ვიქრამ-სამვატი

ვიქრამ-სამვატი (სამვატური კალენდარი) — ინდოეთში გავრცელებული კალენდარი, რომელშიც მზის წლის ხანგრძლივობა დაკავშირებულია მთვარის თვეების ხანგრძლივობასთან.

მასზე დაფუძნებულია თანამედროვე ნეპალურ კალენდართან.

გავრცელება და წარმოშობა

სამვატურ კალენდარს პირველ რიგში იყენებდნენ ჩრდილოეთ და ცენტრალურ ინდოეთში. ამ სისტემით წელთაღრიცხვა იწყება ძვ. წ. 57 წლიდან და უკავშირდება ვიქრამის სახელს, ანუ ვიქრამადიტიას, რომლისადმი ბევრი ლეგენდებია მიძღვნილი, ახასიათებს მას, როგორც ეროვნულ გმირს და იდეალურ მმართველს. მას იხსენებენ, როგორც მმართველს, რომელმაც ინდოეთიდან გარეკა უცხოელი დამპყრობლები. ლეგენდების უმრავლესობაში მოთხრობილია ვიქრამის სწრაფვაზე დაეხმაროს საკუთარ ხალხს და მის მზადყოფნაზე საკუთარი თავი და პირადი ინტერესები შესწიროს სხვის კარგად ყოფნას. მან თავი გამოიჩინა თავისი კეთილსინდისიერებით, სხვებისადმი გამოჩენილი სიკეთით, ვაჟკაცობით და მაღალფარდოვნების არქონით. ვიქრამადიტიას სახელი, იულიუს კეისარის სახელთან ერთად, გახდა სიმბოლო და ტიტული, და ბევრი მომდევნო მმართველი უერთებდა მას საკუთარ სახელს.

ინდოეთის ისტორიაში «ვიქრამადიტიას» ტიტულს თავის მონეტებზე ტვიფრავდა ბევრი მმართველი. რომელმა მათგანმა დაუდო საფუძველი სამვატურ კალენდარს — საკამათო საკითხია. ძვ. წ. I საუკუნეში ვიქრამადიტიას როლის შემსრულებელის კანდიდატურის მოძებნა რთულია. ყველაზე უფრო მეტად მის აღწერას შეესაბამება ჩანდრაგუპტა II, რომელიც ომობდა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ (იხ. დასავლეთ ქშატრაპების სამეფო) და გარეკა ისინი ინდოეთის მიწებიდან.

რადგანაც სამვატური ერის წელთაღრიცხვა იწყება ძვ. წ. 57 წლიდან, შესაბამისად, გრიგორიანული კალენდრით 1970 წელი შეესაბამება სამვატური კალენდრის 2026—2027 წლებს.

სქოლიო

Tags:

თვეინდოეთიმზემთვარე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საფრანგეთის ქალაქებიბუნებრივი გადარჩევაშხარაქართლ-კახეთის სამეფოსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაკონსტიტუციაკაცხის სვეტიგიორგი III (საქართველოს მეფე)მანდარინიმეტაბოლიზმინაპოლეონ ბონაპარტიცხოველებიკირჩხიბი (ასტროლოგია)ნაწლავებიარაბთა სახალიფოტყენიკო ნიკოლაძემანგლისიირლანდიავენის კონგრესიქრისტეფორე კოლუმბიოქროს კვეთასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშირევაზ ინანიშვილითურქეთისინონიმებიჯაყოს ხიზნებისტამბოლიგონიოს ციხენაცვალსახელიფემინიზმიალუდა ქეთელაური (მომღერალი)გაზაფხულიდემეტრე Iობობებიმარიხუანადანიასვეტიცხოველითევზებიპლანეტასაქართველოს სამეფომინერალების სიაკვადრატული მეტრიინგლისური ენაქართლის ცხოვრებალიმფოციტებითბილისის ზღვატუბერკულოზიტოლერანტობაქვათახევიფრინველებიმორალი69 (სექსუალური პოზა)მერაბ მამარდაშვილივიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელიბარსელონაწმინდა გიორგიდედამიწის დღელითიუმიარსებითი სახელიEuropebetწყალბადიჩარლი ჩაპლინირომისაქართველო XVIII საუკუნეშისაქართველოს პარლამენტიკაპიტალიზმიბირთვული იარაღიფილიპინებიიუსტინიანე Iკვარციაშშ-ის პრეზიდენტების სიადავით სარაჯიშვილივაჟა-ფშაველასქესობრივი აქტიმიხეილ სააკაშვილი🡆 More