ბრუნო შულცი (დ.
12 ივლისი, 1892 — გ. 19 ნოემბერი, 1942) — პოლონელი ებრაელი მწერალი, ხელოვანი, ლიტერატურული კრიტიკოსი და ხელოვნების მასწავლებელი. მიიჩნევა XX საუკუნის პოლონურენოვანი პროზის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად. 1938 წელს პოლონეთის ლიტერატურის აკადემიისგან გადაეცა ოქროს დაფნა. შულცის ზოგიერთი ნაშრომი ჰოლოკოსტის გამო დაიკარგა, მათ შორის 1940-იანი წლების დასაწყისში დაწერილი მოთხრობები და მისი ბოლო, დაუსრულებელი რომანი „მესია“. 1942 წელს ქუჩაში, დროჰობიჩის გეტოსკენ პურით ხელში მიმავალი შულში გესტაპოს ოფიცერმა მოკლა.
ბრუნო შულცი | |
---|---|
პოლ. Bruno Schulz | |
დაბადების თარიღი | 12 ივლისი, 1892[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | დროგობიჩი |
გარდაცვალების თარიღი | 19 ნოემბერი, 1942[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [9] (50 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Drohobych Ghetto ან დროგობიჩი |
საქმიანობა | მწერალი[10] , მხატვარი[11] , ლიტერატურული კრიტიკოსი[10] , მხატველი[10] და გრაფიკოსი[10] |
ენა | პოლონური ენა |
მოქალაქეობა | ავსტრია-უნგრეთის იმპერია დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა პოლონეთის მეორე რესპუბლიკა |
ალმა-მატერი | ლვივის უნივერსიტეტი |
Magnum opus | სანატორიუმი ქვიშის საათის ქვეშ და დარიჩინის ქულბაქები |
ჯილდოები | Q21877347? |
შულში დაიბადა დროჰობიჩში, ავსტრიის გალიციაში, რომელიც დღეს უკრაინის შემადგენლობაშია, ისტორიულად კი პოლონეთის სამეფოს ნაწილი იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დროჰობიჩი ლვოვის სავოევედოში შევიდა. მამამისი, ჯაკუბ შულცი, ტანსაცმლით მოვაჭრე იყო. მომავალმა მწერალმა ხელოვნებისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა. 1902-1910 წლებში სწავლობდა ვლადისლავ იაგიელოს დაწყებით სკოლაში. უმაღლესი განათლების მიღება კი ლვოვის პოლიტექტიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის განხრით განაგრძო. მან 1911 წელს სწავლა ავადმყოფობის გამო შეწყვიტა და 1913 წელს, გამოჯანმთელების შემდეგ განაახლა. 1917 წელს ხანმოკლე დროით იგი ვენაში არქიტექტურას სწავლობდა. პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, როცა შულცი 26 წლის იყო, დროჰობიჩი პოლონეთის მეორე რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. 1924-1941 წლებში შულცი ვლადისლავ იაგიელოს დაწყებით სკოლაში ხატვასა და ხელოსნობას ასწავლიდა. მას არ მოსწონდა მასწავლებლობა, თუმცა სკოლაში მუშაობა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.
შულცმა თავისი არაჩვეულებრივი ფანტაზია ეროვნებებისა და იდენტობების ნაკრების გარშემო განივითარა: იგი იყო ებრაელი, აზროვნებდა და წერდა პოლონურად, თავისუფლად ფლობდა გერმანულ ენას, კარგად იცნობდა ებრაულ კულტურას, თუმცა არ იცოდა იდიში. შულცი შთაგონებას ადგილობრივი და ეთნიკური წყაროებიდან იღებდა. იგი მოგზაურობას თავს არიდებდა და თითქმის მთელი ცხოვრება პროვინციულ მშობლიურ ქალაქში ატარებდა, რომელიც მისი სიცოცხლის მანძილზე მიუკუთვნებოდა შემდეგ სახელმწიფოებს: ავსტრია-უნგრეთის იმპერია (1792-1919), დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა (1919), პოლონეთის მეორე რესპუბლიკა (1919-1939), საბჭოთა უკრაინა – 1939 წელს სსრკ-ს უკრაინაში შეჭრის შემდეგ და ოპერაცია ბარბაროსას დროს, და ნაცისტური გერმანია – 1941 წელს მესამე რაიხის სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ. თავის შემოქმედებაში შულცი ერიდებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების აშკარად ხსენებას.
1934 წელს გამოქვეყნდა შულცის მოთხრობათა კრებული „დარიჩინის ქულბაქები“. 1937 წელს მწერალმა გამოაქვეყნა რომანი „სანატორიუმი ქვიშის საათის ქვეშ“. 1938 წელს მას პოლონეთის ლიტერატურის აკადემიისაგან ოქროს დაფნა გადაეცა.
1939 წელს ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ დროგობიჩი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოექცა. ამ პერიოდში შულცი მუშაობა რომანზე „მესია“, რომლის ხელნაწერიც დაიკარგა. 1941 წელს გერმანელებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ოპერაცია ბარბაროსა წამოიწყეს, რა დროსაც შულცი ახლადჩამოყალიბებულ დროგობიჩის გეტოში ათასობით სხვა ებრაელთან ერთად გამოკეტეს, რომელთა უმრავლესობაც 1942 წლამდე ბელზეკის ბანაკში დაიღუპა. გესტაპოს ოფიცერი ფელიქს ლანდაუ აღფრთოვანებული იყო შულცის ნამუშევრებით და მას დროგობიჩის საცხოვრებელში ფრესკის დახატვის სანაცვლოდ მფარველობდა. 1942 წელს ფრესკის დასრულებიდან მალევე, შულჩი სახლში პურით ხელში ბრუნდებოდა, როცა გესტაპოს ოფიცერმა , კარლ გიუნტერმა, იგი გასროლით მოკლა. ეს მკვლელობა იყო შურისძიება ლანდაუს მიერ გიუნტერის მფარველობის ქვეშ მყოფი ებრაელის მკვლელობისთვის. შულცის ფრესკა მალევე გადახატეს და დაივიწყეს, იგი ხელახლა მხოლოდ 2001 წელს აღმოაჩინეს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბრუნო შულცი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.