ამ ბლოკში მოთავსებული ციფრები მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების შესახებ აღებულია საქართველოს 2002 წლის აღწერის ოფიციალური გამოცემიდან.
სხვა უფრო ზუსტი და ახალი მონაცემები (ვიღაც-ვიღაცების პირადი შეფასებების გარდა) ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ რატომღაც ყველა თავს ვალდებულად თვლის მის შეცვლას თავისი შეხედულებისამებრ. ამ საკითხზე ალბათ უნდა შევთანხმდეთ, რათა ფუჭი შრომა არ გავწიოთ - სამუშაო ისედაც ბევრი გვაქვს.
ავთანდილ 12:22, 26 ივლისი 2005 (UTC)
რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ედუარდ შევარდნაძის დროინდელ სტატისტიკურ მონაცემებს, მე მხოლოდ მოგაწვდით ინტერნეტ-წყაროებს და ისიც კათოლიკეთა სტატისტიკის შესახებ: http://www.catholic-hierarchy.org/diocese/dcauc.html კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, რომელზეც ამ გვერდზეა საუბარი მოიცავს მხოლოდ საქართველოს (სომეხ კათოლიკებზე ქვემორე მოგახსენებთ). http://www.geocities.com/Athens/Delphi/9395/html/presencia2-fr.html#Armenia ამ გვერდზე იხილეთ სომეხ კათოლიკეთა რიცხვი (მხოლოდ სომხეთში, ჯერ კიდევ 1997 წელს!), ხოლო შემდეგ გვერდზე:http://www.catholic-hierarchy.org/country/scam1.html იხილეთ უკვე ნახსენები კავკასიის ადმინისტრაციის გვერდზე მთელი ციფრი ცომეხი კათოლიკებისა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ძირითადი ნაწილი საქართველოსა და სომხეთშია (ორიოდე ათასი კათოლიკე სომეხი ლვოვში ცხოვრობს). არართული არითმეტიკული ოპერაციით 220 000-150 000=70 000 მიიღებთ სომეხ კათოლიკეთა რიცხვს საქართველოში. ანუ 70 000 სომეხი და 50 000 ქართველი კათოლიკე ერთად შეადგენს დაახლ. 2,7% საქართველოს მოსახლებისა და ამას თუ დაუმატებთ ასირიელ კათოლიკეთა ციფრს 3000-დან 5000-მდე (კვირას შუადღეს შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ მათ ციფრში თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში), მაშინ მიიღებთ 2,8%-ს საქართველოს მოსახლეობისა. იმედია საკმარისი დადასტურები ინფორმაცია მოგეწოდათ და არა ვინმეს გამოგონილი ან ნასურვილარი.
ჩემი მოწოდება იყო შევთანხმებულიყავით ერთ წყაროზე. სახელმწიფო სტატისტიკა რას წარმოადგენს, მეც კარგად ვიცი (მათემატიკოსი ვარ სტატისტიკის სპეციალობით), ნებისმიერი ასეთი ტიპის ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ტენდენციურია. ამიტომ , პოლიტიკისგან დამოუკიდებლად, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ეს გამოცემა შევარდნაძემ შეადგინა თუ ვინმე პეტრიაშვილმა. ჯერ ერთი, ის არის ერთადერთი ოფიციალური წყარო საქართველოში და მას უფრო მეტად ვენდობი, ვიდრე ზემოთ დასახელებული ინტერნეტ-საიტების მონაცემებს. მეორეც, ნებისმიერი უცხოური წყარო (კათოლიკური, სომხურ-გრიგორიანული, აზერბაიჯანული, ასირიული და ა.შ.) და შესაბამისად მათი ავტორები ასევე გარკვეული დოზით ტენდენციურნი არიან და ცდილობენ საკუთარი თვისტომის თუ რწმენის ადამიანთა რიცხვი საქართველოში შთამბეჭდავად წარმოადგინონ, რა თქმა უნდა, ქართველთა და მართლმადიდებელთა რიცხვის შემცირების ხარჯზე. და ბოლოს, დიდ პატივს ვცემ სომხებსაც, კათოლიკეებსაც, სხვებსაც, მაგრამ ეკლესიებში და ქუჩებში მათი რიცხვის შეფასება მხოლოდ ემოციური ფაქტია და არა მგონია იგი რაიმეს არგუმენტად გამოდგეს.
