2018 წლის ფილმი ვარსკვლავის დაბადება

„ვარსკვლავის დაბადება“ (ინგლ.

გადაღებულია უილ ფეტერის, კუპერის და ერიკ როთის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით. ამავე სახელწოდების 1937 წლის ფილმის რიმეიკი. მონაწილეობენ კუპერი, ლედი გაგა, სემ ელიოტი, ენდრიუ დაის კლეი და დეივ ჩაპმელი. ფილმში ნაჩვენებია ალკოჰოლიკი მუსიკოსის (კუპერი) და ახალზგახრდა მომღერლის (გაგა) სიყვარულის ისტორია. ეს არის რიგით მესამე რიმეიკი 1937 წელს გადაღებული მხატრული ფილმის (მონაწილეობენ ჯენეტ გეინორი და ფრედრიკ მარჩი), რომელიც შემდგომ 1954 წელს ადაპტირებული იქნა მიუზიკლად (მონაწილეობენ ჯუდი გარლანდი და ჯეიმზ მეისონი) და მისი მომდევნო 1976 წლის როკ მიუზიკლი (მონაწილეობენ ბარბრა სტრეიზანდი და კრის კრისტოფერსონი).

„ვარსკვლავის დაბადება“
2018 წლის ფილმი ვარსკვლავის დაბადება
ჟანრი მიუზიკლი
რომანტიკული დრამა
რეჟისორი ბრედლი კუპერი
პროდიუსერი
  • ბრედლი კუპერი
  • ბილ გერბერი
  • ჯონ პეტერსი
  • ტოდ ფილიპსი
  • ლინეტე ჰოელ ტეილორი
სცენარის ავტორი
ეფუძნება „ვარსკვლავი დაიბადა“
— უილიამ ა. ველმანი
რობერტ კორსონი
დოროთი პარკერი
ალან კემპბელი
როლებში
  • ბრედლი კუპერი
  • ლედი გაგა
  • ენდრიუ დაის კლეი
  • დეივ ჩაპმელი
  • სემ ელიოტი
ოპერატორი მეთიუ ლიბატიკი
მონტაჟი ჯეი კესიდი
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 31 აგვისტო, 2018 (2018-08-31) (ვენეცია)
  • 5 ოქტომბერი, 2018 (2018-10-05) (აშშ)
ხანგრძლივობა 135 წუთი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 36–40 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 259.1 მილიონი აშშ დოლარი

ახალი რიმეიკის გადაღების შესახებ ცნობილი გახდა 2011 წელს, რომელიც უნდა გადაეღო კლინტ ისტვუდს მთავარ როლზე კი განიხილებოდა ბიონსე. რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ფილმზე მუშაობა, ამ პერიოდის განმავლობაში მამაკაცის მთავარ როლზე განიხილებოდნენ კრისტიან ბეილი, ლეონარდო დიკაპრიო, უილ სმითი და ტომ კრუზი. 2016 წლის მარტში გახდა ცნობილი, რომ ფილმს გადაიღებდა ბრედლი კუპერი, რომელიც ასევე შეასრულებდა მთავარ როლს, იმავე წლის აგვისტოში ლედი გაგა ჩაერთო პროექტში. ფილმის გადაღებები დაიწყო 2017 წლის აპრილში კოაჩელას ფესტივალზე.

ფილმის პერმიერა შედგა რიგით 75-ე ვენეციის კინოფესტივალზე 2018 წლის 31 აგვისტოს, ხოლო კინოგაქირავებაში გამოვიდა Warner Bros.-ის მიერ იმავე წლის 5 ოქტომბერს. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა 255 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს კუპერის, გაგას და ელიოტის სამსახიობო შესრულება. ასევე კუპერის სარეჟისორო დებიუტი, სცენარი, კინემატოგრაფია და მუსიკა.

