ბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის

ბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის (ინგლ.

BIMSTEC-ის წევრი სახელმწიფოები — ბანგლადეში, ინდოეთი, მიანმარი, შრი-ლანკა, ტაილანდი, ნეპალი და ბჰუტანი — იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც მდებარეობენ ინდოეთის ოკეანის ბენგალის ყურის სანაპიროზე. განისაზღვრა თანამშრომლობის თოთხმეტი პრიორიტეტული სექტორი და ამ სექტორებზე ფოკუსირებული იქნა რამდენიმე BIMSTEC-ის ცენტრი. BIMSTEC-ის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოლაპარაკებებშია (2018 წლიდან).

ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ქვეყანას ანბანის მიხედვით ენიჭება. მუდმივი სამდივნო მდებარეობს დაკაში.

ისტორია

1997 წლის 6 ივნისს ბანგკოკში ჩამოყალიბდა ახალი ქვე-რეგიონალური დაჯგუფება BIST-EC-ის (ბანგლადეში, ინდოეთი, შრი-ლანკა და ტაილანდი — ეკონომიკური თანამშრომლობა) სახელით. 1997 წლის 22 დეკემბერს მიანმარი გახდა სრული წევრი, რის შედეგადაც ამ ორგანიზაციას დაერქვა BIMST-EC. 1998 წელს ნეპალი გახდა დამკვირვებელი. 2004 წლის თებერვალში ნეპალი და ბჰუტანი მისი სრული წევრები გახდნენ.

2004 წლის 31 ივლისის პირველ სამიტზე დაჯგუფებას ეწოდა BIMSTEC ან ბენგალის ყურის ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის.

მიზნები და ამოცანები

BIMSTEC-ის 14 ძირითადი ამოცანაა სამხრეთ აზიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის ტექნოლოგიური და ეკონომიკური თანამშრომლობა ბენგალის ყურის სანაპიროზე. მასში შედის ვაჭრობა, ინვესტიციები, ტექნოლოგიები, ტურიზმი, ადამიანური რესურსების განვითარება, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, ტრანსპორტი და კომუნიკაცია, ტექსტილი, ტყავი და ა.შ. სასწავლო და სამეცნიერო დარგებში სწავლებისა და კვლევების ჩატარების უზრუნველსაყოფად ერთმანეთთან თანამშრომლობა. საერთო ინტერესის ეკონომიკური, სოციალური, ტექნიკური და სამეცნიერო სფეროებში აქტიური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარების ხელშეწყობა. ასევე ხელს უწყობს წევრი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაზრდას.

მუდმივი სამდივნო

BIMSTEC-ის მუდმივმოქმედი სამდივნო მდებარეობს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, რომელიც გაიხსნა 2014 წელს და ინდოეთი უზრუნველყოფს მისი მთლიანი ხარჯების 33 %-ს (რეგიონის მოსახლეობის 65 %). BIMSTEC-ის ამჟამინდელი გენერალური მდივანი ელჩია შაჰიდულ ისლამი ბანგლადეშიდან, ხოლო ყოფილი გენერალური მდივანი იყო სუმიტ ნააკანდალა შრი-ლანკიდან.

თავმჯდომარე

BIMSTEC თავმჯდომარეობის ანბანურ წესრიგს იყენებს. BIMSTEC-ის თავმჯდომარეობა პირველად ბანგლადეშმა დაიწყო ([1997]]-1999).

BIMSTEC-ის თავისუფალი სავაჭრო სივრცე

მაღალ დონეზე ვაჭრობისა, ინვესტიციების სტიმულირების და გარე ვაჭრობის გაუმჯობესების მიზნით BIMSTEC-ის თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩარჩო ხელშეკრულებას (BFTAFA) ხელი მოაწერა ყველა წევრმა ქვეყანამ. შემდგომში ყველაზე უფრო ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის შეიქმნა „სავაჭრო შეთანხმების კომიტეტი“ (TNC), რომლის მიზანია ვაჭრობის, საქონლისა და მომსახურების, ინვესტიციების, ეკონომიკური თანამშრომლობის, სავაჭრო ფასეულობების და ტექნიკური დახმარების სფეროებში თანამშრომლობა. ამ ორგანიზაციის მუდმივი თავმჯდომარეა მისი ინიციატორი ტაილანდი. საქონლის ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, TNC მოლაპარაკებას დაიწყებს ვაჭრობის და საინვესტიციო სფეროს საკითხებზე.

