გერმანიის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლო (გერმ.

Amtsgericht [ამტსგერიხტ]) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არის სამხარეო სასამართლოსთან ერთად - იშვიათად უმაღლეს სამხარეო სასამართლოსთან - ერთად საერთო მართლმსაჯულების პირველი ინსტანცია.

საქალაქო სასამართლოს გერმანიაში პირველი, ან საწყისი ინსტანციის სასამართლოს გარდა, საერთო სასამართლოსაც უწოდებენ.

შვეიცარიის კანტონ ზოლოთურნში (2007 წლამდე კი აგრეთვე კანტონ ლუცერნში) „ამტსგერიხტი“ არის აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს სახელწოდება. იხილეთ აგრეთვე საოლქო სასამართლო ავსტრიაში.

საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობა

გერმანიის საქალაქო სასამართლოების უმეტესობას ხელმძღვანელობს (საქალაქო სასამართლოს) დირექტორი. ასეთ საქალაქო სასამართლოებში დანარჩენი სამსახურებრივი ზედამხედველობა აკისრია სხვა რომელიმე საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ პრეზიდენტს, ანდა სასამართლო ინსტანციებს შორის ზემდგომ სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტს.

საქალაქო სასამართლოს კომპეტენციები

საქალაქო სასამართლოებში განიხილება და წყდება უპირველეს ყოვლისა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები. საქალაქო, ანუ საერთო სასამართლოები დაკავებულია ე.წ. „აინცელრიხტერ“-ებით, ანუ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე მოსამართლეებით.

სამოქალაქო სამართალწარმოება

საქალაქო სასამართლოებში გამარტივებული წესით განიხილავენ საქმეებს დავალიანებათა გადახდევინების შესახებ. საქალაქო სასამართლოში ხდება სავაჭრო რეესტრის, კოოპერატივების რეესტრის, კავშირების რეესტრის, მეუღლეთა ქონებრივი უფლებების რეესტრის წარმოება. აქედან მომდინარეობს გერმანულ სიტყვახმარებაში სარეესტრო სასამართლო. საქალაქო სასამართლოს ეკუთვნის აგრეთვე საჯარო რეესტრის სამსახური (გამონაკლისი: ბადენ-ვიურტემბერგი).

საზოგადოებრივი და საჯარო რეესტრების წარმოება ხდება ნებაყოფლობითი მართლმსაჯულების ნორმების შესაბამისად. გადაწყვეტილების მიღების უფლება გააჩნიათ ე.წ. "აინცელრიხტერებს", ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე მოსამართლეებით, სამართალგამომყენებლებს, ანდა შესაბამის განყოფილებების მოწმობის გაცემის საკითხებზე პასუხისმგებელ მოხელეებს.

სამოქალაქო დავებში საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია დავის საგნის ღირებულება ასწიოს 5 000 ევრომდე.

დავის საგნის ღირებულების მიუხედავად სამოქალაქო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს ქირავნობის დავები, საქმეები, რომლებიც შეეხება საცხოვრებელ ფართს, ბავშვსა და მშობლებს შორის მართლურთიერთობის დადგენას, სარჩოს, ან ალიმენტის მოთხოვნას, საოჯახო დავებს.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

გერმანიის საქალაქო სასამართლო საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობაგერმანიის საქალაქო სასამართლო საქალაქო სასამართლოს კომპეტენციებიგერმანიის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო სამართალწარმოებაგერმანიის საქალაქო სასამართლო რესურსები ინტერნეტშიგერმანიის საქალაქო სასამართლოგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაგერმანული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეთიოპიათბილისიპანკრეასიოქროს საწმისისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისქუნთრუშასატურნირკინაბრაზილიაჩემი ცოლის დაქალებისტეფანე მღებრიშვილიკალციუმიკლიმატის ცვლილებაალჟირიფერნანდო მაგელანიგიორგი მამარდაშვილიმარჯნის რიფიპაოლო იაშვილიკატალიზატორიქართული დამწერლობანეიტროფილებიჯორჯ გერშვინიბათუმის ბოტანიკური ბაღიწრეწირიგოგირდიარაგვიჯიქიცხენისწყალიფარსმან II ქველიფრინველთა მიმოფრენაგრიგოლ ხანძთელიმეიოზითავისუფლების ქანდაკებააია-სოფიას ტაძარისაქართველოს წითელი ნუსხააზიაადაპტაციაალპებიიტალიაგლობალური დათბობაბიზანტიის იმპერიამინერალებიეპითეტიიალბუზიოტელო (ვერდის ოპერა)ქვეყნების სიაარაპენეტრაციული სექსიხეოფსის პირამიდამასშტაბირაჭამზის სისტემათორნიკე ერისთავირომანტიზმიმადაგასკარიდიდგორის ბრძოლაგამოფიტვატუტე ლითონებიგასტრიტიმართკუთხედიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსომხების გენოციდიაბას I (ირანი)ვენერავულკანისაქართველოს პრეზიდენტიბასიანის ბრძოლაჩრდილოეთი კორეაკავკასიაგარემოს დაბინძურებასაქართველოს მდინარეების სიალაშა ტალახაძეჰიდროცეფალიაავსტრიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიეიფელის კოშკისიყვარულიჯაბა იოსელიანიმწვერვალი🡆 More