გოიგოლის რაიონი

გოიგოლის რაიონი (აზერ.

რაიონის ადმინიტრაციული ცენტრია ქალაქი გოიგოლი. 2008 წლის 25 აპრილს, აზერბაიჯანის პარლამენტის გადაწყვეტილებით, რაიონს ეწოდა სახელი „გოიგოლი“.

ადმინისტრაციული ერთეული
გოიგოლის რაიონი
აზერ. Göygöl rayonu
გოიგოლის რაიონი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი გოიგოლი
კოორდინატები 40°35′00″ ჩ. გ. 46°18′00″ ა. გ. / 40.58333° ჩ. გ. 46.30000° ა. გ. / 40.58333; 46.30000
მმართველი Elvin Pashaev
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 1183 კმ²
მოსახლეობა 60 890 (2014)
სატელეფონო კოდი 230
საფოსტო ინდექსი AZ2500
საავტომობილო კოდი 25
ოფიციალური საიტი http://goygol-ih.gov.az
გოიგოლის რაიონი — აზერბაიჯანი
გოიგოლის რაიონი

რაიონში არის 15 კულტურული ცენტრი, 41 ბიბლიოთეკა, 2 მუსიკალური სკოლა (ქალაქ გოიგოლში და სოფელ ხაგანში), 2 მუზეუმი ჰეიდარ ალიევის მუზეუმის ცენტრი და ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ასევე რეგიონში არის 3 პარკი.

ისტორია

რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი გოიგოლი დაარსდა 1819 წელს, გერმანელი დევნილების მიერ რომლებიც ჩამოვიდნენ ვიურტემბერგის სამეფოდან და ამ ადგილს უძახდნენ ჰელენენდორფს. სახლები აშენდა გერმანულ სტილში, დაიშალა ქუჩები, შეიქმნა სკოლა, საბავშვო ბაღი და მუსიკალური სასწავლებელი. ამჟამინდელი აგრარული ინდუსტრიის ქარხნის ძირითადი შენობა მეღვინეობისთვის შექმნეს, სადაც ღვინოსა და კონიაკს აწარმოებდნენ.

გოიგოლის რაიონის მიდამოებში, ნარიმანოვის ოლქი შეიქმნა 1930 წლის აგვისტოში, რომლის ცენტრი იყო ჰელენენდორფი. სახელი ნარიმანოვი შეიცვალა, მაგრამ მის ცენტრს ჰელენენდორფს ეძახდნენ ქალაქ ხანლარს 1938 წლის ნოემბრიდან. 1992 წლის თებერვალში რაიონის ტერიტორია დაიყო 2 ოლქად. უბნის სახელები და მისი ცენტრი კვლავ შეიცვალეს 2008 წელს, პრეზიდენტის 2008 წლის 7 მაისის ბრძანებულების შესაბამისად და ეწოდა, როგორც გოიგოლის რაიონი და ქალაქი გოიგოლი.

გეოგრაფია

მდებარეობა

გოიგოლის რაიონი მდებარეობს მთიან ზონაში, აზერბაიჯანში, ბაქოდან 364 კილომეტრში დაშორებით. მისი ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 3 724 მეტრია. რაიონს ესაზღვრება ჩრდილოეთით სამუხის ადმინისტრაციული რაიონი, აღმოსავლეთიდან გორანბოი, სამხრეთით - კალბაჯარი, დასავლეთით - დაშქესანი, ჩრდილო-დასავლეთი შამქორი და ჩრდილოეთით ქალაქი განჯა. რაიონი მოიცავს 935 700 კმ2 ფართობის ტერიტორიას და აქ მოსახლეობის რიცხვი 63 000 ადამიანს შეადგენს.

კლიმატი

გოიგოლის რაიონის კლიმატის მაჩვენებლები განსხვავდება სიმაღლის მიხედვით. აქ დომინანტურია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი და მას მოსდევს ცივი ნახევრად მშრალი, თბილი ტენიანი კონტინენტური და ცხელი ტენიანი კონტინენტური კლიმატი.

გოიგოლში საშუალო წლიური ტემპერატურა 12.4°C-ია, ხოლო წლიური საშუალო ნალექი 424 მმ.

სპორტი

გოიგოლში არის ოლიმპიური სპორტული კომპლექსი, რომელიც გაიხსნა 2014 წლის იანვარში (გოიგოლის ცენტრალური ქალაქის სტადიონი და სხვა სპორტული ობიექტები).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

გოიგოლის რაიონი ისტორიაგოიგოლის რაიონი გეოგრაფიაგოიგოლის რაიონი სპორტიგოიგოლის რაიონი რესურსები ინტერნეტშიგოიგოლის რაიონი სქოლიოგოიგოლის რაიონიაზერბაიჯანის ადმინისტრაციული დაყოფააზერბაიჯანული ენაგოიგოლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სტოიციზმისაქართველოს სოფლებიავსტრიასაერთაშორისო სამართალისამხრეთი კორეაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიღამურააია-სოფიას ტაძარიაბო თბილელის წამებაცხენირენესანსიავაზასინგაპურიბახტრიონი (პოემა)სტიგმაგერგეტის სამების ეკლესიალეონიდ ბრეჟნევიალბერტ აინშტაინისევასტოპოლიმსოფლიოს შვიდი საოცრებაჰარი პოტერი (პერსონაჟი)აფხაზეთის ომი (1992-1993)ყინწვისის მონასტერიოკეანეკანე კორსოგორიმარტყოფის ღვთაების მონასტერიჩუტყვავილა9 აპრილის ტრაგედიაილია IIმილიმეტრიმადაგასკარიელისაბედ IIამერიკაფილტვებიგეომეტრიული პროგრესიასპილოსებრნიმაროკოქვეწარმავლებიტუბერკულოზიდედოფალაგიორგობალუდომანიაკლიმატის ცვლილებაისლამიეგვიპტეოშკისოკოებიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებააფხაზეთიღრიანკალი (ასტროლოგია)ვენერაასტრიდ ლინდგრენიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიტუპაკ შაკურინაპოლეონ ბონაპარტინაღვლის ბუშტიკვარციბიძინა ივანიშვილიეგრისის სამეფოსაქართველო XVIII საუკუნეშიბატონებინოქალაქევიქართველებიჯინსების თაობათევზები (ასტროლოგია)რითმაელექტრული დენისაქართველოს სატელეფონო კოდებიბრაზილიაბიბლიაქართლიასი ათასი მოწამეკოსმოპოლიტიზმიმიტოზინეიტროფილებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიინგლისის რევოლუციასაქართველოს თავდაცვის ძალები🡆 More