ბელოსტოკი (პოლ.
ეს ადგილი მდებარეობს პოლონეთ-ბელარუსისა და პოლონეთ-ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის საიხლოვეს და შედის პოდლასის სავოევოდოს შემადგენლობაში. 2009 წლის ივნისში ჩატარებული აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 294 399 ადამიანი. 1921 წლიდან 1998 წლამდე, ეს ქალაქი შედიოდა ბელოსტოკის სავოევოდოს შემადგენლობაში, 1999 წლიდან კი შევიდა პოდლასის შემადგენლობაში.
ქალაქში მიედინება მდინარე ბიალა, აქ კლიმატი კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს -5 °C, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 7 °C. ქალაქი ბელოსტოკი იყოფა 28 ადმინისტრაციულ ერთეულდა.
ეს ადგილი პირველად იხსენიება 1437 წლიდან. ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერია ლიტვის დიდი სამთავრო, სწორედ მის შემადგენლობაში შედიოდა ეს ტერიტორიაც. ამ პერიოდში, აქ აიგო პირველი ხიდი და ეკლესია. უკვე იწყება ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის დასახლებაც და უკვე 1692 წლიდან ეს ადგილი ქალაქად იხსენიება.
1795 წლიდან ბელოსტოკი მოექცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ქალაქში საკმაოდ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, 1897 წელს ჩატარებული რუსული აღწრის შედეგად, ბელოსტოკში ცხოვრობდა 66 000 ადამიანი, აქედან 41 900 ებრაელი (მთელი მოსახლეობის 63 %).
პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ბელოსტოკზე განხორციელდა დაბომბვები. 1915 წლის 31 აგვისტოს გერმანელმა სარდლებმა აიღეს ეს ქალაქი. ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, ქალაქი სხვა ტერიტორიებთა ერთად შევიდა ბელორუსიის სახალხო რესპუბლის შემადგენლობაში. 1919 წლის 19 თებერვალს უკვე ეს ტერიტორია უბრუნდება პოლონეთს. 1920 წელს დაწყებული პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს, ამ ქალაქზე განხორციელდა დაბომბვები, საბჭოელების მიერ. ომში პოლონეთის გამარჯვებით ეს ქალაქი კვლავ პოლონეთს დარჩა.
1939 წელს დაწყებული მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთი პოლონეთი, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საფუძველზე ოკუპირებული იქნა საბჭოთა კავშირის მიერ. ბელოსტოკი სხვა პოლონურ ქალქებთან ერთან სსრკ-ს შემადგენლობაში მოექცა. 1941 წლის 27 ივნისს გერმანიამ დაიპყრო აღმოსავლეთი პოლონეთი, ქალაქ ბელოსტოკის უკვე გერმანელები სამხედროები აკონტროლებდნენ, აქ მცხოვრები 56 000 ებრაელი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1944 წელს ეს ტერიტორია საბჭოთა არმიის მეშვეობით გათავისუფლებული იქნა გერმანელებისაგან.
|
ქალაქ ბელოსტოკში მრავალი ისტორიული შენობა და მუზუმი მდებარეობს. აქ კულტურის განვითარება ჯერ კიდევ პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს დროიდან იწყება. აქ არის მრავალი ბაღი და ეკლესია-მონასტერი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბელოსტოკი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.