ავთანდილ 06:22, 27 ივლისი 2005 (UTC)
მოყვანილი არგუმენტები მხოლოდ გაოცებას თუ იწვევენ. მოკლედ: 1. http://www.catholic-hierarchy.org არის არა როგორც შეიძლება ვინმეს ჰგონია კათოლიკური იერარქიის გვერდი, არამედ იმდენად სერიოზული გვერდი (სტატისტიკისთვის ცხადია), რომ მას ვიკიპედიას ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი გვერდები ხშირად იყენებენ (ეს ნებისმიერს შეუძლია შეადაროს და გადაამოწმოს). თუ ესენიც არ არიან სანდო? 2. შევარდნაძის სტატისტიკას არ ვენდობითო (!): რატომ არ უნდა აემაღლებინა შევარდნაძის დეპარტამენტს მართლმადიდებელთა რიცხვი პროპაგანდისტული მიზნებით? თქვენ ხომ იგივეს სწამებთ ამ "არაქართულ" გვერდებს? გაყალბება და პროპაგანდა ვისთან უფრო უნდა მოვიკითხოთ, თავად მოგეხსენებათ... 3. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთ არაობიექურობას თუ წავაწყდებოდი ვიკიპედიაში, ასეთ პროპაგანდას. და მერე ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, ვინაობას რატომ არ სწერსო?! ვირტუალურ სივრცეში რა ხდება და რეალობაში რას უნდა ველოდოთ: მაშ ასე, შეგიძლიათ წეროთ, როგორც გსიამოვნებთ: მუსლიმები 9,9% კი არა, დაწერეთ 7 ან 6 (უკეთესი იქნება), კათოლიკებზე ხომ საერთოდ არ ვლაპარაკობ, ასეთები ხომ მხოლოდ 0,8% (???) ყოფილა საქართველოში (ვიცი ეს თქვენთვის სასაცილიოა, მაგრამ მაინც გეტყვით: 0,8% მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში დადის წირვებზე კვირაობით), თუ შეგვეშალა: 0, 2% სჯობს... თუმცა ვიცი ამ მე-3 არგუმენტს "ემოციურ ფაქტად" ჩათვლით და მართალიც იქნებით..
>>>>> მოგესალმებით! მე არავისთან სადავო არა მაქვს, მაგრამ გთხოვთ გადახედოთ ქვემოთ მოტანილ ცხრილს და ისიამოვნოთ: ეს ჩვენი ”შემოქმედებაა”, რომელსაც 2-3 თვის განმავლობაში ვაწარმოებთ. გუშინ და გუშინწინ კიდევ იყო შეტანილი ცვლილებები და დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება.
მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მონაცემთა ამ მწკრივში (ანუ სტრიქონში) რომელიღაც ერთი წყაროს (თუნდაც ძალიან სარწმუნოს) საფუძველზე მხოლოდ ერთი რიცხვის შეცვლა არასწორია, ვინაიდან მივყევართ ისეთ აბსურდამდე, რაც მაგალითად მე-8 და მე-11 სტრიქონებში შეიმჩნევა, სადაც პროცენტების ჯამი 100-ზე მეტია!!! ვიკიპედიისთვის ცოტა უხერხული ხომ არ არის?
