შილდა

შილდა — სოფელი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში.

მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში. მდინარე ჩელთის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 500 მეტრი, ყვარლიდან 20 კილომეტრი. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

სოფელი
შილდა
შილდა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყვარლის მუნიციპალიტეტი
თემი შილდა
კოორდინატები 42°00′00″ ჩ. გ. 45°43′02″ ა. გ. / 42.00000° ჩ. გ. 45.71722° ა. გ. / 42.00000; 45.71722
ცენტრის სიმაღლე 500
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3927 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შილდა — საქართველო
შილდა
შილდა — კახეთის მხარე
შილდა

ისტორია

სოფელი ყვარელის მუნიციპალიტეტში. ისტორიული ძეგლი მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ჩელთის ნაპირას, ისტორიულ ნეკრესთან ახლოს, ყვარელიდან 20 კილომეტრზე. თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 27 კილომეტრზე. 2014 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა 3927 კაცი.

XX საუკუნეში შილდის მიდაოებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მიხედვით დასახლებული ჩანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან, სოფელი წერილობით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. გიორგი VIII-მ კახეთში „მოსპო“ ჰერ-კახთა ერისთავნი რა დასხა მოურავნი. მათ შორის „შილდაყვარელის“. ეს ორი სოფელი ერთ სამოურავო ერთეულს წარმოადგენდა და მას მეფის მოურავი განაგებდა. საქართველოს ერთ-ერთი დიდი, ნაყოფიერი და მდიდარი სოფლის ერთი ნაწილი ამბროსი ნეკრესელს შესწირეს. მეორე ნაწილი კი ფეოდალთა მფლობელობაში იყო. მათ შორის ვახვიშვილებისა და უწარჩინებულესი და შეძლებული რუსიშვილებისა, რომლითაც თამარ მეფემ უბოძა თავადობა და „აწ არიან შილდის მოსახლენი“.

ასევე როგორც მთელი კახეთი, სოფელსაც მოსვენებას არ აძლევდნენ შინაური, მეზობელი თუ გარეშე მტერნი. XVI საუკუნეში, იმამყულიხანის დროს, მიუხედავად დიდი მცდელობისა, კახეთმა და, რა თქმა უნდა, შილდამაც თავდაცვა ვერ მოახერხა, რადგან მომხდურნი - „აღიყრებოდიან და ჰყოფდნენ ციხესიმაგრეთა და გამაგრდებოდიან მათ შინა თელავს... შილდა-ყვარელს და სხვათა ადგილებთა შინა და ოხრდებოდა ქუეყანა რბევა კირთებითა“.

1716 წელს სოფელს ლეკები დაესხნენ. ადგილობრივი მოსახლეობა თავგამოდებით იცავდა თავს. „ხოლო გამმაგრდნენ მდაბიურნი და მოსრნეს მრავალნი ლეკნი“, მაგრამ „შემდგომად მყმუსრნეს და წარუხვდნენ სიმაგრენი ლეკთა“, მტერმა ცეცხლს მისცა თავდაცავი ნაგეობობები. უამრავი ადამიანი შიგ დაიწვა, ნაწილი კი ტყვედ წაასხეს.

1729 წელს შილდა სასტიკად ააოხრეს თურქ-ოსმალებმა. 1812 წლის აპრილის დამდეგს, როცა დაიწყო კახეთის აჯანყების მეორე ეტაპი, აჯანყებაში აქტიურად ჩაებნენ გაღმა მხრის სოფლის გლეხები, მათ შორის შილდაც. ალექსანდრე ბატონიშვილი სოფელში თიანეთიდან ჩავიდა. მასთან დასახმარებლად 1200 ლეკი ჩამოვიდა. ბატონიშვილის ლაშქარი თანდათან იზრდებოდა. სამთავრობო ჯარი შილდისკენ წავიდა და 21 სექტემბერს ბატონიშვილს შეება. მწვავე ბრძოლას შედეგი არ მოყოლილა. ალექსნადრე ქიზიყისაკენ გაეშურა, რათა მთავრობის ჯარისკაცების დასახმარებლად ფაშაანს მიმავალი გენერლისა და ორბელიანისათვის გზა გადაეღობა, მაგრამ გენერალმა გზის გაკაფვა შეძლო. ბატონიშვილი კვლავ შილდაში დაბრუნდა.

