დავით დვალი (დ.
29 მაისი 1965, თბილისი, საქართველოს სსრ) — სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი ასტროფოტოგრაფი საქართველოში. დავით დვალმა დააფუძნა მოყვარული ასტროფოტოგრაფების ჯგუფი, სახელად Geo-Astro.
დავით დვალი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 მაისი 1965 თბილისი, საქართველოს სსრ |
განათლება | ქიმიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დავით დვალი დაიბადა ქალაქ თბილისში 1965 წლის 29 მაისს. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, ფიზიკური ქიმიის სპეციალობით. 1987-89 წლებში სწავლობდა ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1994 წელს ჯარჯი აქიმიძესა და ეროსი კიწმარიშვილთან ერთად, ქალაქ რუსთავში დააარსა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც მოკლე დროში საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზია გახდა. 1994-96 წლებში ეკავა კომპანიის ტექნიკური დირექტორის პოზიცია, ხოლო 1996-2000 წწ. იყო “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი.
2000 წელს თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯორჯია ონლაინს“, რომელიც სულ მალე საქართველოს ინტერნეტ ბაზრის ლიდერი გახდა.
ამჟამად დავით დვალი არის რამდენიმე სხვადასხვა პროფილის კომპანიის მფლობელი.
2014 წლიდან აქტიურად არის დაკავებული საქართველოში სრულიად ინოვაციური დარგით — ასტროფოტოგრაფიით. მისმა ნამუშევრებმა გაიმარჯვეს მრავალ კონკურსში, მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. დავით დვალის თაოსნობით შეიქმნა ჯგუფი „ჯეო-ასტრო”, რომლის მიზანია საქართველოში ასტრონომიის პოპულარიზაცია, პრეზენტაციებისა და შეხვედრების მოწყობა, ღია ცის ქვეშ ლექციების ჩატარება და სხვა.
დავით დვალის ფოტოებს საერთაშორისო გამოხმაურებები არ აკლია. ასტროფოტოგრაფთა საერთაშორისო საიტ Astrobin-ზე ის ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფება. დავით დვალის ექვსმა ასტროფოტომ დაიმსახურა Image Of The Day-ს სტატუსი ამ საერთაშორისო საიტზე. მას მრავალჯერ აქვს აღებული AAPOD (Amateur Astronomy Picture Of the Day)-იც.
This article uses material from the Wikipedia ქართული article დავით დვალი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.