2012 წლის ფილმი გულადი

გულადი (ინგლ.

იგი გადაღებული იქნა სტუდია Pixar-ის მიერ. დისტრიბუციას მას უწევს Walt Disney Pictures. ფილმის სცენარის ავტორები არიან მარკ ენდრიუსი, სტივ პარსელი, ბრენდა ჩემპენი და აირინ მექი. რეჟისორები არიან ენდრიუსი და ჩეპმენი, ხოლო დამატებითი რეჟისორი - პარსელი. ფილმის პერსონაჟებს ახმოვანებენ კელი მაკ-დონალდი, ჯული უოლტერსი, ბილი კონოლი, ემა ტომპსონი, კევინ მაკ-კიდი, კრეიგ ფერგიუსონი, რობი კოლტრეინი და ჯონ რაცენბერგერი. ფილმზე მუშაობის მომენტისათვის არსებული ყველაზე დახვეწილი ვიზუალური ეფექტების მისაღებად, Pixar-ის მიერ ანიმაციის სისტემა მთლიანად იქნა შეცვლილი, პირველად 25 წლის მანძილზე.

„გულადი“
2012 წლის ფილმი გულადი
რეჟისორი მარკ ენდრიუსი
ბრენდა ჩემპენი
პროდიუსერი კეტრინ სარაფიანი
ნაწარმოები ბრენდა ჩემპენი
კომპოზიტორი პატრიკ დოილი
მონტაჟი ნიკოლას კ. სმითი
სტუდია Pixar
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
პრემიერა
ხანგრძლივობა 93 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $185 მილიონი
შემოსავალი $554,561,288

ფილმის სიუჟეტში მოთხრობილია მარჯვე მშვილდოსან მერიდას თავგადასავლები. მისი პრემიერა გაიმართა 2012 წლის 10 ივნისს, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. იგი აშშ-ში ოფიციალურად 2012 წლის 22 ივნისს გამოვიდა. სეანსამდე ფილმს ერთვის მოკლემეტრაჟიანი La Luna (რეჟისორი ენრიკო კასაროსა).

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მერიდა, მარჯვე მშვილდოსანი და მეფე ფერგუსისა და დედოფალ ელინორის ასული, ცხოვრობს დანბროქის შოტლანდიურ სამეფოში. იგი პრინცესაა და სამი ძმა ჰყავს. მერიდა უნდა დანიშნონ ერთ-ერთ ლორდზე - დინგვალზე, მაკინტოშზე ან მაკ-გაფინზე. თუმცა პრინცესას საკუთარი ცხოვრების მართვა სურს. იგი არღვევს ძველ ტრადიციას და მართავს სამშვილდოსნო შეჯიბრს სამ ლორდს შორის. ამით იგი სამეფოში არეულობას იწვევს. დახმარებისათვის მერიდა მიმართავს მოხუც ბრძენ ქალს, რათა „დედა შეცვალოს“. მაგრამ დედა, მოხუცის შელოცვით, იქცევა დათვად. მერიდამ უნდა ისწავლოს, თუ რა არის ნამდვილი გულადობა, ოჯახს წყევლა მოხსნას და გადაარჩინოს სამეფო.

როლები

  • კელი მაკ-დონალდი - პრინცესა მერიდა
  • ჯული უოლტერსი - ბრძენი ქალი
  • ბილი კონოლი - მეფე ფერგუსი
  • ემა ტომპსონი - დედოფალი ელინორი
  • კევინ მაკ-კიდი - ლორდი მაკ-გაფინი/ლორდის ვაჟი
  • კრეიგ ფერგიუსონი - ლორდი მაკინტოში
  • რობი კოლტრეინი - ლორდი დინგვალი
  • ჯონ რაცენბერგერი - მცველი
  • კალუმ ო'ნილი - ვი დინგვალი
  • მორდუ
  • ანგუსი
  • სამეული (ჰარისი, ჰუბერტი, ჰემიში)

წარმოება

2008 წლის აპრილში ფილმის პროექტი ცნობილი იყო სათაურით „დათვი და მშვილდი“. „გულადი“ დაგეგმილი იყო, როგორც Pixar-ის პირველი ფილმი, რომელიც ზღაპრის ჟანრის იქნებოდა. იგი უფრო ბნელია და უფროს ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. სიუჟეტი მიმდინარეობს შოტლანდიის მთებში, X საუკუნეში. ბრენდა ჩემპენი მას თვლის ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ძმები გრიმების ჟანრის ზღაპრად. იგი პროექტის ინიციატორი და რეჟისორი იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Pixar-ის ფილმზე მუშაობდა ქალი რეჟისორი. მაგრამ 2010 წლის ოქტომბერში მას, შემოქმედებითი უთანხმოებების შედეგად მარკ ენდრიუსი ჩაენაცვლა.

