ბანგლადეშის დემოგრაფია

ბანგლადეში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მერვე ადგილზეა.

ბანგლადეშში მსოფლიოს მოსახლეობის 2.2% ცხოვრობს. 2021 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 169 356 251 ადამიანს შეადგენს.

ბანგლადეშის დემოგრაფია
ბანგლადეშის მოსახლეობის პირამია

1947 წლამდე ბანგლადეში აღმოსავლეთ ბენგალის სახელით იყო ცნობილი, ხოლო 1947-1971 წლებში აღმოსავლეთი პაკისტანი ერქვა. ქვეყანა ეთნიკურად ერთგვაროვანია და მისი სახელწოდება ბენგალელთა ეთნოლინგვისტური ჯგუფიდან მომდინარეობს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 98%-ს შეადგენს. ჩიტაგონგის მთიან რაიონში, სილჰეტის, მაიმანსინგჰის, ბარისალისა და ჩრდილოეთ ბენგალის რეგიონებში სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები ცხოვრობენ. რეგიონის მასშტაბით ბენგალურის სხვადასხვა დიალექტზე მეტყველებენ. ჩიტაგონგსა და სილჰეტში მოსაუბრეთა დიალექტი საკმაოდ განსხვავებულაი. ბანგლადეშის მოსახლეობის 91.04% მუსლიმია. უდიდეს რელიგიურ უმცირესობას ინდუისტები წარმოადგენენ (7.95%). მოსახლეობის 0.61% ბუდისტა, 0.3% ― ქრისტიანია, ხოლო 0.12%-ს სხვა აღმსარებლობის მიმდევრები შეადგენენ.

ბანგლადეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2/3-ით შემცირდა. ამჟამად ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი 2-ის ტოლია. შობადობის აღნიშნული დონის შენარჩუნების შემთხვევაში მიგრაციის გარეშე ბანგლადეშის მოსახლეობა იმ დონეს მიაღწევს, როცა რაოდენობა არც მოიმატებს და არც დაიკლებს.

მოსახლეობა

ბანგლადეშის დემოგრაფია 
ბანგლადეშის მოსახლეობის რაოდენობა 1900–2010 წლებში
ბანგლადეშის დემოგრაფია 
წერა-კითხვის ცოდნის დონე ბანგლადეშის რაიონების მიხედვით

2021 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 169 356 251 ადამიანს შეადგენს და მსოფლიოში მერვე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

მოსალხეობა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 2011 წლის აღწერის მიხედვით:

ასაკობრივი ჯგუფი კაცი ქალი ჯამი %
Total 72 109 796 71 933 901 144 043 697 100
0–4 7 638 523 7 423 447 15 061 970 10.46
5–9 9 322 514 8 850 715 18 173 229 12.62
10–14 8 614 889 8 031 726 16 646 615 11.56
15–19 6 509 492 6 352 398 12 861 890 8.93
20–24 5 777 370 7 522 419 13 299 789 9.23
25–29 6 225 252 7 254 256 13 479 508 9.36
30–34 5 079 106 5 420 659 10 499 765 7.29
35–39 4 697 349 4 859 079 9 556 428 6.63
40–44 4 280 923 3 980 739 8 261 662 5.74
45–49 3 363 273 3 016 800 6 380 073 4.43
50–54 2 952 596 2 599 675 5 552 271 3.85
55–59 1 923 534 1 577 463 3 500 997 2.43
60–64 2 081 306 1 852 708 3 934 014 2.73
65–69 1 149 569 963 921 2 113 490 1.47
70–74 1 206 398 1 025 314 2 231 712 1.55
75–79 488 338 386 389 874 727 0.61
80–84 443 239 436 840 880 079 0.61
85–89 138 268 124 343 262 611 0.18
90–94 116 916 133 273 250 189 0.17
95+ 100 941 121 737 222 678 0.15
ასაკობრივი ჯგუფი კაცი ქალი ჯამი %
0–14 25 575 926 24 305 888 49 881 814 34.63
15–64 42 890 201 44 436 196 87 326 397 60.62
65+ 3 643 669 3 191 817 6 835 486 4.75

მოსახლეობა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფები 2020 წლის აღწერის მიხედვით.

ასაკობრივი ჯგუფი კაცი ქალი ჯამი %
Total 84 190 000 84 030 000 168 220 000 100
0–4 7 346 088 6 996 434 14 342 522 8.53
5–9 8 022 971 7 842 987 15 865 960 9.43
10–14 9 166 213 9 090 200 18 256 413 10.85
15–19 9 207 539 7 492 192 16 699 748 9.93
20–24 7 120 179 7 641 841 14 762 014 8.78
25–29 6 257 653 7 529 994 13 787 635 8.20
30–34 6 282 765 7 298 515 13 581 269 8.07
35–39 5 930 405 6 447 487 12 377 887 7.36
40–44 5 331 105 5 374 319 10 705 423 6.36
45–49 4 700 677 4 325 242 9 025 922 5.37
50–54 4 075 419 4 092 363 8 167 782 4.86
55–59 3 266 073 3 204 705 6 470 780 3.85
60–64 2 672 121 2 306 585 4 978 709 2.96
65–69 2 014 242 1 800 893 3 815 137 2.27
70–74 1 323 054 1 152 981 2 476 037 1.47
75–79 771 118 654 924 1 426 043 0.85
80–84 377 491 380 028 757 519 0.45
85–89 178 719 203 278 381 996 0.23
90–94 82 178 103 285 185 463 0.11
95+ 63 988 91 745 155 734 0.09
ასაკობრივი ჯგუფი კაცი ქალი ჯამი %
0–14 24 535 272 23 929 621 48 464 893 28.81
15–64 54 843 936 55 713 243 110 557 179 65.72
65+ 4 810 792 4 387 136 9 197 928 5.47

