ოსტგუთები

ოსტგუთები, ოსტგოთები, ოსტროგოთები, გროიტუნგები (ლათ.

ახ. წ. III საუკუნეში დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დნეპრსა და დონს შორის, ნაწილობრივ ყირიმში. IV საუკუნის II ნახევარში ოსტგუთებმა ერმანარიხის მეთაურობით შექმნეს ტომთა დიდი გაერთიანება, რომლებშიც გერმანელ ტომებთან ერთად სკვითურ-სარმატული და სლავური ტომებიც შედიოდნენ. 375 წელს ჰუნებმა დაიმორჩილეს ოსტგუთები და მათი ძირითადი მასა ჰუნებთან ერთად დასავლეთისაკენ დაიძრა. ჰუნების იმპერიის დაშლის შემდეგ (453) ოსტგუთები დასახლდნენ პანონიაში აღმოსავლეთ რომის იმპერიის სუვერენობით. 488 წელს იმპერატორმა ზენონმა ოსტგუთები იტალიელი გამგებლის ოდოაკრის წინააღმდეგ მიმართა. ოსტგუთებმა თეოდორიხის წინამძღოლობით გაანადგურეს ოდოაკრის დაქირავებული ჯარი და 493 წელს შექმნეს თავიანთი სამეფო (დედაქალაქი - რავენა). ოსტგუთების სამეფო მოიცავდა იტალიას, სიცილიას, ალპების მთისწინეთს, დალმაციასა და პროვანსს. მსოფლიო მონათმფლობელობის ყოფილ ცენტრში ოსტგუთების დასახლებამ დააჩქარა ოსტგუთებში თემურ-გვაროვნული წყობილების რღვევა და მონათმფლობელი არისტოკრატიის წარმოშობა. თეოდორიხის შემდეგ ბიზანტიის ორიენტაციის პოლიტიკას ატარებდა მისი ქალიშვილი ამალასუნთა, რომლის მკვლელობა იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ოსტგუთების წინააღმდეგ ომის საბაბად გამოიყენა (535). მიუხედავად ოსტგუთების და მათი მეფეების (ვიტიგისი, 536-539; ტოტილა, 541-552; ტეია, 552) მედგარი წინააღმდეგობისა ბიზანტიის ჯარებმა ჯერ ველისარიუსის, შემდეგ კი ნარსესის სარდლობით გაანადგურეს ოსტგუთების სამეფო და მის დასახმარებლად მოსული ფრანკ-ალემანთა ლაშქარი (554).

ოსტგუთები
ოსტგუთების სამეფო

ოსტგუთების მეფეთა სია

რესურსები ინტერნეტში

ოსტგუთები 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

375453488493554III საუკუნეალპებიამალასუნთაბერძნული ენაგუთებიდალმაციადედაქალაქიდნეპრიველისარიუსითეოდორიხ დიდიიტალიაიუსტინიანე Iლათინური ენანარსესიოდოაკრიპანონიაპროვანსირავენასიცილიატოტილაჰუნები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქრისტეფორე კოლუმბიბგერასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიტელეფონების ნომრები საქართველოშიმცხეთის ჯვრის მონასტერიMercedes-Benzმთვარის მოტაცებალევან აბაშიძე (მსახიობი)გონიოს ციხევეფხისტყაოსანილაზეთიშინაური კატატემპერამენტის ტიპებისაქართველო XVIII საუკუნეშიფშავინონა გაფრინდაშვილიმწერებისაქართველოს დიდი სოფლებირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)ნიდერლანდებიკოპენჰაგენიგერგეტის სამების ეკლესიაღორის სოლიტერიდუნაისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებიჭინჭარიაია-სოფიას ტაძარიოქროს საწმისიგველებიიორდანიამანასკერტის ბრძოლამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითკომპიუტერის მეხსიერებაინდოეთიმიგრაციაინდულგენციახმელეთის კუებირელიგიატოტალიტარიზმიაშშ-ის პრეზიდენტების სიაოდისეაკონსტანტინე გამსახურდიაჩინეთიამასიის ზავიკვიპროსიკანონიერი ქურდიპორტუგალიამარსიანტარქტიდაფანდურიYandexნიუტონის კანონებიდუბაიმარჯნის რიფიპლატონიგოგონა გარეუბნიდანჯაბა იოსელიანიბაში-აჩუკი (ფილმი)დიმიტრი ყიფიანიაბო თბილელის წამებამენისკინუცა ბუზალაძეაჭარის ისტორიაივანე ჯავახიშვილიევროპასაქართველო XVI საუკუნეშიჩინგიზ-ყაენიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიალელა წურწუმიაელექტრული დენისომხეთიკანე კორსოეგრისის დიდი ომიპითაგორას თეორემაცილებივახტანგ VIედუარდ შევარდნაძე🡆 More