დურმიშხან ჟურული

დურმიშხან შალვას ძე ჟურული (დ.

11 ივნისი, 1830, სოფ. არბო, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 მარტი, 1901, თბილისი, დაკრძალულია არბოს წმ. გიორგის ეკლესიაში) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე.

გორის მაზრის აზნაურთა ოჯახიდან. 1860-იანი წლებიდან დურმიშხან ჟურული იყო ქალაქ გორის პრისტავი, შემდეგ მოურავი. საქართველოში მოგზაურობისას გორში მასთან სტუმრობდა კავკასიის სიძველეების მკვლევარი გრაფინია პრასკოვია უვაროვა. 1878 წელს ჟურული დაინიშნა ახლადშემოერთებული ბათუმის პოლიცმაისტერად. დურმიშხან ჟურულისა და მისი მეუღლის, ქეთევან ლუარსაბის ას. ნამორაძის (დ. 30 ნოემბერი, 1842 — გ. 8 ივლისი, 1913) ოჯახი ბათუმის ქართული საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო. ორივე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, დახმარებას უწევდა ბათუმის ქართულ სკოლას და სცენას. ჟურული მფაარველობდა ქართველ მაჰმადიანებს და ცდილობდა წინ აღდგომოდა მუჰაჯირობის პროცესს. ოჯახის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ მოგონებებში წერდნენ ბათუმის ბინადარი და სტუმარი იმდროინდელი ქართველი მოღვაწეები (დავით კლდიაშვილი, აქვსენტი ცაგარელი). დურმიშხან ჟურულის დღიურებზე დაყრდნობით მასალები ბათუმის მხარის ისტორიიდან (სახელწოდებით „ფურცლები რვეულიდან“) გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოში“ გამოაქვეყნა ემიგრაციაში მყოფმა მისმა შვილმა, სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწე გიორგი ჟურულმა. დურმიშხან ჟურულს ჰყავდა ასევე ქალიშვილი ნინო, გენერალ ილია მაკარაშვილის მეუღლე.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1 მარტი11 ივნისი18301901არბოგორის მუნიციპალიტეტითბილისირუსეთის იმპერიაქართველი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიამორივინსენტ ვან გოგითირკმელიგოგირდიმეჩეთიესპანეთიდინოზავრებიმერკურიანემიააშშ-ის ისტორიაოპერაბელგიაძალაიოსებ სტალინიზომიერი სარტყლებიკონსტანტინოპოლის დაცემატბატურიზმისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიახელოვნური ინტელექტიქართველი ოლიმპიური რეკორდსმენებიდავით სარაჯიშვილიქართული ფილმების სიააფხაზებიშოთა რუსთაველირუსეთ-საქართველოს ომი (2008)სინგაპურიდედა ენაუქმე დღეები საქართველოშიკვეცა (ფონეტიკური)ღამურაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემალითოსფეროსისხლის მიმოქცევის სისტემაკუებიფილების ტექტონიკაატომიაბრეშუმის დიდი გზაკანე კორსოლიპოვეციბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკოსმოსური ხომალდიკანადამოლური მასაახალი ზელანდიაიაკობ გოგებაშვილიაფხაზეთივიკიპედიამთაზეგამტარობამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშივახტანგ VIნარიყალაზოროასტრიზმიტროპიკული სარტყლებილაშა ტალახაძეოქროს საწმისიპი (რიცხვი)რკინამიხეილ ლომონოსოვიელინიზმიალექსანდრე ყაზბეგირეზო ჩხიკვიშვილიჭიამაიასებრნისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებინილოსიწყნარი ოკეანეცოტნე დადიანიინტერნეტიიანახშირორჟანგინაყოფი (მცენარე)წიგნი სიბრძნე სიცრუისაცენტნერისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ძველით ახალი წელიპარიზი🡆 More