შილდასთან სასტიკი ბრძოლა გაიმართა, რამაც შვიდ საათს გასტანა. ალექსანდრე ბატონიშვილის 6000-იანმა ლაშქარამა უკან დაიხია. მთავრობის ჯარის ნაწილი, მისი ერისთავის სარდლობით, უკანდახეულებს დაედევნა. ბატონიშვილი შემობრუნდა და გათამამებულ მდევარს ალყა შემოარტყა. ერისთავს 300 კაცისაგან შემდგარი რამზმი მიაშველეს, რომელმაც დიდი ზარალის ფასად, ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. ალექსანდრე ბატონიშვილი შილდიდან ველისციხსიკენ წავიდა. განრისხებული ორბელიანი სასტიკად გაუსწორდა შილდას. მისი ბრძანებით სოფელი გადაბუგეს, ბაღ-ვენახები კი მთლიანად აკაფეს.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში შილდა სასაქონლო-ფულად ურთიერთობებში ჩაება. სახელმწუფო გლეხთა 28,6 % სამუშაო ძალის ქირავნობით ირჩენდა თავს. გარდა ხვნა-თესვისა აქაური გლეხობა ამზადებდა აბრეშუმს და მისი გაყიდვით ცხოვრობდა. გლეხობის ზედა ფენა, რომლის სახლშიც იყო სახნავ-სათესი მიწების და მსხვილფეხი რქოსანი პირუტყვების უმეტესი ნაწილი, წარმოადგენდა სასაქონლო პროდუქციის ძირითად მწარმოებელს.

სოფელში XX საუკუნეშიც მისდევდნენ მებაღე-მევენახეობას, მეცხოველეობას. მოქმედებდა ღვინის და ხილის წვენის ქარხნები.

შილდიდან იყვნენ: საზოგადო მოღვაწე ლადო აღნიაშვილი, რომელმაც „ქართული საერო სოლო“ შექმნა, სადაც უმთავრესად შილდიდან ჩამოყვანილი გლეხები მღეროდნენ (პირველი კონცერტი 1886 წლის 26 დეკემბერს გაიმართა). ცნობილი სახალხო მომღერალი ლევან ასაბაშვილი (დედას ლევანა). ძველი ქართული რომანებისა და საესტრადო სიმღერების უბადლო შემსრულებელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი მერი შილდელი (მიჩილაშვილი). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ცნონილი გვირაბმშენი აბესალომ ყურაშვილი. საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე გიორგი მერკვლიძე და ა.შ.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3927 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 5531 2729 2802
2014 შილდა  3927 1956 1971

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

შილდა ისტორიაშილდა დემოგრაფიაშილდა ლიტერატურაშილდა სქოლიოშილდაალაზანიზღვის დონეკახეთის კავკასიონიკილომეტრიმდინარემეტრისაზოგადოებრივი ცენტრისაქართველოსოფელიყვარელიყვარლის მუნიციპალიტეტიშენაკადიჩელთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კანონიერი ქურდივარძიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაგამაფრთხილებელი შეფერილობანიკო ფიროსმანინაკრძალირუსეთის იმპერიააღდგომასასმელი წყალისაქართველო XII-XIII საუკუნეებშისიონის ტაძარიგიორგი ლეონიძეძველი თბილისიკონსტანტინე თარგამაძეგველის-მჭამელიარაპენეტრაციული სექსინინო სალუქვაძეტუბერკულოზიეიფელის კოშკიგელათის მონასტერიდიდგორის ბრძოლასაქართველოს სახელმწიფო დროშამიტოზისაქართველო XIII საუკუნეშიუდაბნოსაქართველოს მდინარეების სიანარკომანიამუნიკრაკატაუპოპ-მუსიკასამხრეთი კორეამენსტრუაციათუშეთიალტრუიზმიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ლაზეთიირანისაქართველო VI საუკუნეშისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ჟანა დ’არკინატვრის ხე (ფილმი)არაბობა საქართველოშითაშმიჯაბიდიდი პანდაგიორგი მამარდაშვილინეკერჩხალითირკმელიზოდიაქოსაქართველო XV საუკუნეში9 აპრილის ტრაგედიასომხური სამოციქულო ეკლესიასაქართველო IX-X საუკუნეებშისაბერძნეთიმონაკოქართული მითოლოგიაზაქარია ფალიაშვილისაჭმლის მომნელებელი სისტემამცენარეებისაქართველოდავით გურამიშვილიღანძილიმეტაფორახლისტებიპარხლის I ოთხთავიარჩვიექვთიმე თაყაიშვილიბაყაყიკილომეტრიგლობალური დათბობაბიბლიაწინადადებასალომე ზურაბიშვილიდათა თუთაშხიატემპერამენტის ტიპებიშიზოფრენია🡆 More