ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი (დ.
7 თებერვალი, 1860, სოფ. შილდა, ახლანდელი ყვარლის რაიონი ― გ. 23 აპრილი, 1904, თბილისი) — გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ლინგვოდიდაქტიკოსი და ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკროლისტი და პუბლიცისტი
ვლადიმერ აღნიაშვილი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 7 თებერვალი, 1860 |
დაბ. ადგილი | შილდა (ახლანდელი ყვარლის რაიონი) |
გარდ. თარიღი | 23 აპრილი, 1904 (44 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ვლადიმერ აღნიაშვილი ვიკისაწყობში |
საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის ფონდში დაცული დაბადების მოწმობით, ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელის 23 იანვარს თელავის მაზრის სოფელ შილდაში (ყვარლის რაიონი). დაბადების მოწმობის ტექსტის თანახმად: იგი „...მონათლულია 29 იანვარს. ნათლობა შეასრულა სოფელ შილდის წმ. ნინოს, ამავე სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა ვართლომე იორდანოვმა, ამავე სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის პრიჩეტნიკების (დიაკვნების) იოსებ და ალექსი აღნიაშვილებისათა.
მშობლები – სოფელ შილდის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი და ბლაღოჩინი დიმიტრი იოკის ძე აღნიევი და სჯულიერი ცოლი ეკატერინე ზაქარიას ასული, ორივე მართმადიდებლობისით სარწმუნოებისანი. ნათლია (მიმრქმელი) – საქართველოს ქვეითი პოლკის III როტნის აფიცერი თავადი ლევან ესტატეს ძე ჯორჯაძე“ (სტილი დაცულია).
ლადო აღნიშვილი მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულა. მას 9 და-ძმა ჰყავდა. მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ თბილისში, ყვარლის რაიონის სოფ. შილდაში და სხვა.
საზოგადო საქმეებით გატაცებულ ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილს თავად არ შეუქმნია ოჯახი. მისი ბავშვობა და ყრმობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოჯახურ წეს-ჩვეულებებთან, მის მშობლიურ სოფელ შილდასთან, მის სახელოვან ტრადიციებთან.
ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის პირველი ლექსიკოლოგიური მცდელობები დაკავშირებულია რუსული ენის სახელმძღვანელოს და რუსულ-ქართული უბის ლექსიკონის გამოცემასთან.
ლადო მონაწილეობდა, აგრეთვე, საგარეჯოს კულტურულ ცხოვრებაშიც. მაგ: 1897 წელს საგარეჯოს თეატრის მოყვარულთა კოლექტივმა ამ თვითმოქმედი თეატრის დაარსების 10 წლისთავის აღსანიშნავად დადგა სპექტაკლი „ხანუმა“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა ლადო აღნიაშვილის პაპიდა – ვარო. თეატრის მოყვარულთა კოლექტივის საქველმოქმედო სპექტაკლში, ვაროს გარდა, ჩაბმულნი იყვნენ აღნიაშვილების მთელი ოჯახი ლადოს მეთაურობით. ლადო აღნიაშვილი აქტიურად ეხმაურებოდა თეატრალური ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენას და აქვეყნებდა გამოხმაურებებს სპექტაკლებზე იმხანად გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში.
დაუღალავმა, ხანგრძლივმა შრომამ წელში გაწყვიტა ლადო აღნიაშვილი, სულიერად მოქანცა. იგი სულიერად დასნეულდა, დაემართა ტვინის დამბლა. 1901 წლის 27 თებერვალს იგი მოათავსეს მიხეილის საავადმყოფოში, სადაც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ლადო აღნიაშვილი გარდაიცვალა 1904 წლის 10 აპრილს. დაკრძალულია თბილისში კუკიის სასაფლაოზე. კუკიის სასაფლაომდე გალობით მიაცილეს ქართველმა მომღერლებმა და ამით გამოხატეს მის მიმართ პატივისცემა და მადლიერება.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვლადიმერ აღნიაშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.