მართლმ. | მუსლიმ. | გრიგორ. | კათოლ. | იუდევ. | |
---|---|---|---|---|---|
1 | 84.0 | 10.0 | 4.0 | ? | ? |
2 | 86.0 | 9.9 | 3.9 | ? | ? |
3 | 80.0 | 10.0 | 5.5 | 1.5 | ? |
4 | 78.0 | 10.0 | 5.5 | 1.5 | ? |
5 | 78.0 | 10.0 | 5.5 | 2.0 | ? |
6 | 78.0 | 10.0 | 5.0 | 2.5 | ? |
7 | 84.0 | 9.9 | 3.7 | 0.8 | ? |
8 | 90.0 | 9.0 | 3.7 | 0.8 | ? |
9 | 80.0 | 11.5 | 4.7 | 2.8 | ? |
10 | 83.9 | 9.9 | 3.9 | 0.8 | 0.1 |
11 | 83.9 | 9.9 | 3.9 | 2.8 | 0.1 |
12 | 83.9 | 9.9 | 3.9 | 0.8 | 0.1 |
P.S. როგორც ჩანს ამ საკითხზე საერთო აზრი არ არსებობს და არც იარსებებს, ამიტომ არაობიექტურობა რომ არ დაგვწამონ, გავხსნათ ახალი გვერდი საქართველოს დემოგრაფია (ისედაც უნდა დაგვეწერა!), სადაც ყველა თვალსაზრისი და სარწმუნო ინფორმაცია სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი. შევეცდები ესკიზი დღესვე შევქმნა.
ავთანდილ 05:59:38, 2005-07-29 (UTC)
მზად ვარ ვიმსჯელოთ ტერმინებზე, რომელი უფრო სწორია:
თქვენი მოსაზრებები დაასაბუთეთ ან მიუთითეთ სანდო წყარო (გამოცემა).
სწორი ფორმები გახლავთ:
ლევზურ, 27 ივლისი 2005
მგონი უზბეკეთი სუუამიდან გამოვიდა შარშან (2005), თარგი ხომ არ შეგვეცვალა? 67.142.130.22 11:41, 10 მარტი 2006 (UTC)
გამარჯობა. ვფიქრობ უახლესი ისტროიის სექცია სერიოზულადაა დასამუშავებელი. მიუხედავად შევარდნაძის მთავრობისადმი ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, ენციკოპედიური სტატია ასეთი აშკარად მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტონით არ უნდა აღწერდეს საქართველოს ისტორიის კონკრეტულ პერიოდს. --Kober 15:19, 18 აგვისტო 2007 (UTC)
სტატია გადასახედია. და ძალიან ბევრი მასალა ამოსაღებია სტატიიდან და ცალკე სტატიებია შესაქმნელი.--ცანგალა (გ) 14:01, 26 თებერვალი 2009 (UTC)
გაუმარჯოს!
თემაში საქართველო დროის სარტყელი არასწორადაა მითითებული - ჩვენთან არის UTC/GMT+0400 no DST, იგივე GET. CET არის GMT+0100. GioMac 12:58, 19 მარტი 2009 (UTC)
რამდენად საჭიროა ყველა ვებ-გვერდების ამ სტატიაში განთავსება. --ცანგალა (გ) 13:35, 5 ივნისი 2009 (UTC)
აფხაზურენოვან სტატიაში რუკაზე ჩამოჭრილია ტერიტორიები. ვერ ვუშველით? --Ottoshmidt განხილვაწვლილი 00:10, 9 დეკემბერი 2013 (UTC)
ცალკე ხომ არ შევქმნათ ასეთი თარგი? ანუ მაგალითად როგორც თარგი:ინფოდაფა თბილისი და თარგი:ინფოდაფა სამხრეთ ოსეთის ომი --ბრუტ (გ) 15:40, 25 სექტემბერი 2009 (UTC)
ფლორა მგონი სექციის "გეოგრაფია" ქვესექცია უნდა იყოს. – BruTe (გ) 15:43, 15 სექტემბერი 2010 (UTC)
კრახია აბა რა არის, რატომ წაშალეთ :((( --Ottoshmidt განხილვაწვლილი 16:40, 7 თებერვალი 2011 (UTC)
საინტერესოა, სტატიის თავში ჩასმული {{წყარო}} რომელ წყაროს არ ენდობა? --მიხეილ მიწერა 06:29, 29 ივლისი 2012 (UTC)
სახელმწიფო ენა "აფხაზური" წყარო არასწორია, კონსტიტუციის მერვე მუხლით არ არის განსაზღვრული ეს, პირველი თავის მეორე მუხლი პუნქტი დამი არის სწორი. TazoGel განხილვაწვლილი 21:44, 26 ოქტომბერი 2019 (UTC)