Pixar-ის ფილმების ისტორიაში მერიდა რიგით პირველი მთავარი პერსონაჟი გოგონაა. თავდაპირველად მისი როლი გახმოვანებული რიზ უიზერსპუნის მიერ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან უარი განაცხადა, საკუთარი გრაფიკის გამო. პერსონაჟი საბოლოოდ კელი მაკ-დონალდმა გაახმოვანა, რომელიც ამავე პერიოდში ტელეარხ HBO-ს სერიალ „მიწისქვეშა იმპერია“-ში მონაწილეობდა.

ჯონ რაცენბერგერი, რომელიც დღემდე Pixar-ის ყველა ფილმში მონაწილეობდა, „გულადში“ მცველის როლს ასრულებს და შოტლანდიური აქცენტით საუბრობს.

ფილმის ფინალური ტიტრების დროს პატივისცემით ნახსენებია სტივ ჯობსი.

გამოსვლა

ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 2012 წლის 15 ივნისათვის, მაგრამ 22 ივნისამდე გადაიწია. მისი პრემიერა გაიმართა სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2012 წლის 10 ივნისს. მისი ავსტრალიური პრემიერა გაიმართა 2012 წლის 11 ივნისს, სიდნეის ფილმების ფესტივალის ფარგლებში. 2012 წლის 18 ივნისს მისი ამერიკული პრემიერა ჰოლივუდის თეატრში Dolby, ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება, ხოლო ევროპული - ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2012 წლის 30 ივნისს. „გულადი“ არის პირველი ფილმი, რომელიც Dolby Atmos-ის ხმის ფორმატით გამოვიდა. იგი უფრო ბუნებრივი ჟღერადობისათვის შეიმუშავა Dolby-მ.

მუსიკა

გულადი
2012 წლის ფილმი გულადი 
კინომუსიკა —
პატრიკ დოილი
გამოცემის თარიღი 19 ივნისი, 2012
ჩაიწერა 61:72
ჟანრი საუნდტრეკი
ლეიბლი Walt Disney
Pixar-ის საუნდტრეკები — ქრონოლოგია
მანქანები 2
(2011)
გულადი
(2012)
მონსტრების უნივერსიტეტი
(2013)
პატრიკ დოილის — ქრონოლოგია
მაიმუნების პლანეტის წარმოშობა
(2011)
გულადი
(2012)

„გულადის“ საუნდტრეკი გამოვიდა CD და ჩამოსატვირთ ფორმატებში. მისი მუსიკის ავტორია პატრიკ დოილი (Pixar-ის წინა ფილმების მუსიკაზე მუშაობდნენ რენდი ნიუმენი, ტომას ნიუმენი და მაიკლ ჯაკინო). საუნდტრეკში აგრეთვე ჟღერს ჯული ფაულისის მიერ შოტლანდიურ გალურ ენაზე ნამღერი ორი სიმღერი, დაწერილი ალექს მენდელის მიერ. დამატებით სიმღერას ასრულებენ Birdy და ჯგუფი Mumford & Sons.

მუსიკაში შოტლანდიის ეროვნული მოტივების დასამატებლად დოილი იყენებდა შოტლანდიურ ხალხურ ინსტრუმენტებს - გუდასტვირებს, სოლო ვიოლინოს, კელტურ არფებს, ფლეიტებსა და ბოდრანს, ისევე როგორც ციმბალსა და ციბმალომს. „მე ვმუშაობდი ბევრ კლასიკურ შოტლანდიურ რიტმთან, როგორც იყო ჩქარი ცეკვები, ჯიგები და სტრასპეი. ეს არა მხოლოდ მოქმედებას ამატებს, არამედ ყველაფერს უფრო აუთენტურ ხასიათს ანიჭებს“, ამბობდა იგი.

დოილმა აგრეთვე დაწერა მეფე ფერგუსის სიმღერა და კვლევის მიზნით შოტლანდიაში მოგზაურობდა. ის ასევე გალურ ენაზე ნამღერ ფსალმუნს იწერდა.

ყველა კომპოზიციის ავტორია პატრიკ დოილი, გარდა შემდეგი სიმღერებისა:

  • „Touch the Sky“ - მუსიკა: ალექს მენდელი; ტექსტი: მენდელი და რეჟისორი მარკ ენდრიუსი
  • „Into the Open Air“ - მუსიკა: ალექს მენდელი
  • „Learn Me Right“ - მუსიკა და ტექსტი - Mumford & Sons
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Touch the Sky“ (ჯული ფაულისი)2:31
2.„Into the Open Air“ (ჯული ფაულისი)2:41
3.„Learn Me Right“ (Birdy და Mumford & Sons)3:46
4.„Fate and Destiny“4:17
5.„The Games“1:53
6.„I Am Merida“2:23
7.„Remember to Smile“2:17
8.„Merida Rides Away“4:07
9.„The Witch's Cottage“4:26
10.„Song of Mor'du“ (ბილი კონოლი და სხვა მსახიობები)2:17
11.„Through the Castle“4:34
12.„Legends Are Lessons“4:06
13.„Show Us the Way“3:46
14.„Mum Goes Wild“3:25
15.„In Her Heart“2:36
16.„Noble Maiden Fair (A Mhaighdean Bhan Uasal)“ (ემა ტომპსონი და პეიგი ბარკერი)2:36
17.„Not Now!“3:34
18.„Get the Key“3:15
19.„We've Both Changed“5:30
20.„Merida's Home“1:32
საერთო ხანგრძლივობა:61:72

