ოპერაცია ბარბაროსა

ოპერაცია „ბარბაროსა“ (გერმ.

Fall Barbarossa) — მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანია-სსრკ-ის ომის ოფიციალური გერმანული კოდური სახელწოდება („საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას სახელის მიხედვით). 1940 წლის 5 დეკემბერს დამტკიცდა სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ ჰალდერის მიერ წარმოდგენილი გეგმის („გეგმა ოტო“) საბოლოო ვარიანტი. საერთო სტარატეგიული ამოცანა იყო საბჭოთა კავშირის დამარცხება უმოკლეს დროში (ინგლისთან ომის დამთავრებამდე). იგი დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს ვერმახტის მიერ სსრკ-ზე თავდასხმით და დასრულდა 1941 წლის 5 დეკემბერს, როდესაც მოსკოვისთვის გამართულ ბრძოლაში გერმანულმა ნაწილებმა შეაჩერეს წინსვლა მოსკოვისაკენ. ოპერაციის დასრულებას მაშინვე მოჰყვა წითელი არმიის კონტრშეტევა (1941 წლის 5 დეკემბრიდან 1942 წლის 7 იანვრამდე). მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა, საბჭოთა წითელ არმიას კიდევ მრავალწლიანი ომი დასჭირდა ომში საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. საბჭოთა კავშირში ამ ომს „დიდი სამამულო ომი“ (რუს. Великая Отечественная Bойна) ეწოდა.

ოპერაცია ბარბაროსა
ოპერაცია ბარბაროსა

ოპერაცია მიზნად ისახავდა ნაცისტური იდეოლოგიის პრაქტიკაში განხორციელებას და საბჭოთა კავშირის დასავლეთი ნაწილის დაპყრობას, მისი ტერიტორიის გერმანელებით დასახლების მიზნით. ამ ტერიტორიების დაკავებით ნაცისტური გერმანია მიზნად ისახავდა ე. წ. სასიცოცხლო სივრცის შექმნას გერმანელი ერისათვის.

ოპერაცია ბარბაროსამ გახსნა მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტი, რომელიც მთელი ომის განმავლობაში იყო ყველაზე დიდი თეატრი. სწორედ ამ მიმართულებაზე გაიმართა ომის და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი შეტაკებები, ბრძოლები, ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. სწორედ აღმოსავლეთის ფრონტზე განიცადეს ომში მონაწილე მხარეებმა (როგორც ნაცისტურმა გერმანიამ, ისე საბჭოთა კავშირმა) ყველაზე დიდი დანაკარგები და სწორედ აქ გავნითარებულმა მოვლენებმა იქონია უდიდესი ზეგავლენა მთლიანი ომის მსვლელობაზე.

ოპეარციის ჩავარდნამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ნაცისტური გერმანიის ბედზე მეორე მსოფლიო ომში. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ დონეზე ვერმახტმა მრავალ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ოპერაციის საბოლოო სტრატეგიული მიზანი მიუღწეველი დარჩა. ნაცისტური გერმანია, ომის სწრაფად დასრულების ნაცვლად, ჩართული აღმოჩნდა მსოფლიოს გიგანტების დაპისპირებაში, რამაც საბოლოოდ განაპირობა კიდეც ნაცისტური გერმანიის დასასრული.

სქოლიო

Tags:

1940194122 ივნისი5 დეკემბერიგერმანული ენადიდი სამამულო ომივერმახტიინგლისიმეორე მსოფლიო ომირუსული ენასაბჭოთა კავშირიფრანც ფონ ჰალდერიფრიდრიხ I ბარბაროსაწითელი არმია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული გვარიძალასოლომონ Iკვადრატიდემოკრატიარიცხვითი სახელიდედამიწის ისტორიადედა ენაძაღლიეგზისტენციალიზმიოსმალეთის იმპერიაჰეკლაალკოჰოლიზმიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაბერძნული მითოლოგიააბო თბილელის წამებარითმარევაზ ინანიშვილისიტყვანიამორისაქართველოს სსრ წითელი წიგნიინფექციური დაავადებებიგიორგი XIIორალური სექსიიასამანიელენე ახვლედიანიფონეტიკაწითელაისლამილუდვიგ ვან ბეთჰოვენილანა როუდსიირლანდიათბილისის მეტროპოლიტენითორნიკე ერისთავიარაბთა გაერთიანებული საამიროებიჩარლი ჩაპლინიკახეთის მხარეიმპრესიონიზმირიონიბირთვული იარაღიჩერნობილის კატასტროფა9 აპრილის ტრაგედიაიუპიტერიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაგველის-მჭამელივახტანგ VIკაცხის სვეტიასი ათასი მოწამეზვიგენებიუკრაინამარსიმედუზებიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითელენე ხოშტარიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაგიორგი V ბრწყინვალესამხრეთი კორეალიბერალიზმიწინადადებამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიკილოგრამიქაშვეთის ეკლესიამთვარეკუბური მეტრიფოტოსინთეზისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიგიორგი ლეონიძექართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოიგინაცვალსახელიკარლეს პუჩდემონიარაბობა საქართველოშირომიბარდა სკლიაროსიენგურიალმასიქრისტიანობაბასიანის ბრძოლაჰოლოკოსტი🡆 More