გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 876

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 876 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 19 ოქტომბერს.

ქართულ-აფხაზური ომის შესახებ, უშიშროების საბჭოს წინა 849 (1993), 854 (1993) და 858 (1993) რეზოლუციების დადასტურებით, საბჭომ დაადგინა, რომ სიტუაცია რეგიონში კვლავ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 876
გაეროს უს
რეზოლუცია 876
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 876
1992-1993 წლების კონფლიქტის რუკა
თარიღი 19 ოქტომბერი 1993
სხდომა № 3295
კოდი S/RES/876 (დოკუმენტი)
თემა აფხაზეთი, საქართველო
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

საბჭომ შეშფოთება გამოთქვა რეგიონში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ეთნიკური წმენდის დარღვევისთვის, ასევე დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. საბჭომ ასევე დაგმო აფხაზეთის მიერ 1993 წლის 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა და შემდგომი ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით. ასევე დაგმო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მკვლელობა.

კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს მოეთხოვა თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისგან, ხოლო გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს-გალის რეკომენდაცია, საქართველოში ეთნიკური წმენდის გამოძიების მიზნით ფაქტების შემსწავლელი მისიის გაგზავნის თაობაზე, მიიღეს. საბჭომ დაადასტურა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ.

საბჭო მიესალმა ჰუმანიტარულ დახმარებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოებისგან, ასევე მოუწოდა გაეროს წევრ სახელმწიფოებს ამ კუთხით დახმარების გაწევის თაობაზე და აგრეთვე ჰუმანიტარულ მუშაკთა შეუფერხებლად რეგიონში შესვლაზე. საბჭომ ამასთანავე, წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, არ მიეწოდებინათ აფხაზურ მხარის ნებისმიერი სახის დახმარება, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, კერძოდ, იარაღის მიწოდება.

876-ე რეზოლუციამ დადებითად შეაფასა გენერალური მდივნისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის, ეუთოსა და რუსეთის მთავრობის ძალისხმევა. რეზოლუცია მიესალმა გენერალური მდივნის შეთავაზებას, გაიცნოს გაეროს დამკვირვებელთა მისიის საქართველოში მუშაობის და კონფლიქტის მოგვარების შესახებ ანგარიში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

აფხაზეთის ომი (1992-1993)გაეროგაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაგაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 849გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 854გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 858

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

Google Translateირაკლი ღარიბაშვილითერგდალეულებიმოსაზღვრე პიროვნების აშლილობახინკალინუსხურიბათუმის ბოტანიკური ბაღირიწამიხეილ სააკაშვილიაუტიზმისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეჯიხვისაერთაშორისო სამართალივეფხვიგრიგოლ ხანძთელილიმფოციტებისაქართველოს ოქროს ხანამესხეთისაბჭოთა ცენტრალური აზიაკრწანისის ბრძოლათრომბოციტებიედუარდ შევარდნაძერაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეკესანესაქართველოს ქალაქებიინდოეთიქართული ფილმების სიალაშა ბექაურიგეორგიევსკის ტრაქტატისამანიშვილის დედინაცვალიჯემალ ქარჩხაძემილანი (საფეხბურთო კლუბი)ლელობურთიფუტკრებიავსტრიათეთრი დათვიდინოზავრებირაბათის ციხემცენარეებიგონიოს ციხეფოთირუსთავითელავილაზეთიტუბერკულოზიიმერეთისეკულარიზმინიკოლოზ II (რუსეთი)ნანა ჯანელიძეოპერატიული მეხსიერებამთვარეჯვაროსნული ლაშქრობებიჰიმალაიივანე მაჩაბელიიმპრესიონიზმიკარლეს პუჩდემონითელეთიაბრეშუმის დიდი გზაქართული სამზარეულოსერგო ორჯონიკიძეძაღლიპომპეივიეტნამიზმნიზედასტამბოლიჯაყოს ხიზნებიკახი კავსაძეავსტრალიატემპერამენტის ტიპებისიონის ტაძარიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითYandexოსმალეთის იმპერიაბარსელონაბიძინა ივანიშვილიალმასიგოგირდი🡆 More