ბანფორა

ბანფორა (ფრანგ.

ქალაქი
ბანფორა
ფრანგ. Banfora
ბანფორა
ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
რეგიონი (ბურკინა-ფასო)|ბურკინა-ფასოს რეგიონები|რეგიონი კასკადები
კოორდინატები 10°37′51″ ჩ. გ. 4°45′32″ დ. გ. / 10.63083° ჩ. გ. 4.75889° დ. გ. / 10.63083; -4.75889
დაარსდა 1903
ფართობი 934 კმ²
ცენტრის სიმაღლე 303
მოსახლეობა 97 137 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 104,00 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
სატელეფონო კოდი +226 209
ბანფორა — ბურკინა-ფასო
ბანფორა

ისტორია

1903 წელს საფრანგეთის კოლონიურმა ძალებმა ამ რაიონში დააარსეს სამხედრო პოსტი. 1905 წელს ბანფორა საავტომობილო გზით შეუერთდა ბობო-დიულასოს, ხოლო 1931 წელს ქალაქზე გაიარა რკინიგზამ.

გეოგრაფია

ქალაქი ბანფორა მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, დაახლოებით 85 კმ-ში ბობო-დიულასოდან და 450 კმ-ში უაგადუგუდან, ზღვის დონიდან 303 მეტრ სიმაღლეზე. შედის იმავე დასახელების დეპარტამენტის შემადგენლობაში. კასკადების რეგიონის კომოეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ბანფორის მთიანი ჯაჭვის რაიონში.

მოსახლეობა

2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 97 137 ადამიანს, რის გამოც ბანფორა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მეოთხე ქალაქია. დეპარტამენტ ბანფორას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 109 824 ადამიანს (2006 წლის აღწერის მონაცემები). ქალაქში ცხოვრობს ბევრი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი. სხვადასხვა ეთნოსებს შორის ძირითადი სალაპარაკო ენებია — დიულა და ფრანგული.

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1985 1996 2005 2006 2013
35 319 49 724 62 726 72 144 97 137

ეკონომიკა და ტრანსპორტი

ბანფორა 
ბანფორის რკინიგზის სადგური

ქალაქ ბანფორაზე გადის სტრატეგიული რკინიგზის ხაზი, რომელიც ერთმანეთთან აერთებს უაგადუგუს და აბიჯანს. ამას გარდა, ქალაქი ასფალტირებული საავტომობილო გზით შეერთებულია ბობო-დიულასოსთან და კოტ-დ’ივუარის სახელმწიფო საზღვართან.

ქალაქის ირგვლივ მდებარეობს შაქრის ლერწმის მრავალრიცხოვანი პლანტაციები; ეს რაიონი ბურკინა-ფასოს შაქრის ინდუსტრიის ცენტრია. ამას გარდა, ქალაქში თავმოყრილია წამლების და ეთერზეთების დამამზადებელი საწარმოები. ქალაქ ბანფორასთან ახლოს მდებარეობს კარფიგუელას კასკადების ჩანჩქერების სისტემა.

განათლება

ქალაქში მოქმედებს 19 დაწყებითი სკოლა, 2 საშუალო სკოლა, 4 კერძო კოლეჯი და წმინდა ტერეზას კოლეჯი (ფრანგ. collège Sainte Thérèse).

სქოლიო

Tags:

ბანფორა ისტორიაბანფორა გეოგრაფიაბანფორა მოსახლეობაბანფორა ეკონომიკა და ტრანსპორტიბანფორა განათლებაბანფორა სქოლიობანფორაბურკინა-ფასოფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საერთაშორისო სამართალიგურამ დოჩანაშვილიჯიქივანილარისაქართველოს სოფლებიილორის ეკლესიაგრემითავისუფლების მოედანი (თბილისი)ჰოლოკოსტიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)მონღოლთა იმპერიაფსიქოლოგიაშიომღვიმეარაპენეტრაციული სექსიმცხეთის ჯვრის მონასტერიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2005)ვარძიავულკანისაქართველოს სამეფოსხალთის ტაძარინიდერლანდებისტამბოლიქართული ლიტერატურაენდომეტრიოზიივანე მაჩაბელიბაში-აჩუკი (ფილმი)ქვათახევიალცჰაიმერის დაავადებაატომიქრისტიანობაპეტრა (იორდანია)ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)მენსტრუაციაიუდაიზმიშალვა ნუცუბიძეევროკავშირიქართული ენასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასაქართველოს მთებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკალეონიდ ბრეჟნევითეიმურაზ Iმარკ ტვენისაქართველოს სახელმწიფო გერბიჰუმანიზმიიასამანიქიმიური რეაქციალაბრადორ რეტრივერილუდომანიაჯიხვისიყვარულითერგდალეულებიტრაპეციაკოლხეთის სამეფობაქტერიებისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიტერენტი გრანელივეგანობანიუტონის კანონებინატურალური რიცხვიქართვლის დედაალმასიმიგრაციალიბანიკასპიის ზღვასიონის ტაძარიაუტიზმიუნგრეთიალექსანდრე ჭიკაიძემიწისძვრათუშეთიდედა ენაწიგნი სიბრძნე სიცრუისალადო ასათიანიიმერეთი🡆 More