ. 41.87611° ა. გ. / 41.98194; 41.87611
ცენტრის სიმაღლე 120
მოსახლეობა 175 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 92,0 %
სომხები 8,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

ისტორია

ზედუბანი წარმოადგენდა თავად ნაკაშიძეების რეზიდენციას. 1828 წლისთვის სოფელში იდგა მთავარანგელოზის სახელობის ქვით ნაგები ეკლესია. ზედუბანი იყო გურიაში ჩაის კულტურის გავრცელების ერთ-ერთი პირველი კერა. თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ 1889 წელს ჩაქვიდან შემოიტანა და გააშენა ჩაი ხუთ ჰექტარზე. 1908 წლიდან მოყოლებული ის კუსტარულად ამზადებდა ჩაის, 1912 წლიდან კი მან ჩაის 4 ცხენისძალიანი გადამამუშავებელი დანადგარი შეიძინა. მიხეილ ნაკაშიძე უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе“. ნაკაშიძეს მოწყობილი ჰქონდა ხელოვნური გამოქვაბული, რომელსაც იყენებდა ღვინის მარნად. გამოქვაბული ღვინისა და სხვა პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა 1920-იან წლებამდე.

1900 წელს ზედუბანში აღმოჩნდა ვერცხლის ორი პოლონური მონეტა. მონეტები ადასტურებენ რეჩ პოსპოლიტასთან გურიის სამთავროს ურთიერთობას XVII საუკუნის დასაწყისში. გურიაში პოლონური მონეტების გავრცელების კიდევ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1958 წელს ჭანჭათში აღმოჩნდა ვერცხლის ორი პოლონური მონეტა, ხოლო 1979 წელს მაკვანეთში ოთხი მონეტა. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში ზედუბანი თხინვალის სასოფლო საბჭოს ეკუთვნოდა.

ეკლესია

ზედუბანში იდგა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. 1834 წელს მღვდელი იყო იესე ხომერიკი. 1905 წელს, რევოლუციის დროს, ზედუბნის მთავარანგელოზის ეკლესიაზე წითელი დროშა აღმართა რევოლუციონერმა დათა ქადიეშვილმა. 1910 წელს ზედუბნის ეკლესიას ეწვია იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე. იმ პერიოდისთვის ტაძარში არაფერი ინახებოდა, გარდა ვერცხლის სამი ხატისა. 1943 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა ზედუბნის ეკლესიამ. მისი უკანასკნელი მღვდელი იყო ბლაღოჩინი ივანე კეჭაყმაძე.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908 164
2002 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი  167
2014 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი  175 86 89

ცნობილი ადამიანები

სოფელში დაიბადა მწერალი იაკინთე ლისაშვილი.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი ისტორიაოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი ეკლესიაოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი მოსახლეობაოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი ცნობილი ადამიანებიოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი ლიტერატურაოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანი სქოლიოოზურგეთის მუნიციპალიტეტი ზედუბანიგურიის მხარევაკე (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)ზღვის დონეთემიმოცვნარინასაკირალის სერიოზურგეთიოზურგეთის მუნიციპალიტეტიორმეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)საქართველოსოფელიშრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)ხრიალეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქანი (გეოლოგია)თანდებულისაქართველო XVIII საუკუნეშისიმონ Iფემინიზმიმარო მაყაშვილიჯუმბერ ლეჟავაასტრიდ ლინდგრენიიუსტინიანე Iრთველიალექსანდრე ყაზბეგიცხენისწყალიგარემოს დაბინძურებაამერიკის შეერთებული შტატებიხელოვნებასინგაპურინიუტონის კანონებიკვადრატიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიარაბობა საქართველოშიყირიმის ომიკაცია-ადამიანი?!ტოტალიტარიზმიბრუნებამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდახვანჭკარა (ღვინო)დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს პარლამენტიგონიოს ციხემსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითმედეა (მითოლოგია)სიტყვაზევსიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაჩინეთიალცჰაიმერის დაავადებაქუთაისისითბოირემისაქართველო IV საუკუნეშიალუდა ქეთელაურიდიდი ბარიერული რიფიბარდა სკლიაროსიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს სამოქალაქო ომიჭიაკოკონობაგიორგი IV ლაშაეიფელის კოშკიივერია (გაზეთი)სისხლითვალინიკოლოზ ბარათაშვილიგლობალური დათბობასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველორიცხვითი სახელიალკოჰოლიზმიბრაზილიამიგრაციაგორიქვემო ქართლის მხარეთემურლენგითევზები (ასტროლოგია)ტრაპეციასტამბოლიკურო (ასტროლოგია)ცოტნე დადიანიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიდოფამინიადაპტაციაემი უაინჰაუსიძაღლიაბრეშუმის დიდი გზააშშ-ის ისტორიატერორიზმილარი🡆 More