გიორგი Viii

გიორგი VIII — გაერთიანებული საქართველოს მეფე 1446-1466 წლებში, გიორგი I — კახეთის მეფე 1466-1476 წლებში.

ალექსანდრე I დიდის ძე.

გიორგი VIII
გიორგი Viii
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1446
მმართ. დასასრული: 1466
წინამორბედი: ვახტანგ IV
მემკვიდრე: სამეფო დაიშალა.
კახეთის I მეფე
მმართ. დასაწყისი: 1466
მმართ. დასასრული: 1476
წინამორბედი: სამეფოს შექმნა.
მემკვიდრე: ალექსანდრე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1417
გარდ. თარიღი: 1476
მეუღლე: 1. თამარ ჯაყელი
2. ნესტან-დარეჯანი
შვილები: ალექსანდრე I
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე I დიდი
დედა: თამარი
ხელმოწერა: გიორგი Viii

ცხოვრება და მოღვაწეობა

მის დროს, ძირითადად, დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო. დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი, რომელმაც გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა. ჩიხორის ბრძოლაში (1463) გიორგი VIII დამარცხდა. 1465 სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლა ბაგრატმა და 1466 თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII 1466 იძულებული გახდა კახეთს გასულიყო, რითაც დასაბამი მისცა კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას.

გიორგი Viii 
საქართველო გიორგი VIII-ის დროს.

გიორგი VIII პირველი ქართველი მეფეა, რომელმაც თავისი მეფობის დროს ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის მიზნით ევროპაში გააგზავნა ელჩობა 1458-1459. ერთი წლით ადრე რომის პაპმა კალიქსტუს III-მ მიმართა წერილობით მას და მათ, "ვინც აღმოსავლეთში (საქართველოში) რომის წესს მისდევენ", თანხმობა განაცხადა გიორგი VIII-ის თხოვნაზე, დაამტკიცოს პატრიარქად ქართველთა მიერ არჩეული პიროვნება და მოითხოვა, რომ ეს პირი იყოს გამორჩეულად პატიოსანი, განსწავლული და ეწვიოს არჩევის შემდეგ რომს. ამის შემდეგ კი გიორგი VIII-მ და ყვარყვარე II-მ გამოაცხადეს თავი პაპის მორჩილებად, აირჩიეს რა უკვე საქართველოში მყოფი პაპის ელჩი (ნუნციუსი), ფრანცისკანელი ლუდოვიკო ბოლონიელი თავიანთ პატრიარქად და სთხოვეს ამასობაში ახლადარჩეულ პაპს პიუს II-ს ამ არჩევანის დატკიცება. ლუდოვიკო ბოლონიელმა წარუდგინა პაპს მასთან ერთად ჩასული გიორგისა და ყვარყვარეს ქართველი ელჩები, რომელთა პაპს აღუთქვეს ყველა ქართველ მთავართა ერთიანობა:

გიორგი Viii 
„...თქვენმა ნუნციომ (ლუდოვიკო ბოლონიელმა) რა უბრძანა, მაშინვე შერიგდნენ და აწ მზად არიან დაუწყონ ომი ოსმალებს, როდესაც კი თქვენ უბრძანებთ. 120.000 მეომარნი მზად არიან ეომონ მუჰამედ იმპერატორს აზიაში ... . აგრეთვე გაუწყებთ, რომ ჩვენთან შეერთებულნი არიან ბენდიან სამეგრელოსა და აფხაზეთის მეფე, ბაგრატ მეფე ივერიელებისა, რომლებსაც აწ უწოდებენ გეორგიანებს და მამია გურიის მთავარი... აწ მხოლოდ ამას გთხოვთ, რომ ლუდოვიკო, რომელმაც აქ მოგვიყვანა, დაადგინოთ პატრიარქად იმათზე, ვინც აღმოსავლეთში რომის წესს მისდევენ და თქვენს საყდართან შეერთებულნი არიან.“

პიუს II არჩევანს უმტკიცებს და ცდილობს ანტიოსმალური კოალიცია ევროპელ მეფეთა ჩართვით განამტკიცოს. თავის მხრივ ლუდოვიკო ბოლონიელი ამაოდ ცდილობდა საქართველოში ანტიოსმალური მიზნით მეფეთა შორის თავისივე მიერ შექმნილი ერთიანობის შენარჩუნებას.

ქართველი ელჩები ეწვივნენ არა მარტო პაპს, არამედ საფრანგეთის მეფეს შარლ VII-ს (1422-1461), შემდეგ მის შვილს ლუი XI-ს (1461-1482), მაგრამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგანაც ევროპის ქვეყნებმა ოსმალეთთან მორიგება არჩიეს.

ლიტერატურა

გიორგი VIII
დაიბადა: 1417 გარდაიცვალა: 1476
წინამორბედი:
ვახტანგ IV
   საქართველოს მეფე   
1446–1466
შემდეგი:
სამეფო დაიშალა
წინამორბედი:
სამეფო შეიქმნა
   კახეთის მეფე   
1466–1476
შემდეგი:
ალექსანდრე I

Tags:

144614661476ალექსანდრე I, დიდიკახეთის სამეფოსაქართველოს სამეფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიწისძვრათელავითევდორე კველთელიმილიმეტრიტიტანიკიეგრისის დიდი ომიძველი თბილისიშუშანიკის წამებართველიქუთაისიმგელიბუნებაუფლისციხემანგლისიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ლეჩხუმიდიდი ბარიერული რიფიაშშ-ის ისტორიანიუ-იორკიათეროსკლეროზიყივანახველაენგურის ჰიდროელექტროსადგურიქართული ხალხური საკრავებიმთლიანი შიდა პროდუქტიქართლის ცხოვრებასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიადამიანითბილისური ეზობერძნული ხელოვნებატერენტი გრანელიქართული სამზარეულოამირანი (მითოლოგია)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიქართული ვაზის ჯიშებინატვრის ხე (ფილმი)ახალციხეძაღლიბასიანის ბრძოლავულკანისაქართველობრუნებაშვეიცარიანელსონ მანდელატყედედამიწაშერლოკ ჰოლმზიქისტებივატიმაიკლ ჯექსონიჩონგურიმზის დაბნელებაალუდა ქეთელაური (მომღერალი)ახალქალაქირიკოთის უღელტეხილიდედამიწის ისტორიამიხეილ ჯავახიშვილისუნთქვაფილიპინებიცივი ომიკარტოფილისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაეგვიპტის პირამიდებითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიიგავ-არაკიალექსანდრე პუშკინივეფხვიწმინდა გიორგიგოგა ხაინდრავააფხაზთა სამეფოექვთიმე თაყაიშვილიალავერდისინონიმებინოე ჟორდანიააღა-მაჰმად-ხანიერეკლე II🡆 More