სავარჯიშო

თრიალეთის ბრძოლა — 1110 წელს გამართული ბრძოლა თრიალეთის ქედზე (ახლანდელი თრიალეთის ქედი) საქართველოს ლაშქარსა და თურქ-სელჩუკებს შორის.

თრიალეთის ბრძოლა
ქართულ-სელჩუკური ომების ნაწილი
თარიღი 1110
მდებარეობა თრიალეთის ველი, საქართველოს სამეფო
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
სავარჯიშო საქართველო სელჩუკები
მეთაურები
სავარჯიშო დავით IV აღმაშენებელი მელიქ შაჰი
ძალები
1500 100.000
დანაკარგები
უმნიშვნელო უმეტესობა გაიქცა ან ტყვედ ჩავარდა




1110 წელს დავით მეფემ იერიში სამშვილდეზე და კიდევაც გამოსტაცა თურქებს სამშვილდე, ფრიად მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი და ძლიერი ციხე, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან იცავდა თბილისს. სამშვილდის აღება იმდენად დიდი გამარჯვება იყო ქართველებისა, რომ ამით შეშინებულმა თურქები, ქვემო-ქართლის ციხეების უმეტესობა თითონვე მიატოვეს და გაიქცნენ. მაგრამ არ გასულა დიდი ხანი, რომ სულტანმა სცადა დანაკარგის დაბრუნება.


ბრძოლა 1110 წელს თრიალეთის ქედზე გაიმართა. თურქთა მაშინდელმა სულთანმა (შაჰინშაჰმა, იგივე მელიქშამ, რომელიც ზეობდა 1107-1116 წლებში) არ დათმო ესოდენი მარცხი და იმავ 1110 წელს 100,000-იანი არმია აფრინა საქართველოსკენ. დავით მეფე ნაჭარმაგევს იდგა მაშინ. მხოლოდ 1500 კაცი აღმოჩნდა საომრად გამზადებული. მაშინვე ამხედრდა მეფე, ეს მცირე ლაშქარი აიყოლია და მიიჭრა თრიალეთს. ცისკრის სისხამზე თვალი ჰკიდეს ერთმანეთს თურქთა და ქართველთა. შეიბნენ. კვალად მტერთა ძლევით დააქანა დავით მეფემ ბრძოლის სასწორი. თურქებს არც კი უგრძვნიათ რიცხვით სიმცირე საოცარი მხნეობით მოიერიშე ქართველებისა. ბრძოლის ველიდან გარბოდნენ თურქნი. "ესოდენ ზარგანხდილნი და მოსწრაფენი, ვიდრემდის, არამცთუ კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედნეს ყოვლად." ყველაფერი ქართველთა ხელთ შეატოვეს და უგზო-უკვალოდ გაიქცნენ მათ ქუეყანაში. მცირერიცხოვანი ჯარისგან ესეოდენ დიდი მხედრობის ძლევა, სწორედ რომ საოცარი იყო.


იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • როინ მეტრეველი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 211.
  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3. 
  • მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. თბილისი: ნეკერი. ISBN 99928-58-36-2. 
  • სამუშია, ჯაბა (2015). საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 6 – დავით აღმაშენებელი. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-21-755-5. 

სქოლიო

თარგი:ქართლის ცხოვრება თარგი:ლევან სანიკიძის "უქარქაშო ხმლები" {{აკადემიკოსი როინ მეტრეველის(მთ. რედაქტორი), აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე და აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილის "საქართველოს ისტორია" ოთხ ტომად (უძველესი დროიდან 20 საუკუნის ბოლომდე)}} {{ნ.ბერძენიშვილის, ივ.ჯავახიშვილისა და ს.ჯანაშიას "საქართველოს ისტორია" ნაწილი 1 უძველესი დროიდან 21 საუკუნის დამდეგამდე, ს.ჯანაშიას რედაქციით, მოწონებულია საქ.სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ.}}

Tags:

1110თრიალეთის ქედითურქ-სელჩუკები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ირაკლი კობახიძესისხლის მიმოქცევის სისტემაფოტოსინთეზიკილოგრამიფარსმან II ქველიმუნიაღდგომანუსხურიაკონკაგუათემურლენგიღეროვანი უჯრედიჩუტყვავილაფუტკრებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკადეჟავიუკალციუმიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითბუდუ ზივზივაძეთამბაქოშხარაეგვიპტეხმელთაშუა ზღვასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკარომის იმპერიაოპერაციული სისტემათურქეთის ისტორიაასომთავრულიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიანდებიიალბუზიგოდერძი ჩოხელიხინკალიკავკასიური ნაგაზიტოტალიტარიზმისაქართველო XV საუკუნეშიქეთევან დედოფალიუკრაინანიკო ბაგრატიონისამასი არაგველიქვეწარმავლებიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ფოთიგავრილოვის ღამეკილომეტრითევზები (ასტროლოგია)დევი ჭანკოტაძელუი XIVჯაყოს ხიზნებისამხრეთი კორეადისლექსიაშიზოფრენიასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაგნეუს პომპეუს მაგნუსიჩარლი ჩაპლინიიტალიაანტარქტიდატოლგვერდა სამკუთხედიპოლიმერებიკრიშტიანუ რონალდუსამკუთხედინიზიბისის ზავიამერიკათეთნულდისალამურიხელოვნებაისლამითორნიკე ერისთავიმეტაბოლიზმისაქართველოს ტბებინიდერლანდებილიბერალიზმისამკურნალო მცენარეებისაქართველოს მდინარეების სიაპოლონეთიმონარქიააზიაივანე მაჩაბელიიმპრესიონიზმი🡆 More