გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — საქართველოს სამეფო კარის ვაზირი დაახლ.
1104–18, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს პირველი მფლობელი, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1104) აქტიური მონაწილე და მეფის პოლიტიკის გამტარებელი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 25 სექტემბერი [ძვ. სტ. 12 სექტემბერი].
გიორგი ჭყონდიდელი | |
---|---|
დაიბადა | XI საუკუნე საქართველოს სამეფო |
გარდაიცვალა | 1118 |
ხსენების დღე | 12 სექტემბერი |
მოღვაწეობა | მღვდელი |
„კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა XI საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. 1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმინდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“. ქმედით მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მართვა-გამგებლობაში. მისი მცდელობითა და ხელმძღვანელობით სამეფოს შემოუერთეს სამშვილდე (1110) და რუსთავი (1115). გიორგი ჭყონდიდელი საქართველოში ყივჩაყთა ჩამოსახლების ერთ-ერთი მოთავე იყო. ამ მისიით იგი დავით აღმაშენებელთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ დაკრძალულია გელათში, მეფეთა საძვალეში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გიორგი ჭყონდიდელი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.