აუტოპსია — პროცედურა, რომელიც გვამზე ტარდება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
აუტოპსია აჩვენებს ყველანაირ დაავადებას და დაზიანებას გვამზე. ამ პროცედურას ასრულებს სპეციალური დოქტორი, რომელსაც ეწოდება „პათოლოგ-ანატომი“.
აუტოპსია ხორციელდება მხოლოდ იურიდიული და სამედიცინო დაკვირვების მიზნით. მაგალითად სასამართლო აუტოპსია ხორციელდება იმ შემთხვევაში თუ სიკვდილის მიზეზი არის მკვლელობა, ხოლო კლინიკური აუტოპსია ხორციელდება გარდაცვალების სამედიცინო მიზეზით და გამოიყენება შემთხვევითი ან გაურკვევლი სიკვდილის შემთხვევაში ან კვლევის მიზნით. აუტოპსია კლასიფიცირებული შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც გარე ტესტირება არ არის საკმარისი და იმ შემთხვევაში, თუ სხეულის დანაწევრება და შიდა გამოკვლევაა აუცილებელი. ზოგიერთ შემთხვევაში აუტოპსიის ჩასატარებლად შეიძლება საჭირო გახდეს, გარდაცვლილის უახლოესი ნათესავებისგან ნებართვის აღება. როდესაც აუტოპსია სრულდება სხეულის აღდგენა ხდება ჭრილობებზე ნაკერების დადების საშუალებით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article აუტოპსია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.