სხვა წყაროები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში სხვადასხვა წყაროს მიერ განსაზღვრული რაოდენობებია მოცემული:

წყარო წელი მოსახლეობა (მლნ)
US State Dept 2005 144
Population Reference Bureau 2020 170
World Bank 2020 165
CIA World FactBook 2021 164
World Population Reference 2010 164

მსოფლიოს ბანკის მონაცემებით ბანგლადეშის მოსახლეობა 1990 წლიდან 2008 წლამდე 44 მილიონით გაიზარდა, რაც 38%-იანი ზრდის მაჩვენებელია. შედარებისთვის, ინდოეთისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 34%-ს, ხოლო პაკისტანისთვის 54%-ს უდრიდა. 2007-2008 წლებში საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 1.4%-ს უდრიდა (შედარებისთვის, ინდოეთისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 1.35% იყო, პაკისტანისთვის ― 2.2%, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ― 2.9%, ტანზანიისთვის ― 2.9%, სირიისთვის ― 3.5%, იემენისთვის ― 4%. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1990-2008 წლებში მსოფლიო მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 27%-ს უდრიდა.

მოსახლეობის ზრდის ტემპი

1960-1970-იან წლებში ბანგლადეში მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩეოდა. შემდეგში ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი ნელ-ნელა შემცირდა. სამი ათწლეულის მანძილზე აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 7-დან 0.74-მდე შემცირდა.

გენდერული თანაფარდობა

ასაკობრივი ჯგუფი თანაფარდობა (კაცი/ქალი) (მიახლ, 2015)
დაბადებისას 1.04
0–14 1.03
15–24 0.89
25–54 0.90
55–64 1.01
65 და მეტი 0.97
ჯამი 0.95

მოსახლეობის სიმჭიდროვე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2020 წლის მონაცემებით ბანგლადეშის მოსახელობა 164 689 383 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის ფართობი 130 170 კმ²-ია. დიდ ქვეყნებს შორის ბანგლადეშს მოსახლეობის სიმჭიდროვის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს.

ჯანდაცვა

ბანგლადეშის დემოგრაფია 
სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობის განვითარება ბანგლადეშში

2018 წლის მონაცემებით ბანგლადეშში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 72.7 წელია: მამაკაცებისთვის 71.1 წელი, ხოლო ქალებისთვის 74.4 წელი.

პერიოდი სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა
წელი
პერიოდი სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა
წელი
1950–1955 40.7 1985–1990 57.0
1955–1960 44.2 1990–1995 60.0
1960–1965 47.2 1995–2000 63.7
1965–1970 49.3 2000–2005 66.7
1970–1975 46.3 2005–2010 69.1
1975–1980 52.2 2010–2015 71.2
1980–1985 54.3

წყარო:UN World Population Prospects

ეთნიკური ჯგუფები

ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 98%) ბენგალელთა ეთნოლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნება. აღნიშნული ჯგუფი მეზობელი ინდოეთის დასავეთ ბენგალის პროვინციაშიც ცხოვრობს. ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან: მანიპურები, ტრიპურას, მარმას, ხასის ეთნოსის წარმომადგენლები და სხვ.

ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ ბიჰარები, რომლებიც ურდუზე მოსაუბრე, არაბენგალელი ხალხია. ისინი ბიჰარის შტატიდან და ინდოეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებიდან 1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთის დაყოფის შემდეგ ემიგრირდნენ. ისინი დაკისა და რანგპურის ირგვლივ არიან კონცენტრირებული და მათი რაოდენობა დაახლოებით 300 000-ს უდრის. ბიჰარელებმა ბანგლადეშის მოქალაქეობა და ხმის მიცემის უფლება 2008 წელს მიიღეს.

ენა

ბანგლადეშის ენები (2011)
ბენგალური
  
98%
სხვა
  
2%

ბანგლადეშის ოფიციალურ ენა ბენგალურია. სხვა ენებს შორის აღსანიშნავია ბენგალურის დიალექტები: ჩიტაგონგური, სილჰეტი, ჩაკმა, როჰინგია, ტანანგია და რანგპური. ბანგლადეშში ასევე საუბროობენ ინდოარიულ ენებზეც: ასამურ ენაზე, ბიშნუპრია-მანიპურიზე და ბიჰარულ ენებზე. მოსახლეობის ნაწილი საუბრობს ტიბერო-ბირმულ ენებზეც.