როლებში

  • ბრედლი კუპერი — ჯექსონ მაინი, შემდგარი მუსიკოსი და ალკოჰოლური. იგი არის ელის მენტორი და სიყვარულის ინტერესი.
  • ლედი გაგა — ელი კამპანა-მაინი, ღამის კლუბის მომღერალი რომელიც აღმოაჩინა ჯექსონმა.
  • სემ ელიოტი — ბობი მაინი, ჯექსონის უფროსი ძმა და მენეჯერი.
  • დეივ ჩაპმელი — ჯორჯ სტოუნი, ჯექსონის ახლო მეგობარი და ყოფილი მუსიკოსი.
  • ენდრიუ დაის კლეი — ლორენცო კამპანა, ელის მამა.
  • ენტონი რამოსი — რამონი, ელის მეგობარი.
  • მაიკლ ჰარნი — ვოლფი, ჯექსონის ლიმუზინის მძღოლი.
  • რაფი გავრონი — რეზ გავრონი, მუსიკალური პროდიუსერი და ელის მენეჯერი
  • რებეკა ფილდი — გეილი.
  • Lukas Nelson & Promise of the Real — ჯექსონის მუსიკალური ჯგუფი.
  • შანტელა — დრაგ-კუინი
  • ვილემ ბელი — ზურმუხტი, დრაგ-კუინი.
  • გრეგ გრანბერგი — ფილი, ჯექსონის მძღოლი.
  • რონ რიფკინი — კარლი.
  • ედი გრიფინი — ადგილობრივი მქადაგებელი.
  • ლუენელი — მაღაზიის მოლარე.
  • მარლონ უილიამსი, ბრენდი კარლილე, ჰალსლი, ალეკ ბოლდუინი და დონ როი კინგი – კამეა გამოჩენა, საკუთარითავი.

მუსიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

2018 წლის ფილმი ვარსკვლავის დაბადება  კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.

Tags:

2018 წლის ფილმი ვარსკვლავის დაბადება როლებში2018 წლის ფილმი ვარსკვლავის დაბადება მუსიკა2018 წლის ფილმი ვარსკვლავის დაბადება რესურსები ინტერნეტში2018 წლის ფილმი ვარსკვლავის დაბადება სქოლიო2018 წლის ფილმი ვარსკვლავის დაბადებაბარბრა სტრეიზანდიბრედლი კუპერიერიკ როთიინგლისური ენალედი გაგამიუზიკლიფრედრიკ მარჩიჯენეტ გეინორიჯუდი გარლანდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბუნების დაცვასულეიმან Iყაზახეთიანდრია მოციქულიუილიამ შექსპირიბუამაზონისაქართველო XVII საუკუნეშიმარო მაყაშვილიდავით გურამიშვილისაფრანგეთინიჰილიზმიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიციყვისომხეთ-საქართველოს ომიმსოფლიო საეკლესიო კრებაგარემოს დაცვამაჰმადიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სასარგებლო წიაღისეულიაქლემიკახა კალაძეაზიადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებილითოსფერო24 აპრილიენგურის ჰიდროელექტროსადგურიენდომეტრიოზიგოდერძი ჩოხელისათბურის ეფექტილევან საგინაშვილიცხელი ძაღლიქართული ვაზის ჯიშებიგიორგი ყიფშიძეწმინდა ნინოაჭარაკეთილშობილი ირემიქართული დამწერლობაგაუდაბნოებახორვატიაკავკასიანათურაილია თოფურიაბეჰემოთიგიული ჩოხელიბერძნული მითოლოგიაბზობაეკოლოგიარენესანსიფოთიყივანახველაბიპოლარული აშლილობამონღოლებიილია ჭავჭავაძესამეგრელოსაქართველოს მუნიციპალიტეტებინიკო ნიკოლაძეThe Beatlesფოტოსინთეზიივერია (გაზეთი)პი (რიცხვი)ხინკალიზებულონიმედეა (მითოლოგია)ისრაელისაქართველო IX-X საუკუნეებშინიკო ფიროსმანილიხტენშტაინიინდოეთიღეროვანი უჯრედისაქართველოს პარლამენტიჭადრაკიეგვიპტის პირამიდებიკალათბურთიაღმოსავლეთი საქართველოქართული ღვინოვენერაგურიალურჯი ვეშაპი🡆 More