გამარჯობათ , მოკლედ ინგლისურ ვიკიპედიაში ,საპარლამენტო დედაქალაქად ქუთაისი წერია , ჩვენც ხომ არ მიგვეთითებინა ,თუ ჯერ ადრეა? --Dato - 100 განხილვაწვლილი 17:07, 8 სექტემბერი 2012 (UTC)
რატომ არის სტატიაში წარმოდგენილი მხოლოდ ქართულ ენაზე საქართველოს დასახელება? რატომ არ დავამატოთ მეგრულ, სვანურ და აფხაზურ ენებზე საქართველოს სახელი? ამ ოსურზე არ ვიცი, მაგრამ ეს სამი ენა უნდა იყოს წარდგენილი სტატიაში. სვანური და მეგრული არის ქართველური ენებიდან, აფხაზური კი ოფიციალურია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. --149.3.2.67 18:35, 25 აგვისტო 2014 (UTC)
მეგრულად არა, მაგრამ აფხაზურად უნდა იყოს. იმიტომ რომ საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო ენა ნამდვილად არ აქვს. ჩვენ გვაქვს ორი სახელმწიფო ენა და მე მგონი დროა ეს ხარვეზი გამოსწორდეს.--Achiko-84 განხილვაწვლილი 14:45, 18 იანვარი 2015 (UTC)
აფხაზური არაა ნაციონალური/სახელმწიფო ენა ; აფხაზური არის რეგიონალური ენა -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში ქართულ ენასთან ერთად:) ასე რომ ზედმეტად მიმაჩნია ქვეყნის სახელის ან ენაზეც მოხსენიერბა .--Dato - 100 განხილვაწვლილი 10:16, 25 აპრილი 2015 (UTC)
რომელ გარკვეულ აზრზეა საუბარი? არის კონტიტუცია ,რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10.10.2002, N1689) აგრეთვე - აფხაზური -ეს წერია კონსტიტუციაში ხომ (?) ანუ(აქვე) ვგებულობთ რომ ქვენის/სახელმწიფო ენა არის ქართული! რაც შეეხება მისი სტატუსი(აფხაზურის) არ სცდება კონკრეტულ რეგიონს შესაბამისად მის სტატუსს ვუწოდებთ რეგიონალურ ენას. ჯობს ფრჩხილებში მაინც ჩავსვათ რომ რეგიონალურია:) და არა სახელმწიფო მასშტაბის . შენიშვნა N-2) რატომაა მითითებული სტატიის დასაწყისში ქვეყნის სახელი აფხაზურად, როცა მოსახლეობის მცირე ნაწილი მოიხმარს ამ ენას? თუ აფხაზურს არ ამოვიღებთ მაშინ მივუთითოთ დასახელება სხვა ენებზეც(როგორც თურქულ ვიკიშია);აზერბაიჯანულად(რომელზეც აფხაზურისგან განსხვავებით ქვეყნის 7% საუბრობს) ,სომხურად(5-6%) და რუსულადაც, რომელზეც ეს ზემოთ ხსენებული ხალხი აგებინებს ერთმანეთს საკუთარ ნათქვამს...--Dato - 100 განხილვაწვლილი 17:08, 25 აპრილი 2015 (UTC)
ეგ დემაგოგია არგუმენტადაც შეიძლება აღიქვას, მსგავს ,,დემაგოგიას ველოდი საპირისპიროს. მიხეილ, ისევ შეცდომას უშვებთ როცა აფხაზურს სახელმწიფო ენას უწოდებთ ,რომელიც განსხვავდება რეგიონალური ენისგან! რატომ არ გვაქვს მითითებული ესპანეთის სახელი ბასკურად,კატალონიურად....რუსეთის სახელი ჩეჩნურად,ინგუშურად,თათრულად,ხუნძურად; რითი აღემატება ამ ენების სტატუსს აფხაზური? თუ ენა როგორც პოპულარული კულტურაა მოხსენიებული მაშინ გეუბნებით რომ აფხაზურზე მეტად პოპულარულია აზერბაიჯანული,სომხური,ოსური და რუსული...