ვლადიმერ ბარქაია

ვლადიმერ „სიომა“ ბარქაია (დ.

24 დეკემბერი, 1937, გაგრა — გ. 30 დეკემბერი, 2022, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1959).

ვლადიმერ ბარქაია
ვლადიმერ ბარქაია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ბარქაია
დაბადების
თარიღი
29 ივლისი, 1937
დაბადების
ადგილი
გაგრა, აფხაზეთის ასსრ,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
30 დეკემბერი, 2022 (85 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1953–1955 ბურევესტნიკი გაგრა
1956 ფშმ თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1957–1967 დინამო თბ. 226 (68)
ეროვნული ნაკრები
1965 სსრ კავშირი 2 (2)
სამწვრთნელო კარიერა
1968–1969 დინამო თბილისი (თ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე. იმავე წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

საკლუბო კარიერა

ვარჯიში პირველად გაგრაში, სკოლის საფეხბურთო სექციაში დაიწყო, მწვრთნელ რევაზ შარტავას ხელმძღვანელობით. შემდეგ სპორტსკოლაში ალიოშა ბობოხიძის ხელმძღვანელობით განაგრძო ვარჯიში. ამ პერიოდში გაიცნო გიორგი სიჭინავა, რომელთან ერთად განვლო მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა.

თბილისის „დინამომდე“ იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, ხოლო შემდეგ გაგრის „ბურევესტნიკის“ ღირსებას. ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ითამაშა, სადაც გაგრელებმა წარმატებით იასპარეზეს, თუმცა მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადასასვლელად გაგრელებს ლანჩხუთის „გურიასთან“ უნდა გაერკვიათ ურთიერთობა. გადამწყვეტი შეხვედრა ლანჩხუთელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დამთავრდა.

სანაკრებო კარიერა

მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1965 წლის 27 ივნისს, 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიის წინააღმდეგ და შეძლო 2 გოლის გატანა. მან ასევე ითამაშა ამხანაგური მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ, რომლის რიგებში გამოდიოდა პელე.

სანაკრებო მატჩები

ვლადიმერ ბარქაიას მატჩები საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება წყარო
1 27.06.1965
მოსკოვი
სსრკ ვლადიმერ ბარქაია  6–0 ვლადიმერ ბარქაია  დანია
შესარჩევი
2 04.07.1965
მოსკოვი
სსრკ ვლადიმერ ბარქაია  0–3 ვლადიმერ ბარქაია  ბრაზილია
ამხანაგური

მიღწევები

ვლადიმერ ბარქაია 
ვლადიმერ ბარქაია – გიგლა ფირცხალავას შარჟი.

საკლუბო

  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1959, 1962
  • ფინალისტი: 1960

ინდივიდუალური

  • აფხაზეთის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის პრიზი: 1956
    33 საუკეთესო
  • №2: 1964

ლიტერატურა

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ვლადიმერ ბარქაია საკლუბო კარიერავლადიმერ ბარქაია სანაკრებო კარიერავლადიმერ ბარქაია მიღწევებივლადიმერ ბარქაია ლიტერატურავლადიმერ ბარქაია პერიოდიკავლადიმერ ბარქაია რესურსები ინტერნეტშივლადიმერ ბარქაია სქოლიოვლადიმერ ბარქაია1937202224 დეკემბერი30 დეკემბერიგაგრადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)თავდამსხმელი (ფეხბურთი)თბილისისაბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოფეხბურთელიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ძველი თბილისიფსორიაზისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკალიებიწმინდა ნინომუშთაიდის ბაღიბიშკეკიილია IIავსტრიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიხინკალიილია ჭავჭავაძეშოთა რუსთაველიბოშებიელექტრული დენიაბო თბილელის წამებაექვთიმე თაყაიშვილიკონსტანტინოპოლიჰოლოკოსტიგიორგი სააკაძევერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ვნების კვირაოქტავიანე ავგუსტუსიდავით IV აღმაშენებელისაქართველოს მდინარეების სიაკუბური მეტრიალუდა ქეთელაურიეგვიპტის პირამიდებიბრესტ-ლიტოვსკის ზავისომხების გენოციდიბერლინის კედელიევროპა-აზიის საზღვარიგურამ დოჩანაშვილიწნევამთავარი გვერდისტეფანე მღებრიშვილიბორჯომიგიორგი ანწუხელიძეგანმანათლებლობანარკოტიკიქართვლის დედათამარ მეფესალამურითვალიარაგვიაპენდიციტიალცჰაიმერის დაავადებააკონკაგუასომხური სამოციქულო ეკლესიავაჟა-ფშაველამარსიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებითუთის აბრეშუმხვევიაბახტრიონი (პოემა)ქართლის გაქრისტიანებაკატალიზატორიგიორგი VIIIამერიკახვიჩა კვარაცხელიამარილებიადამიანის ჩონჩხიდავითიანი (ნაწარმოები)ესპანეთიბაბუაწვერაანდრია მოციქულიბალდუინ IV იერუსალიმელიფემინიზმიკონტინენტიანტონიმივარძიაწელიწადის დროებირაჭაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიმიხეილ ლომონოსოვიდედამიწის დღეავტომობილირომისისხლი🡆 More