გეღარდი, აირივანქი (სომხ.
მონასტერი მოიცავს მრავალ კლდეშია ნაკვეთ ეკლესიას და სამარხს, რომლებიც თარიღდება IV-XIII საუკუნეებით.
გეღარდის მონასტერი და მდინარე აზატის ხეობა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ნშანის მთავარი ეკლესია | |
ქვეყანა | სომხეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 40°09′32″ ჩ. გ. 44°47′48″ ა. გ. / 40.15889° ჩ. გ. 44.79667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 960 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მდებარეობს მდინარე აზატის ხეობაში, ერევნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ-ზე. კომპლექსს ჩრდილოეთის მხრიდან აკრავს მაღალი კლდეები, ხოლო დანარჩენი მხრიდან თავდაცვითი გალავანი.
მონასტერი გადმოცემის მიხედვით მონასტერი დააარსა წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების შემდეგ. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო აირივანქი (კლდეში ნაკვეთი მონასტერი).
მთავარი არქიტექტურული კომპლექსი განეკუთვნება XIII საუკუნეს. მასში შედის საკათედრო ტაძარი, გავითი, კლდეში გამოკვეთილი ორი გუმბათიანი ეკლესია, პროშიანების საოჯახო სამარხები, კლდეში ნაკვეთი ხაჩქარები.
კომპლექსის უძველესი ძეგლია წმინდა ასტვაწაწინის სამლოცველო. ის მდებარეობს გალავნის გარეთ, მის დასავლეთით და ნაწილობრივ კლდეშია ამოკვეთილი. კედლებზე წარწერებია, რომელთაგან ყველაზე ადრეული თარიღდება 1177 და 1181 წლებით. საკათედრო ტაძარი ჯვაროვან-გუმბათოვანი ფორმისაა. შიდა კედლებზე შემოწირულობების ამსახველი მრავალი წარწერაა. მთავარი ტაძარი აშენდა საქართველოს სამეფოს კარის დიდგვაროვნების, ძმების, ივანე და ზაქარია მხარგრძელების მეოხებით 1215 წელს, როცა სომხეთი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.
მთავარ ტაძარს კლდეში ნაკვეთ პირველ ეკლესიასთან აკავშირეს რელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკული 4-სვეტიანი შესასვლელი დარბაზი გავითი (1225). პირველი კლდეში ნაკვეთი ეკლესია აშენებულია 1250 წლამდე. მის აღმოსავლეთ ნაწილში პროფიანების საგვარეულოს წარმომადგენლის სამარხია (ჟამატუნი). აქედან გასასვლელია 1283 წელს აშენებულ მეორე კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში. მეორე ჟამატუნი, რომელში შესასვლელიც გარე კიბითაა მოწყობილი, შეიცავს მთავრების მერიკისა და გრიგორის სამარხებს. გალავანი აშენებულია XII-XIII საუკუნეებში. მონასტრის ბერების უმრავლესობა გალავნის გარეთ კლდეში ნაკვეთ კელიებში ცხოვრობდა. საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები აშენდა მოგვიანებით, XVII საუკუნეში.
გეღარდის მონასტერი შუა საუკუნეების სომხეთის ცნობილი საეკლესიო და კულტურული ცენტრია, სადაც რელიგიური ნაგებობების გარდა იყო სკოლა, სკრიპტორიუმი, ბიბლიოთეკა. XIII საუკუნეში მონასტერში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისტორიკოსები მხითარ და სიმეონ აირივანეცები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სომხური ხელნაწერი ხელოვნების განვითარებაში. მონასტერი ასევე ცნობილი იყო იქ განთავსებული რელიქვიებით. მათგან ყველაზე სახელგანთქმული იყო შუბი, რომლითაც დაჭრეს ჯვარცმული იესო ქრისტე და რომელიც, გადმოცემის თანახმად იქ მიიტანა მოციქულმა თადეოსმა. აქედან მომდინარეობს მონასტერის სახელწოდება გეღარდვანქი (შუბის მონასტერი). შუბი მონასტერში 500 წლის განმავლობაში ინახებოდა. XII საუკუნეში მონასტერს შესწირეს მოციქულების ანდრიას და იოანეს რელიქვიები
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 960 ინგლ. • რუს. • ფრ. |
This article uses material from the Wikipedia ქართული article გეღარდის მონასტერი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.