ანიციუს მანლიუს ტორკვატუს სევერინუს ბოეთიუსი (ლათ.
475/480, რომი — გ. 25 ოქტომბერი, 524, პავია) — რომაელი სენატორი, კონსული, ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი.
ბოეთიუსი | |
---|---|
ლათ. Anicius Manlius Torquatus Severinus Boethius ლათ. Boetius | |
დაბადების თარიღი | 480[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | რომი, Kingdom of Italy |
გარდაცვალების თარიღი | 524[8] [9] |
გარდაცვალების ადგილი | პავია, ოსტგუთების სამეფო[10] |
დასაფლავებულია | San Pietro in Ciel d'Oro |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[11] , მწერალი[7] [11] , მუსიკოლოგი, მუსიკის თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი, მათემატიკოსი და მთარგმნელი[13] |
ენა | ლათინური ენა |
მოქალაქეობა | ოსტგუთების სამეფო |
Magnum opus | The Consolation of Philosophy, Opuscula sacra, History, elogia და De institutione musica |
მეუღლე | Elpis |
შვილ(ებ)ი | Boethius და Symmachus |
გავლენა მოახდინეს | |
ბოეთიუსი დაიბადა რომში (ზოგიერთი წყაროს მიხედვით ალექსანდრიაში) 480 წლის მახლობლად. მამა, მანლიო ბოეთიუსი, იყო რომის კონსული 487 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. მამამისის გარდაცვალების შემდეგ ბოეთიუსზე მზრუნველობა იტვირთა კვინტუს აურელიუს მემიუს სიმაქოსმა, რომელმაც ბავშვობიდან აზიარა ბოეთიუსი ფილოსოფიასა და ლიტერატურას. ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა ცოლად შეირთო სიმაქოსის ასული რუსტიციანა, რომელთანაც ეყოლა ორი ვაჟი სიმაქოსი და ბოეთიუსი. ქორწინების შემდეგ გადასახლდა ათენში ჭეშმარიტი ფილოსოფიის შესასწავლად. ბოეთიუსი და სიმაქოსი ბრწყინვალედ ფლობდნენ ძველ ბერძნულ ენას, რაც იშვიათობას წარმოადგენდა იმდროინდელ დასავლეთ იმპერიაში. ამ მიზეზის გამო, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბოეთიუსმა განათლება აზიაში მიიღო და უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბოეთიუსის ათენში სწავლის ფაქტს.
იტალიაში დაბრუნებიდან რამდენიმე წელიწადში მალევე მიაღწია პოლიტიკურ წარმატებას. 25 წლის ასაკში დაინიშნა კანცლერად, ოცდაათი წლისა - იმპერიის კონსულად, ხოლო ორმოცი წლის ასაკში — სასახლის მაესტროდ (Maestro di Palazzo). ათეული წლის შემდეგ ბოეთიუსი ხდება პრემიერ-მინისტრი.
სამეფო კარზე დატრიალებულმა ინტრიგებმა ბოლო მოუღო ბოეთიუსს. პროგოთური ორიენტაციის პარტიის მესვეურმა, ვინმე ჩიპრიანომ, ბრალი დასდო მას ოსტგუთების მეფე თეოდორიხის წინააღმდეგ დაწერილი ანონიმური წერილების გაგზავნაში. ფილოსოფოსი დააპატიმრეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი წამებით მოკლეს. პატიმრობის პერიოდში შექმნა ყველაზე ცნობილი თხზულება: „ფილოსოფიის ნუგეში“ (De consolatione Philosophiae).
დაკრძალულია პავიაში, წმ. პეტრეს ტაძარში, ნეტარი ავგუსტინეს გვერდით.
ბოეთიუსის მიზანია პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიის ერთმანეთთან მორგება, ერთიანობაში მოყვანა და იმის დამტკიცება, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა ამ ორ მოაზროვნეს შორის. მართალია, მან ამის დამტკიცება ვერ შეძლო, თუმცა, აღსანიშნავია ის სამუშაო, რაც ამ მიმართულებით გასწია.
ბოეთიუსის ყველაზე ცნობილი ნაშრომია „ფილოსოფიის ნუგეში“ (De consolatione philosophiae), რომლის ძირითადი ნაწილი დაწერა საპატიმროში, სანამ სიკვდილით დასჯიდნენ. მასში გამართულია დიალოგი ავტორსა და ქალად პერსონიფიცირებულ ფილოსოფიას შორის.
ბოეთიუსი პირველსაწყისს, ღმერთს, ახასიათებს როგორც პლატონური ნიშნებით, ისე არისტოტელეს „უძრავი მამოძრავებლის“ ფორმულირებასაც მიმართავს. ის მომენტი, რომ ღმერთი უმაღლესი სიკეთეა, არის მისი არსებობის საბუთი. სწორედ ეს უმაღლესი სიკეთე ანიჭებს ყოველგვარ არსებულს სიცოცხლეს. უფრო მაღალი სიკეთე, ვიდრე უმაღლესი სიკეთეა (ამ შემთხვევაში ღმერთი), მოუაზრებელია. ღმერთი რომ არ იყოს უმაღლესი სიკეთე, იარსებებდა რაღაც რაც მას აღემატება, ეს კი უზენაესისა და უნივერსალურის პოსტულატებს ეწინააღმდეგება.
ბოეთიუსი წმინდა ნეოპლატონურად უდგება სიკეთისა და ბოროტების საკითხს. მიაჩნია, რომ ბოროტება, როგორც ასეთი, არ არსებობს, რამდენადაც მისი შემნა არ შეუძლია მას, ვისაც ყოველივესა და ყველაფრის შემნა შეუძლია. ამიტომ ბოროტება არარსებულია, არარაა.
ბოეციუსი ერთმანეთს უკავშირებს ორ მოცემულობას: ცვალებადი ბედის იდეასა და ღმერთს, რომელიც ცვალებად სისტემაში მყარ საყრდენს წარმოადგენს. როდესაც არსებული მრავალფეროვნება და ცვალებადობა არეკლილია ღვთაებრივი გონების სიმარტივეში, საქმე გვაქვს განგებასთან. წარმავალი და ალტერნატიული სისტემები იმართება ბედის მეშვეობით. ხოლო განგება არის წესრიგი, რომელიც ღვთაებრივ გონებაშია ასახული. თუკი განგება არის სამყაროს წესრიგის მარადიული კანონზომიერება, ბედი ამ კანონზომიერების ხორცშესხმაა დროსა და სივრცეში, და შესაბამისად, არ არის მარადიული, რამდენადაც უკავშირდება შექმნილსა და წარმავალს. ყოველივე, რასაც ბედი განაგებს, ემორჩილება განგებასაც, რადგან თავად ბედიც განგებაზეა დამოკიდებული. ყოველივე არსებული ერთნაირად არ ემორჩილება ბედს. დაქვემდებარების ხარისხი განისაზღვრება ღვთაებრივ სუბსტანციასთან მიახლოების ხარისხით. ამგვარი არსებები ბედის მიჯნას სცილდებიან, მაგრამ ემორჩილებიან განგებას.
განგება და ნების თავისუფლება არ გამორიცხავენ ერთმანეთს, რადგან ისინი თვისობრივად სხვადასხვა სფეროში არსებობენ: პირველი - ღმერთის გონებაში, მეორე - ადამიანის სულში. ადამიანი ანაწევრებს შესამეცნებელს, ხოლო ღმერთი ერთბაშად იმეცნებს. ადამიანი იმეცნებს დროში, ღმერთი - მარადისობაში,
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბოეთიუსი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.