ბიგ-ბენი (ინგლ.
კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა . კოშკის მშენებლობა 1858 წელს დასრულდა, მისი 150-ე წლისთავი კი 2009 წლის 31 მაისს აღინიშნა, რომლის დროსაც სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. კოშკი, როგორც ლონდონის ასევე ინგლისის, ყველაზე თვალშისაცემი სიმბოლო გახდა და ხშირად ლონდონში გადაღებული ფილმების მთავარი მოქმედების ობიექტს წარმოადგენს.
ელისაბედის კოშკი | |
---|---|
Big Ben | |
ელისაბედის კოშკი 2022 წელს | |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | საათის კოშკი |
არქიტექტურული სტილი | ნეო-გოთიკა |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო[1] |
მდებარეობა | ვესტმინსტერი, ლონდონი, ინგლისი |
კოორდინატები | 51°30′02″ ჩ. გ. 0°07′28″ დ. გ. / 51.5006694° ჩ. გ. 0.1245694° დ. გ. |
დაიწყო | 28 სექტემბერი, 1843[2] |
დასრულდა | 31 მაისი, 1859 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სიმაღლე | 96 მეტრი |
სართულთა რაოდენობა | 11 |
არქიტექტორ(ებ)ი | ავგუსტუს პიუჯინი |
საიტი | |
parliament.uk/bigben/ |
ამ სახელის წარმოქმნასთან დაკავშირებით ორი თეორია არსებობს. პირველის თანახმად, იმ დროისთვის ყველაზე მძიმე, 13,7 ტონის, ზარმა თავისი სახელი ბიგ-ბენი (დიდი ბენი) სერ ბენჟამინ ჰოლის(ინგლისური)ქართ. პატივსაცემად მიიღო, რომელიც ზარის ჩამოსხმის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. მეორე ვერსიის თანახმად, ბიგ-ბენი დაერქვა ბენ კაუნტის(ინგლისური)ქართ., იმ დროს ძალიან პოპულარული მძიმე წონიანი ბოქსიორის, პატივსაცემად.
ელისაბედის კოშკი (თავდაპირველად საათის კოშკი), ასე დედოფალ ელისაბედ II-ის პატივსაცემად მისი ბრილიანტის იუბილედ წოდებულ წელს, აშენდა, როგორც ჩარლზ ბერის ახალი სასახლის დიზაინის ნაწილი. მას შემდეგ, რაც უესტმინსტერის ძველი სასახლე დიდად დაზიანდა 1834 წლის 16 ოქტომბრის ღამეს მომხდარი ხანძრის შედეგად, ახალი პარლამენტი ნეო-გოთიკურ სტილში აშენდა. იმისდა მიუხედავად, რომ ბერი სასახლის მთავარი არქიტექტორი იყო, საათის კოშკის დიზაინისთვის მან ავგუსტუს პიუჯინს მიმართა, რომლის დიზაინიც ძალიან ჰგავს პიუჯინის ადრეულ დიზაინებს, მაგალითად ისეთს, როგორი დიზაინის კოშკიც სკერისბრიქ ჰოლშია. ელისაბედის კოშკი პიუჯინის უკანასკნელი ნამუშევარი იყო, მოკლე პერიოდის შემდეგ ის საბოლოოდ გაგიჟდა და გარდაიცვალა. პიუჯინმა, ბერის მასთან ბოლო ვიზიტამდე, რათა მისი ნახაზები წაეღო, თავისთვის ჩაიწერა: „ჩემს ცხოვრებაში მისტერ ბერისთვის ასე თავგამოდებით ჯერ არ მიმუშავია, ხვალისთვის ჩემს ყველა ნახაზს წარვუდგენ, რათა მისი ზარის კოშკი დამთავრდეს — ის მშვენიერია“. კოშკი დაპროექტებულია პიუჯინის ცნობილ გოთური აღორძინების სტილში, ის 96 მეტრი (315 ფტ) სიმაღლისაა (დაახლოებით 16 სართულიიანი შენობის სიმაღლის).
კოშკის ქვედა ნაწილი, რომელიც 61 მეტრი (200 ფტ) სიმაღლისაა, ანსტონის ქვიშისფერი კირქვის აგურითაა მოპირკეთებული. კოშკის დანარჩენი ნაწილი დამშვენებულია თუჯის წვეტოვანი სახურავით. კოშკი აშენებულია 15,2 მეტრის კვადრატულ ტივზე, რომელიც მიწის ქვეშ 4 მეტრ (13 ფტ) სიღრმეზე მდებარე 3 მეტრი (10 ფტ) სისქის სქელი ბეტონისგანაა დამზადებული. საათის ოთხივე ციფერბლატი მიწის ზედაპირიდან 54,9 მეტრის სიმაღლეზეა. კოშკის შიდა მოცულობის ფართობი კი 4650 კუბურ მეტრს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ კოშკი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთია, უცხოელი მნახველებისთვის კოშკში შესვლა აკრძალულია, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს მისი დათვალიერება და ტურების მოწყობა, მხოლოდ პარლამენტში მათ წარმომადგენელთან სპეციალური წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ კოშკს არ გააჩნია ლიფტი და მნახველებს მის კენწოროში მოსახვედრად 334 კიბის ფეხით ავლა უწევთ.
XXX ოლიმპიური თამაშის ლონდონში გახსნის პატივსაცემად, თამაშების პირველ დღეს ბიგ-ბენის საათმა 8:12-დან 8:15 მდე 40-ჯერ დარეკა ზარი. 1952 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ კურანტები განრიგის გარეშე რეკდნენ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბიგ-ბენი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.