ვიდეო თამაში

ვიდეო თამაში ფილმის მიხედვით დისნეის ინტერაქტიული სტუდიების მიერ 2012 წლის 19 ივნისს გამოიცა, შემდეგი პლატფორმებისათვის: PlayStation 3, Xbox 360, Wii, PC და Nintendo DS. მობილური ტელეფონისათვის განკუთვნილი Temple Run: Brave, „გულადის“ ვერსია, რომელიც ეფუძნება თამაშს Temple Run, გამოვიდა 2012 წლის 14 ივნისს, iPhone, iPod Touch, iPad და Android-ისათვის.

გამოხმაურება

2012 წლის 3 აპრილს Pixar-მა ფილმის პირველი 30 წუთი წარადგინა, რომელმაც მაყურებელთა დადებითი რეაქცია გამოიწვია. პიტერ დებრუგმა (Variety) დადებითი შეფასება დაწერა და აღნიშნა, რომ „ფილმში ნაჩვენებია მეტად მძლავრი, თვითდაჯერებული გმირი გოგონა ეპოქაში, როდესაც პრინცესები არც თუ მომხიბვლელები არიან, რაც მიმდინარეობს შოტლანდიურ გარემოში, სადაც მისი სული ისეთივე ალით არის ანთებული, როგორც მისი ცეცხლოვანი თმა.“ მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრენდას ჩემპენის ბიჭების შემოქმედებით კლუბში რეჟისორის სახით დამატებამ Pixar-ს საშუალება მისცა, შეექმნა დედის-ქალიშვილის ურთიერთობათა მჟღერი მიძღვნა, რომელიც შემოაქვს სიმძაფრე, როგორც კლასიკურ ფილმში „ნემოს ძიებაში“ ამის საპირისპიროდ, ტოდ მაკ-კართის (The Hollywood Reporter) აზრით, „ფილმი მეტად მოკლეა, ვინაიდან შეიცავს კლიმაქტერიკულ დრამას, რომელიც მეტად ხელსაყრელად სრულდება და ეფუძნება მაგიურ ელემენტებს, რომლებიც ოდნავ დამაბნეველია“.

სხვადასხვა მიმოხილვაში გაკრიტიკებული იქნა სხვა ფილმების ერთგვარი გადატვირთვის მცდელობა და მაგალითებად დასახელებული იქნა „პატარა ქალთევზა“, „როგორც გავწრთვნათ დრაკონი“ და, განსაკუთრებით, „ძმა დათვი“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

2012 წლის ფილმი გულადი სიუჟეტი2012 წლის ფილმი გულადი როლები2012 წლის ფილმი გულადი წარმოება2012 წლის ფილმი გულადი გამოსვლა2012 წლის ფილმი გულადი მუსიკა2012 წლის ფილმი გულადი ვიდეო თამაში2012 წლის ფილმი გულადი გამოხმაურება2012 წლის ფილმი გულადი რესურსები ინტერნეტში2012 წლის ფილმი გულადი სქოლიო2012 წლის ფილმი გულადი20123D ფილმიPixarWalt Disney Picturesემა ტომპსონიინგლისური ენაფენტეზიჯული უოლტერსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კუთხეMemento moriრადიაციაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)მარო მაყაშვილიკარლეს პუჩდემონინოდარ დუმბაძედანიაბაზალეთის ტბაეკონომიკანათურაკავკასიონიპითაგორას თეორემასქესობრივი აქტიყივანახველაჰიდროცეფალიაქართლის სამეფოკომუნიზმიპირველი მსოფლიო ომიტატო გრიგალაშვილისანტიმეტრიფარნავაზ Iმეორე მსოფლიო ომიმშვილდოსანი (ასტროლოგია)თახვიპაოლო იაშვილინაცვალსახელიძიუდობარსელონაკახა კალაძემერწყულიიგიერეკლე IIრეზოლუციასვეტიცხოველიკოსმოპოლიტიზმისულეიმან Iდოფამინიპრომეთეს მღვიმერაჭაკურო (ასტროლოგია)რენესანსიქაქუცა ჩოლოყაშვილიშვეიცარიააჭარაივანე ჯავახიშვილიასტრიდ ლინდგრენინარკომანიაანტონიმიქართული ენაCadillacვიტამინებილეიკემიაშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიადოლფ ჰიტლერიბაში-აჩუკილურჯი ვეშაპიექვთიმე თაყაიშვილითეიმურაზ IIიეჰოვას მოწმეებისაქართველოს სამეფოგაზაფხულითითაობათაკო ჩხეიძეთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიერნესტო ჩე გევარარიონილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქართლიკოლხეთის ეროვნული პარკიგიორგი ყარყარაშვილიდელფინები26 აპრილისეტყვათუშეთირითმა🡆 More