რელიგია

    ბანგლადეშის მთავარი რელიგიური ჯგუფები (1951–2022)
რელიგიური
ჯგუფი
მოსახლეობა
% 1951.
მოსახლეობა
% 1961
მოსახლეობა
% 1974
მოსახლეობა
% 1981
მოსახლეობა
% 1991
მოსახლეობა
% 2001
Population
% 2011
Population

% 2022

ისლამი 76 % 80.4 % 85.4 % 86.6 % 88.3 % 89.7% 90.4% 91.1%
ინდუიზმი 22 % 18.5% 13.5% 12.1 % 10.5 % 9.2% 8.5% 7.9%
ბუდიზმი 0.7 % 0.7 % 0.6 % 0.6 % 0.6 % 0.7 % 0.6% 0.6%
ქრისტიანობა 0.3 % 0.3 % 0.2 % 0.3 % 0.3 % 0.3% 0.4% 0.3%
სხვა რელიგიები/არარელიგიური 0.1 % 0.1 % 0.2 % 0.3 % 0.3 % 0.1% 0.1% 0.1%
ბანგლადეშის რელიგიური მრავალფეროვნება 2022 წლის მიხედვით
რელიგია მოსახლეობა
მუსლიმები (ბანგლადეშის დემოგრაფია ) 150,360,404
ინდუისტები (ბანგლადეშის დემოგრაფია ) 13,130,109
ბუდისტები (ბანგლადეშის დემოგრაფია ) 1,007,467
ქრისტიანები (ბანგლადეშის დემოგრაფია ) 495,475
სხვა 198,190
ჯამი 165,158,616

2022 წლის აღწერის მიხედვით ბანგლადეშის მოსახლეობა 165 158 616 ადამიანს შეადგენს.

ისლამი

ბანგლადეშის სახელმწიფო რელიგია ისლამია. 2022 წლის აღწერის მიხედვით ბანგლადეშის 150 მილიონი ადამიანი მუსლიმია, რაც მოსახლეობის 91.04%-ს შეადგენს. ბანგლადეშელთა უმრავლესობა სუნიტია და ფიყჰის ჰანაფის სკოლის მიმდევარია. რელიგია ბანგლადეშელთა იდენტობის ნაწილია. მართალია ბანგლადეშში მუსლიმი მოსახლეობა ჭარბობს, მაგრამ იგი დე-ფაქტო სეკულარული სახელმწიფოა. გარდა სუნიტებისა, ბანგლადეშში ისლამის სხვა მიმდევრებს მიეკუთვნებიან: შიიტები, ყურანისტები, აჰმადიები, მაჰდავიები და სხვ.

სქოლიო

Tags:

ბანგლადეშის დემოგრაფია მოსახლეობაბანგლადეშის დემოგრაფია ჯანდაცვაბანგლადეშის დემოგრაფია ეთნიკური ჯგუფებიბანგლადეშის დემოგრაფია ენაბანგლადეშის დემოგრაფია რელიგიაბანგლადეშის დემოგრაფია სქოლიობანგლადეშის დემოგრაფია2021ბანგლადეშიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვით

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რიცხვითი სახელიჯაბა იოსელიანიდემეტრე II თავდადებული9 აპრილის ტრაგედიაკვიპროსიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიგიორგი მამარდაშვილიდემეტრე Iშვიდწლიანი ომისოლომონ Iსეტყვაექვთიმე თაყაიშვილიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)რუმინეთიაფხაზეთიწმინდა გიორგირუსეთ-საქართველოს ომი (1921)მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიამონღოლთა ბატონობა საქართველოშიფოთიირლანდიალიბერალიზმი საქართველოშიქართული ხალხური ცეკვებილუი XIVადამიანიმობილური ტელეფონიტუტანხამონიჭადრაკიწყალიმსოფლიოს შვიდი საოცრებავეფხვიანტონიმიცისფერყანწელებიზმნიზედასიმსივნეყინწვისის მონასტერიმარტყოფის ღვთაების მონასტერიფერმენტებიგიორგი IV ლაშაფესახითევზებისაქართველოს დაცული ტერიტორიებიჩარლი ჩაპლინითბილისიმარსიკუნილინგუსიდათა თუთაშხიავაჟა-ფშაველაცივი ომიდიდგორის ბრძოლაქართული ღვინოქართლის გაქრისტიანებადინოზავრებივატიკანიავსტრალია (კონტინენტი)სახელმწიფოველოსიპედიიმერეთიკოლხეთის სამეფოსაბერძნეთიგერმანიის გაერთიანება (1871)იალბუზილურჯი ვეშაპიკონსტანტინოპოლიკონსერვატიზმიალექსანდრე ყაზბეგისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონიქართული სამზარეულოანალური სექსიკოლხეთის ეროვნული პარკიჩინგიზ-ყაენიკუთხევარსქენ პიტიახშიჯემალ ქარჩხაძევენერაძუძუმწოვრები🡆 More