მცირე შესწორების მონიშვნა მიუთითებს იმაზე, რომ გვერდის მიმდინარე და წინა ვერსიებს შორის მხოლოდ არაარსებითი სხვაობაა, როგორებიცაა, მაგალითად: ბეჭდვისას დაშვებული შეცდომები, ფორმატირების და ვიზუალური მხარის ცვლილებები, ტექსტის მონაკვეთების გადაადგილება შინაარსის შეცვლის გარეშე და ა.შ.
რედაქტირება |
---|
ახალი გვერდის შექმნა |
Page name |
Referencing |
Links |
Piped links |
Interwiki linking |
Footnotes (References) |
ფორმატირება |
Wikitext |
სიები და ცხრილები |
Image & file uploads |
Formulae |
Organising |
Sections |
Categories |
Redirects (forward) |
Namespaces |
Moving a page |
Page size |
Fixing mistakes |
Reverting edits |
წინასწარ გადახედვა |
Saving effort |
Editing shortcuts |
Edit toolbar |
ჯადოსნური სიტყვები |
Templates |
ცვლადები |
Calculation |
Communicating |
რეზიუმეს ველი |
Talk page |
რედაქტირების კონფლიქტი |
მცირე შესწორება |
Other |
Characters |
სავარჯიშო |
მცირე შესწორება არის სტატიის ისეთი ვერსია, რომელსაც რედაქტორის თვალსაზრისით, არავითარი განხილვა და შესწორება აღარ სჭირდება.
მცირე შესწორების ყუთის მონიშვნის გარეშე ტექსტში შეტანილი ცვლილება ითვლება მნიშვნელოვან რედაქტირებად, რაც გულისხმობს, რომ ამა თუ იმ სტატიის ეს ვერსია ჯერ კიდევ განსახილველია ყველა დაინტერესებული რედაქტორის მიერ. ამიტომაც, ნებისმიერი შესწორება, თუნდაც ეს იყოს ერთი სიტყვა, რომელიც ცალკეული წინადადების ან სტატიის აზრს ცვლის, არ არის მცირე.
მცირე და მნიშვნელოვან შესწორებებს შორის სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ბოლო ცვლილებების დათვალიერებისას, რედაქტორებს მცირე შესწორებების უგულვებელყოფა შეუძლიათ; სისტემაში შემოსულ მომხმარებლებს მცირე შესწორებების ჩვენების ფუნქციის გათიშვაც კი შეუძლიათ თავიანთ კონფიგურაციაში. თუ თვლით, რომ თქვენ მიერ შეტანილმა ცვლილებამ შეიძლება კამათი გამოიწვიოს, გთხოვთ, ნუ მონიშნავთ მას, როგორც მცირე შესწორებას.
მომხმარებლებს, რომლებიც ვიკიპედიის სისტემაში არ შემოსულან, უფლება არ აქვთ მათი ცვლილებების, როგორც მცირე შესწორებების მონიშვნა, რადგანაც არსებობს ვანდალიზმის საფრთხე. ცვლილებების მცირე შესწორებად მონიშვნა არის რეგისტრაციის კიდევ ერთი მიზეზი.
ადმინისტრატორს შეუძლია ნახევრად ავტომატურად გააუქმოს გვერდის ბოლო რედაქტორის მიერ შეტანილი ცვლილებები; თითოეული ასეთი „უკუცვლითი“ რევიზია ვიკის მიერ აღიქმება, როგორც მცირე შესწორება, რადგანაც შეტანილი ცვლილებები და მათი უკან დაბრუნება ჯამში არაფერს ცვლის. უკან დაბრუნების ფუნქცია გათვლილია ვანდალიზმის შემთხვევებზე, ხოლო ვანდალიზმის აღმოფხვრა უნდა ჩაითვალოს უმნიშვნელო შესწორებად (და ბოლო ცვლილებების გვერდზეც მისი უგულვებელყოფა შესაძლებელი უნდა იყოს). ამას არასასურველი ეფექტი აქვს იმ შემთხვევაში, თუ კონფიგურაციაში მონიშნული გაქვთ მცირე ჩასწორებების დამალვა, ხოლო არასასურველი რედაქტირება „მცირედ“ არ იყო მონიშნული, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი დაინახავს ამგვარ ცვლილებას, თუმცა ვერ ხედავს ნახევრად ავტომატურ ჩასწორებას ბოლო ცვლილებებში და დეტალურ ბოლო ცვლილებებში.
გარკვეული სახის ცვლილებები საკამათო გვერდებზე შეუძლებელია მოინიშნოს, როგორც მცირე. როდესაც გვერდის შესახებ მიმდინარეობს კამათი და განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რედაქტირების ომია გაჩაღებული, უმჯობესია არცერთი ცვლილება არ მოინიშნოს, როგორც მცირე, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველა დანარჩენი რედაქტორიც მას მცირე შესწორებად ჩათვლის. მაგალითად, გამოტოვებული ასოს ჩასწორება და მისთ.
სისტემაში არმყოფი მომხმარებლებისთვის შეუძლებელია ცვლილებების მცირე შესწორებად მონიშვნა. ამის მიზეზი ის არის, რომ ვანდალიზმი შესაძლოა თავისუფლად მოინიშნოს, როგორც მცირე შესწორება, რაც მის აღმოჩენას გარკვეული დროით გააჭიანურებს. ეს შეზღუდვა სისტემაში შესვლის კიდევ ერთი მიზეზია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article დახმარება:მცირე რედაქტირება, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.