ბრაიან ეპსტაინი

ბრაიან სემუელ ეპსტაინი (დ.

19 სექტემბერი, 1934 — გ. 27 აგვისტო, 1967) — ინგლისელი მუსიკალური მეწარმე, ცნობილი, როგორც ჯგუფ The Beatles-ის მენეჯერი.

ბრაიან ეპსტაინი
ბრაიან ეპსტაინი
მშობლიური სახელი Brian Epstein
დაბადების სახელი ბრაიან სემუელ ეპსტაინი
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1934
ლივერპული, ლანკაშირი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 27 აგვისტო, 1967 (32 წლის)
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბიზნესმენი
პირადი მენეჯერი
იმპრესარიო
აქტიური 1961–1967
ცნობილია როგორც მენეჯერი:
The Beatles
Gerry & the Pacemakers
Billy J. Kramer and the Dakotas
The Fourmost
სილა ბლაკი
საიტი ოფიციალური საიტი

1961 წლის ნოემბერში ეპსტაინმა The Beatles Cavern Club-ში გაიცნო. იგი შთაგონებული იქნა და ჯგუფში დიდი პოტენციალი დაინახა. მას შემდეგ, რაც ლონდონის ყველა ძირითადმა ხმისჩამწერმა კომპანიამ შეხვედრაზე უარი უთხრა, იგი დაუკავშირდა ჯორჯ მარტინს, EMI-ს ლეიბლ Parlophone-ის ხელმძღვანელს. 1962 წლის მაისში მარტინი დათანხმდა The Beatles-თან კონტრაქტის გაფორმებაზე, ნაწილობრივ ეპსტაინის გამო, რომელსაც სწამდა, რომ ჯგუფი საერთაშორისო წარმატებას მოიპოვებდა.

The Beatles-ის ადრეული წარმატების მიზეზად ითვლება ეპსტაინის მართვის სტილი, რომელსაც ჯგუფი უპირობოდ ენდობოდა. გარდა The Beatles-ის ბიზნეს-საქმიანობის მართვისა, ბრაიანი ხშირად მონაწილეობდა ჯგუფში კამათების დროს შუამავლად. თუმცა, The Beatles-ის მხრიდან მისი მუშაობისადმი ნდობა საზარალო აღმოჩნდა, ვინაიდან ჯგუფი იშვიათად კითხულობდა კონტრაქტებს, სანამ მათ ხელს მოაწერდა. მას შემდეგ, რაც 1963 წელს ჩარტების სათავეებში სიმღერა „Please Please Me“ მოექცა, ეპსტაინის შემოთავაზებით შეიქმნა საგამომცემლო კომპანია Northern Songs, რომელიც გააკონტროლებდა ლენონის/მაკ-კარტნის 1963-1973 წლებში შექმნილი კომპოზიციების საავტორო უფლებებს. მუსიკალური გამომცემელი დიკ ჯეიმზი და მისი პარტნიორი ჩარლზ სილვერი ფლობდნენ კომპანიის 51%-ს, ლენონი და მაკ-კარტნი - 20%-ს (თითოეული), ხოლო ეპსტაინი - 9%-ს. 1969 წლისთვის ლენონმა და მაკ-კარტნიმ დაკარგეს კონტროლი საგამომცემლო უფლებებზე, რომლებიც Sony/ATV Music Publishing-ის მფლობელობაში გადავიდა. ეპსტაინის 1967 წელს გარდაცვალებით დაიწყო ჯგუფის დაცემა. მოვლენამ გავლენა იქონია The Beatles-ის ყოველ წევრზე. 1997 წელს პოლ მაკ-კარტნი ამბობდა: „თუკი ვინმე იყო მეხუთე ბიტლი, ასეთი ბრაიანი იყო.“

1980-იანი წლების დასაწყისში ეპსტაინი კვლავ გაიხსენეს The Beatles-ზე გავლენისა და მისი რთული პირადი ცხოვრების გამო. 2012 წელს ტომ ჰენკსისგან ცნობილი გახდა, რომ მისი კომპანია Playtone მონაწილეობას მიიღებდა The Beatles-ის მენეჯერის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის წარმოებაში. ფილმი აღწერილი იქნა, როგორც „ამბავი ადამიანისა, რომელმაც 1960-იანებში უდიდესი წვეულება მოაწყო, მაგრამ საკუთარი თავი არ მიიწვია.“ 2013 წელს ავტორმა ვივეკ ტიუერიმ გამოსცა კომიქსი „მეხუთე ბიტლი: ბრაიან ეპსტაინის ამბავი.“ ამავე სახელწოდების ფილმი, რომლის პროდიუსერი ბრიუს კოენი, ხოლო რეჟისორი პეიტონ რიდია, დაგეგმილია 2014 წლისთვის. ტიუერიმ აღნიშნა, რომ ფილმი „იქნება ნაკლებად მუსიკალური ბიოგრაფია და უფრო მეტად შეეხება აუტსაიდერის შთამბეჭდავ ადამიანურ ამბავს.“

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

19 სექტემბერი1934196727 აგვისტოThe Beatlesინგლისელები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სიყვარულისაერთაშორისო სამართალისაქართველოს სატელეფონო კოდებიასტიგმატიზმიყაყაჩოსაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიჩეხეთიმსოფლიოს მოსახლეობაბანგლადეშიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიჰიპოფიზივულკანითბილისის მეტროსადგურების სიაგარემოს დაბინძურებადიალექტილაბრადორ რეტრივერიპლანეტაარაბთა სახალიფობატონებიუინსტონ ჩერჩილიბიჭვინთის ტაძარირიწაკლიმატის ცვლილებანინი ბადურაშვილიჯადვარისიურრეალიზმიკახა კალაძებიპოლარული აშლილობათითაობამოსკოვიმილიმეტრიასტრიდ ლინდგრენისლოვაკეთიალკენიბასიანის ბრძოლალეონარდო და ვინჩილუდომანიასვანური კოშკითვითმკვლელობის მეთოდებინუსხურივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)საქართველოს დამოუკიდებლობის დღემსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითიუდაიზმივენესუელაიტალიაქართლის სამეფოანბანისაფრანგეთის რევოლუციაორალური სექსირუსუდანიახალი ზელანდიაჯემალ ქარჩხაძეიაპონიაილია IIმშრომელთა საერთაშორისო დღერუსეთის იმპერიააფრიკაარაპენეტრაციული სექსიტურიზმიბეთანიის მონასტერიბიძინა ივანიშვილიკაცხის სვეტინიკოლოზ II (რუსეთი)სომხეთინაცვალსახელიკახეთის აჯანყება (1659)ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაანტონიმიარგენტინანათურარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)შიზოფრენიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაკანონიერი ქურდიქუნთრუშაკაცია-ადამიანი?!განმანათლებლობა🡆 More