ბობ დილანი

ბობ დილანი (ინგლ.

24 მაისი, 1941, დულუთი, აშშ) — ამერიკელი სიმღერების ავტორი, მომღერალი, მხატვარი და მწერალი. ხუთ ათწლეულზე მეტია გასული, რაც იგი გავლენიანია პოპულარულ მუსიკაში. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დაიწერა 1960-იანებში, როდესაც „თაობის ხმად“ ჩამოყალიბდა, სიმღერებით „Blowin' in the Wind“ და „The Times They Are a-Changin'“, რომლებიც სამოქალაქო და ანტისაომარი მოძრაობების ჰიმნებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად მუსიკალურ ბაზად იყენებდა ხალხურ მუსიკას, 1965 წელს „Like a Rolling Stone“-ით ძალები უფრო პოპულარულ მუსიკაში მოსინჯა.

ბობ დილანი
ბობ დილანი
დილანი Azkena Rock Festival-ზე, ესპანეთი, 2010 წლის ივნისი
დაბადების სახელი რობერტ ალენ ციმერმანი
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1941 (1941-05-24) (82 წლის)
დულუთი, მინესოტა, აშშ
რეზიდენცია მალიბუ, კალიფორნია, აშშ
სხვა სახელები
  • ელსტონ განი
  • Blind Boy Grunt
  • ბობ ლენდი
  • რობერტ მილკვუდ თომასი
  • ტედჰემ პორტერჰაუსი
  • Lucky Wilbury
  • Boo Wilbury
  • ჯეკ ფროსტი
  • სერგეი პეტროვი
საქმიანობა
  • მომღერალი-სიმღერების ავტორი
  • მსახიობი
  • მწერალი
აქტიური 1959–დღემდე
მეუღლე(ები) სარა დილანი
 (იქ. 1965; გ. 1977)

კეროლინ დენისი
 (იქ. 1986; გ. 1992)
შვილ(ებ)ი 6, მათ შორის – ჯესი და ჯეიკობი
ჯილდოები ნობელის ჯილდო ლიტერატურის დარგში (2016)
(იხ. აგრეთვე სრული სია)
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • კლავიშებიანი საკრავები
  • ჰარმონიკა
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი bobdylan.com

დილანის ტექსტები მოიცავს პოლიტიკურ, სოციალურ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ თემებს. მათში პოპულარული მუსიკის არსებული საზღვრები გაფართოვდა და მიიზიდა 1960-იანების კონტრკულტურის წარმომადგენელთა ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შთაგონებული იყო ლიტლ რიჩარდის გამოსვლებით და ვუდი გათრის, რობერტ ჯონსონის და ჰენკ უილიამსის კომპოზიციური სტილისტიკით, შემდგომში დილანმა სხვა მუსიკალური ჟანრებიც მოირგო. 50 წელზე მეტი ხანგრძლივობის მქონე კარიერის პერიოდში მისმა მუსიკამ მოიცვა ხალხური, ბლუზური და ქანთრის თემებიდან გოსპელურ, როკ-ენ-როლურ და როკაბილის ჟანრებამდე, ისევე, როგორც ინგლისური, შოტლანდიური და ირლანდიური ხალხური მუსიკის, ჯაზის და დიდი ამერიკული სიმღერების წიგნის ელემენტები. დილანი უკრავს გიტარაზე, კლავიშებიან საკრავებზე და ჰარმონიკაზე. 1980-იანებიდან იგი ცვალებადი შემადგენლობით გამოდის კონცერტების სერიით Never Ending Tour. მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის და შემსრულებლის სახით უფრო ცნობილია, ასევე აღსანიშნავია მისი, როგორც კომპოზიტორის წვლილი. 1994 წლიდან მოყოლებული გამოსცა ნახატების რამდენიმე ფოტოალბომიც, ხოლო მისი ნამუშევრები გამოიფინა მსოფლიოს წამყვან სამხატვრო გალერეებში.

როგორც მუსიკოსს, ბობს გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი, რითაც ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვაში შემსრულებელია. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის – 11 გრემი, ერთი ოქროს გლობუსი და ერთი ოსკარი. იგი არის როკ-ენ-როლის, მინესოტას, ნეშვილის და სიმღერების ავტორების დიდების დარბაზებისს წევრი. 2008 წელს პულიცერის პრემიის ჟიურისგან მიენიჭა სპეციალური ჯილდო „პოპულარულ მუსიკასა და ამერიკულ კულტურაზე ღრმა გავლენისთვის, რაც აღინიშნება საოცარი პოეტური ძალის მქონე ლირიკული კომპოზიციებით“. 2012 წლის მაისში დილანმა მიიღო თავისუფლების მედალი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან. 2016 წელს მას მიენიჭა ნობელის ჯილდო ლიტერატურის დარგში „დიდ ამერიკულ სიმღერების ტრადიციაში ახალი პოეტური ექსპრესიების შექმნისთვის“.

დისკოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

19411960-იანები24 მაისიLike a Rolling Stoneამერიკელებიაშშდახმარება:IPA for Englishინგლისური ენამომღერალიმწერალიმხატვარისიმღერების ავტორიხალხური მუსიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკო ნიკოლაძებალდუინ IV იერუსალიმელიმსოფლიოს მოსახლეობაზაქარია ფალიაშვილიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაპარიზისაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)მონა ლიზამღრღნელებიატმოსფერული წნევაიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიჯაბა იოსელიანიმარო მაყაშვილითერგდალეულებიEuropebetრომის იმპერიაბიძინა ჩოლოყაშვილისქესობრივი აქტიაშშ-ის ისტორიამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიკონსტიტუციათირკმელითეთრი დათვიპლანეტადუნაიალპებიარაპენეტრაციული სექსიშვეიცარიაr1841ყაზახეთივეშაპისნაირნიმონანიება (ფილმი)ნიკოლა ტესლაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონისულეიმან Iმონღოლთა ბატონობა საქართველოშიტელეფონების ნომრები საქართველოშივინსენტ ვან გოგიმიხეილ ლომონოსოვიგიორგი სააკაძეთუთის აბრეშუმხვევიაცხოველებიხეოფსის პირამიდაპირველი მსოფლიო ომივახტანგ VIმეორე მსოფლიო ომიფობიების სიაპარაზიტიზმიუდაბნოგაერთიანებული ერების ორგანიზაციალოცვა ეფრემ ასურისააშშ-ის პრეზიდენტების სიალუარსაბ IIლარიკონსტანტინოპოლიდემოკრატიაქრისტეფორე კოლუმბიქალწული (ასტროლოგია)ქრისტესისხლაევროპის საბჭო9 აპრილის ტრაგედიაფარსმან II ქველიფსიქოლოგიამარი ანტუანეტინატურალური რიცხვიკალციუმიმსოფლიო მიზიდულობის კანონიბათუმის ბოტანიკური ბაღიტერორიზმიფაშიზმიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასაქართველოს ფაუნაკარტოფილიხაჭაპურიალექსანდრე მაკედონელიატომიწელიწადის დროები🡆 More