გეორგ კასტრიოტი

გეორგ კასტრიოტი, ფართოდ ცნობილი, როგორც სკანდერბეგი (დ.

6 მაისი, 1405, დიბრა — გ. 17 იანვარი, 1468, ლეჟა) — ალბანელი მთავარი. ალბანეთის ეროვნული გმირი.

გეორგ კასტრიოტი
გეორგ კასტრიოტი

ბიოგრაფია

გეორგ კასტრიოტი ბავშვობაში მძევლად იყო ოსმალეთის სულთან მურად II-სთან. მას მიაღებინეს ისლამი და ჩარიცხეს ოსმალთა ლაშქარში. როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა, ბეის ტიტული მიიღო და ალექსანდრე მაკედონელის სახელი ისკანდერ-ბეი უწოდეს. იგი არ წყვეტდა კავშირს ალბანელ პატრიოტებთან. 1443 წელს, ბალკანეთში ოსმალური არმიის შემადგენლობაში ყოფნის დროს, მოახერხა გაქცევა თანამოაზრეებთან ერთად და სათავეში ჩაუდგა ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ. ისკანდერ-ბეიმ განდევნა ოსმალური გარნიზონები ალბანეთიდან. 24 წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე იგი წარმატებით იგერიებდა თურქთა შემოტევებს. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდებულთა შორის უთანხმოებამ ძლიერ დაასუსტა ალბანეთი. მიუხედავად ამისა სულთანს კიდევ 11 წელი დასჭირდა ალბანეთის დასამოჩილებლად.

ხსოვნა

1953 წელს საბჭოთა კავშირში გადაიღეს ფილმი ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი (ალბ. Skënderbeu, რუს. Великий воин Албании Скандербег) რომელმაც 1954 წლის კანის კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო. ფილმში სკანდერბეგის როლს აკაკი ხორავა ასრულებს.

ლიტერატურა

  • კოტე ანთაძე, ლალი ფირცხალავა, შუა საუკუნეების ისტორია, გამომცემლობა „კონა“ თბ., 2003

Tags:

1405146817 იანვარი6 მაისილეჟა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კახა კალაძეკირჩხიბი (ასტროლოგია)მილიმეტრიმარსიპრომეთეს მღვიმეანალური სექსიზებრებიპრაიაილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)ენდომეტრიოზიპირველი მსოფლიო ომიკულტურაჭიათურააშშ-ის პრეზიდენტების სიავახტანგ VIწიგნი სიბრძნე სიცრუისაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)კონტინენტიჩარლი ჩაპლინიკაპადოკიაქართული ხალხური ცეკვები30 აპრილიიერუსალიმის სამეფოშუშანიკის წამებაბაქტერიებიდედოფალაგიორგი სააკაძესამეგრელოთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიფილტვებიგეორგიევსკის ტრაქტატი9 აპრილის ტრაგედიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2005)ცივი ომიორგაზმისოკოებილანა ღოღობერიძეტერენტი გრანელისაჩხერეეპითეტიეიფელის კოშკიმთლიანი შიდა პროდუქტინიუ-იორკიგიორგი ანწუხელიძეენგურივეგანობამალტამარტყოფიFფილოსოფიამღრღნელებისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკადელფინებიძველი რომიზვიგენებითორნიკე ერისთავიაფხაზეთის ტურიზმიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაქვათახევიევროკავშირისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაკანონიერი ქურდითბილისის ზღვალაშა ტალახაძეპანკრეასიაია-სოფიას ტაძარიკომპიუტერის მეხსიერებაგერგეტის სამების ეკლესიანიკო ბაგრატიონინაპოლეონ ბონაპარტითუშეთიბახტრიონი (პოემა)ნუსხურინევრასთენიათურქეთის ისტორიაავსტრალია🡆 More