აფხაზეთის ა/რ -ის კუთვნილების საკითხის გახსენება რატომ გახდა საჭირო,განა სადმე ამაში ეჭვი შევიტანე? თუ Қырҭтәыла-თი ვცდილობთ ძაფების გამბმას ენგურსიქეთ სხვა თემაა ,მაგრამ ვიკიპედია ენციკლოპედიური პროეტტია და უნდა შევეცადოთ თემა ავღბეჭდოთ ისე როგორც ის არის რეალურად. ცნობისთვის 1ხელაც გავიმეორებ ,რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული ენა! აფხაზური ენა ავტონომიის ჩარჩოებს არ სცდება! ,აქვე ვიტყვი რომ ავტონომია და სახელმწიფო განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შესაბამისად სახელმწიფო და (კონკრეტული) რეგიონალური ენაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან! ის ,რომ ამ ქვეყნის სახელმწიფო ენაა ქართული ჭეშმარიტებაა! ამის განხილვაც კი სასაცილო მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა. გვინდა თუ არა ამ სტატიის, ამ მონაკვეთის მთავარი წყარო იყოს საქ.კონსტიტუცია (?)-ეს სხვა თემაა....--Dato - 100 განხილვაწვლილი 23:16, 25 აპრილი 2015 (UTC)
რახან განხილვა ამ საკითხზე მე განვაახლე გამოსავალსაც მევე შემოგთავაზებთ :) ამოვიღოთ ქვეყნის დასახელება აფხაზურ ენაზე ,მივუთითოთ ოფიც.ენების ,,განყოფილებაში რომ აფხაზური რეგიონალური ენაა/(აფხაზეთში აგრეთვე აფხაზური)......თუ საპირისპირო მოსაზრება/არგუმენტი არ იქნება თქვენის ნებართვით ცვლილებებს შევიტან :)...--Dato - 100 განხილვაწვლილი 13:27, 29 აპრილი 2015 (UTC)
ჰოდა იქვე მივუთოთით რომელ რეგიონშიცაა ოფიც. ენა. რას ქვია ნაკლებად გაინტერესებს ? ესპანელებს რა უწერიათ არ ვიცი! გეუბნებით რომ ეს ჩვენ არ გვაქვს პრეცედენტი რეგიონალური ენაზე სახელმწოფო სახელის დასახელებისა(ჩვენივე ვიკიში) ,ესპანელები რა შუაშია ? რუსეთს რამდენი ფედერალური ენაც აქვს ყველაზე მივუთითოთ სახელი,ან აშშ -ს დასახელაბა ფრანგულადაც დავიტანოთ? გაერთიანებული სამეფოს სახელი მარტო ინგლისურად რატომ გვაქვს მითითებული? ეს ყველაფერი ქართულ ვიკიპედიაშია....ან ვთქვათ რომ ამ 1 სტატიაში შევცდით ,ან ვთქვათ რომ დანარჩენში ვცდებით. მე უბრალოდ ვერ გავიგე თუ ზემოთჩამოთვლილ ქვეყნების სახელებს (ქართულ ვიკიპედიაში) არ ვუთითებთ რეგიონალურ ,ფედერალურ თუ უმცირესობათა ენებზე, რატომ უნდა იყოს მითითებული საქართველო აფხაზურად,რატომ?--Dato - 100 განხილვაწვლილი 14:01, 30 აპრილი 2015 (UTC)
საქ.კონსტიტუციაში წერია რომ საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული აფხაზეთში ასევე აფხაზური ;) სწორედ ეს წინადადება აღიარებს აფხაზურს რეგონალურ ენად.კონსტიტუცია ამბობს რომ მისი ოფიციალური/სახელმწიფო სტატუსი ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებს არ სცდება! რაც შეეხება კატალონიურს, ის ესპანეთში არა მხოლოდ კატალონიაშია აღიარებული ოფიციალურ ენად... თუ აფხაზურ დასახელებას დავტოვებთ მაშინ სტატიების უმეტესობაზე ,რომლებიც სახელმწიფოებს ეხებიან გადახედვა მოგვიწევს. ვოევოდინას ოფიც. ენებით მივუთითოთ სერბეთიც; ,მოლდოვა: რუსულად, გაგაუზურად,უკრაინულად......;უკრაინა ყირიმის თათრულად...დააა კიდევ მრავალ ქვეყნას აქვს მსგავსი პრობლემა ან ასე გადავწყვიტოთ ან ისე :) 1ანი პოლიტიკაა საჭირო,ისე არ გამოგვადგება ვისაც როგორ უნდა და მიაჩნია ისე ჩაწეროს ... თქვენსავით აქტიური ვიკიპედიელი არ ვარ ,მაგრამ მაინც გადავწყვიტე (ჩემის აზრით) შეცდომაზე მითითება. მადლობა ყურადღებისთვის...--Dato - 100 განხილვაწვლილი 14:06, 1 მაისი 2015 (UTC)
„ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან“. IV საუკუნე ხომ არ უნდა იყოს? „სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა“. XVI თუ XV???--ILIA განხილვა 14:05, 3 იანვარი 2016 (UTC)
არ აჯობებს, რომ ეს რუკა ჩავსვათ? რაც არ უნდა იყოს, ფაქტი სახეზეა — სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ ფორმალურადაა. — ßurduli 10:08, 11 სექტემბერი 2016 (UTC)
@ßurduli: ამას სერიოზულად ამბობ? — Mikheil მიწერა 12:51, 12 სექტემბერი 2016 (UTC)
GiorgiXIII განხილვაწვლილი 21:12, 12 სექტემბერი 2016 (UTC)
მეგობრებო ასცდა განხილვა თემას. მე მგონი, უკვე გარკვეულია ყველაფერი. – BruTe (გ) 04:49, 13 სექტემბერი 2016 (UTC)
რად უნდა ინფოდაფაში ორი საქართველო წარწერად (ზემოთ). გიო ოქრო 16:30, 27 დეკემბერი 2018 (UTC)
დავიჯერო ეს ნაწილი მიკერძოებულია? ის რომ მშვიდობიანი მთავრობა სიგუამ,კიტოვანმა და სხვა არაკაცთა ნახირმა გადაატრიალა? ის რომ შევარდნაძის რეჟიმი ზღუდავდა ყველაფერს, ის რომ ქვეყანა იზოლირებული იყო და ჩრდილოეთ კორეას ვემსგავსებოდით?
ან და რომ განვაახლე არჩევნები 2016 და 2018 რატომ წამიშალეთ?--ჯეო განხილვაწვლილი 13:00, 10 თებერვალი 2019 (UTC)
არჩევნების სექციები ამ სტატიიდან სრულიად ამოსაღებია. უნდა გადავიდეს სტატიაში საქართველოს ისტორია. — Mikheil მიწერა 22:33, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
საქართველოს მთლიანი ტერიტორია არ მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, სახელმწიფოს ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაშია (თუშეთი - მთლიანად, ხევსურეთი - ნაწილობრივ, ხევი - მთლიანად) - დაახლ.3,000 კვ.კმ. შესაბამისად ჩავასწორე სტატიაში ცნობა ამის შესახებ ( ის სექცია, სადაც საუბარია საქართველოს მიკუთვნებაზე ამა თუ იმ კონტინენტისათვის).--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 17:50, 2 თებერვალი 2022 (UTC)
იქნებ რომელიმე გამოცდილმა მომხმარებელბა აქ შემოიხედოთ და მოსაზრება გამოთქვათ. უნდა დაკონკრეტდეს გეოპოლიტიკური კუთვნილება. ინგლისურ სტატიაზე ჯერ კიდევ ტყემალზე ზიან.2600:1700:20:1D80:E5CD:DE33:C7CC:7B84 09:36, 4 დეკემბერი 2022 (UTC)
1 სულ მოსახლეზე 860$ არარის თვეში! ხალხი 600 ლარზე მუშაოვს რაც 200 დოლარი გამოდის! 212.58.120.238 19:41, 1 დეკემბერი 2023 (UTC)
დაარედაქტირეთ სახელმწიფო ენაში გიწერიათ აბხაზური 91.184.120.207 13:55, 5 იანვარი 2024 (UTC)
This article uses material from the Wikipedia ქართული article განხილვა:საქართველო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.