BIMSTEC-მ სანაპირო გადაზიდვის შეთანხმების პროექტი განიხილა 2017 წლის 1 დეკემბერს ნიუ-დელიში, რათა სანაპირო ზოლში ხელი შეუწყოს სანაპირო გადაზიდვის ხელშეწყობას 20 საზღვაო მილის ფარგლებში წევრი ქვეყნების ვაჭრობის გაზრდის მიზნით. საოკეანო გემებით გადაზიდვებთან შედარებით, სანაპირო გემები მცირე ზომისაა და მოიცავს მცირე ხარჯებს. მას შემდეგ, რაც მისი რატიფიცირების შედეგად შეთანხმება ძალაში შევა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ტვირთების დიდი რაოდენობის მოძრაობა შეიძლება განხორციელდეს ხარჯების ეფექტური, გარემოს დაცვის და სწრაფი სანაპირო მარშრუტების მეშვეობით.

BIMSTEC-ის ამჟამინდელი ლიდერები

BIMSTEC-ს ლიდერები არიან:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ისტორიაბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მიზნები და ამოცანებიბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მუდმივი სამდივნობენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის თავმჯდომარებენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის BIMSTEC-ის თავისუფალი სავაჭრო სივრცებენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის BIMSTEC-ის ამჟამინდელი ლიდერებიბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის რესურსები ინტერნეტშიბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის სქოლიობენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვისბანგლადეშიბენგალის ყურებჰუტანიინგლისური ენაინდოეთიინდოეთის ოკეანემიანმარინეპალიტაილანდიშრი-ლანკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაეგვიპტის მუზეუმი (კაირო)ნარცისიბრუნება1924 წლის აგვისტოს აჯანყებაპი (რიცხვი)ნიკოლოზ ბარათაშვილიწყალბადიერთა ლიგაეგზისტენციალიზმიგაზაფხულისომხეთის ისტორიაძველით ახალი წელილოცვა ეფრემ ასურისაკასპიის ზღვანაკიანი წელიწადივერძი (ასტროლოგია)პროტესტანტიზმიავსტრალია (კონტინენტი)ქალწული (ასტროლოგია)საფრანგეთის რევოლუციაელენე ახვლედიანიმეჩეთიმარსირელიგია საქართველოშიმონდიცისფერყანწელებიკაიროფილების ტექტონიკაასტრიდ ლინდგრენინაყოფი (მცენარე)ზუგდიდირკინაბაგრატ III (საქართველოს მეფე)დავით კლდიაშვილიდედამიწის სტრუქტურამითიმოლინუაკავკასიაესპანეთიეგრისის დიდი ომიკვიპაროზიშვედეთიალექსანდრე მაკედონელის ომებიზურაბ ზვიადაურიპაბლო პიკასოჩრდილოეთი ამერიკაჩინეთიესეგუმბათიალავერდივარდიაბრეშუმის დიდი გზაენგურის ჰიდროელექტროსადგურიბუღა თურქის შემოსევაარალის ზღვაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებავეფხვისაქართველოს გეოგრაფიარიონიქართული საბჭოთა ენციკლოპედიასაქართველოს პარლამენტიმუშთაიდის ბაღიგალაკტიონ ტაბიძეადიშის ოთხთავი27 მარტიDies Iraeდემოკრატიარითმაიუნგფრაუიოხის უღელტეხილისამკუთხედისაქართველოს სახელმწიფო დროშაეკოლოგიავიკისაწყობინიგერიატუტსისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაგიორგი II (საქართველოს მეფე)თეიმურაზ I🡆 More