ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი გეორგი

გეორგი (გერმ.

17 თებერვალი, 1582, ცელიე, გერმანია — გ. 12 აპრილი, 1641, ჰილდესჰაიმი, გერმანია) — ჰანოვერის დინასტიის ფუძემდებელი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და კალენბერგის მთავარი 1635 წლიდან გარდაცვალებამდე. დანიის მეფე კრისტიან III-ის შვილიშვილი დედის, დოროთეა დანიელის მხრიდან. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ის, დანიის მეფე კრისტიან V-ის, შვედეთის დედოფალ ულრიკა ელეონორასა და საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალიას პაპა.

გეორგი
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი გეორგი
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
კალენბერგის მთავარი
მმართ. წლები: 1635-1641
წინამორბედი: ფრიდრიხ ულრიხი
მემკვიდრე: კრისტიან ლუდვიგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 თებერვალი, 1582
დაბ. ადგილი: ცელიე, გერმანია
გარდ. თარიღი: 12 აპრილი, 1641, (59 წლის)
გარდ. ადგილი: ჰილდესჰაიმი, გერმანია
მეუღლე: ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელი
შვილები: კრისტიან ლუდვიგი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
გეორგ ვილჰელმი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
იოჰან ფრიდრიხი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
სოფია ამალია, დანიის დედოფალი
ერნესტ ავგუსტი, ჰანოვერის კურფიურსტი
დინასტია: ჰანოვერები
მამა: ვილჰელმი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
დედა: დოროთეა დანიელი
რელიგია: პროტესტანტობა

ქორწინება და შვილები

1617 წელს გეორგმა ცოლად შეირთო პრინცესა ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელი, ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ V-ისა და მაგდალენა ბრანდენბურგელის ქალიშვილი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი:

  1. კრისტიან ლუდვიგი (1622-1665), ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო სოფია დოროთეა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდენბურგ-გლუქსბურგელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  2. გეორგ ვილჰელმი (1624-1705), ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგისა და საქსენ-ალტენბურგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ელეონორ დ’ეზმიერ დ’ოლბრუზი, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა, სოფია დოროთეა;
  3. იოჰან ფრიდრიხი (1625-1679), ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა: შარლოტა ფელისიტა და ვილჰელმინა ამალია;
  4. სოფია ამალია (1628-1685), ცოლად გაჰყვა დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები: დანიის მეფე კრისტიან V, საქსონიის კურფიურსტი ანა სოფია, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია ფრედერიკა ამალია, პფალცის კურფიურსტი ვილჰელმინა ერნესტინა, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჯორჯი და შვედეთის დედოფალი ულრიკა ელეონორა;
  5. ერნესტ ავგუსტი (1629-1698), ჰანოვერის პირველი კურფიურსტი, ცოლად შეირთო სოფია პფალცელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ I და პრუსიის დედოფალი სოფია შარლოტა;

ლიტერატურა

  • Janicke, Karl (1878), "Georg (Herzog von Braunschweig-Lüneburg)", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), 8, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 629–634

Tags:

12 აპრილი1582164117 თებერვალიბრაუნშვაიგ-ლიუნებურგიგერმანიაგერმანული ენადოროთეა დანიელი (1546-1617)ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელიკრისტიან IIIკრისტიან Vულრიკა ელეონორა დანიელიცელიეჯორჯ Iჰანოვერის დინასტიაჰილდესჰაიმის რაიონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სუდანიპრომეთეს მღვიმესაქართველოს თავდაცვის ძალებიფინეთიFქართული გვარიერეკლე II-ის ოჯახიიუდაიზმიკელი დეგნანისტამბოლიინდულგენციასიღნაღისაქართველოს სამეფოლიონელ მესიმონანიება (ფილმი)გიორგი სააკაძესელინ დიონიკარლეს პუჩდემონინაპოლი (საფეხბურთო კლუბი)კახეთიდავით IIIფუტკრებიხალხთა დიდი გადასახლებამსოფლიოს ვალუტებიმთვარეშალვა ნუცუბიძეკლიმატის ცვლილებაქართული ლიტერატურამარსიდეციმეტრიზღვის კუებიმესამე რაიხირომის რესპუბლიკაიაფრენბურთიიულიუს კეისარიჩერნობილის კატასტროფაქართული ენამარტვილიერითროციტებითორნიკე ერისთავიოდისეაასფიქსიატრაპეციაჯაყოს ხიზნებიამაღლებამილანი (საფეხბურთო კლუბი)მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდათვითელეთისაერთაშორისო სამართალიაქლემისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებითურქეთის ისტორიანეკერჩხალისტუმარ-მასპინძელიფერეიდანიცხოველებიგოგონა გარეუბნიდანტოლერანტობაირლანდიადედამიწის ისტორიასერგო ორჯონიკიძეაფროდიტეოპერატიული მეხსიერებაჰიპოფიზიBMW M5ადამიანის ჩონჩხიავოკადოდიდგორის ბრძოლაალპებიშოთა რუსთაველიკესანებაში-აჩუკიიგავ-არაკიბგერარიონიისლანდიაჩონგური🡆 More