ანტიკლინი

ანტიკლინი (ძვ.

ბერძნ. ἀντι- — წინააღმდეგ და κλίνω — ვხრი) — ქანების ფენათა ნაოჭი, რომელიც ზევით არის ამობურცული. მისი თაღოვანი ნაწილი ზევითაა მიმართული, ხოლო ფრთები ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა დაქანებული. ანტიკლინის გულში უფრო ძველი ქანებია, ვიდრე ფრთებში. ღერძული სიბრტყის მდებარეობისა და დახრის მიხედვით ანტიკლინი შეიძლება იყოს: ა) სწორი. ბ) დახრილი. გ) გადაბრუნებული. დ) დაწოლილი. ე) დაყვინთული. ინტენსიური დისლოკაციის დროს ფრთების დაქანება ძალიან მრავალფეროვანია. მოხაზულობის მიხედვით განასხვავებენ ხაზობრივ ანტიკლინს — თუკი სიგრძე საგრძნობლად ჭარბობს სიგანეს; ბრაქიანტიკლინს — თუკი სიგრძე რამდენადმე მეტია სიგანეზე; გუმბათს — როდესაც სიგრძე და სიგანე დაახლოებით თანაბარია. ანტიკლინის საპირისპიროა სინკლინი — ქანების ნაოჭი, რომელიც ზევიდან ქვევით არის გამობურცული.

ანტიკლინი
ანტიკლინის დიაგრამა

აღსანიშნავია, აშშ-ში კალიფორნიის შტატში მდებარე ანტიკლინის ქედი, რომელიც წარმოადგენს ანტიკლინური სტრუქტურის ზედაპირულ იერს.

სქოლიო

Tags:

სინკლინიტექტონიკური დისლოკაციაქანი (გეოლოგია)ძველი ბერძნული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აპრილიჩინგიზ-ყაენიკარლეს პუჩდემონიეგრისის დიდი ომიალექსანდრე I დიდიედუარდ შევარდნაძეჩუტყვავილათახვისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაიალტის კონფერენციათემურლენგიჰეტეროსექსუალობაფეხბურთისტეფანწმინდაშამქორის ბრძოლა (1195)ტუბერკულოზიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონისაქართველოს პრეზიდენტიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)კონცეფციაბარსელონაფსიქოლოგიაკუებიუფლისციხესმოგიბორჯომიაია-სოფიას ტაძარინათურაბრესტ-ლიტოვსკის ზავიავოკადოგიორგი სააკაძეწყალიკილომეტრისაფრანგეთიქართლის გაქრისტიანებაადამიანიასკარიდისებრნირომანტიზმისესილია თაყაიშვილიტროის ცხენილუვრიკვადრატული მეტრითევდორე კველთელიგაზაფხულიარაბობა საქართველოშილეონარდო და ვინჩიქვეწარმავლებისტოიციზმიზოდიაქოტოლერანტობარომის იმპერიაფერმენტებიდემაგოგიაისლამიდათა თუთაშხიადედამიწის ატმოსფეროყარსის ხელშეკრულებავნების კვირალევან საგინაშვილივეფხვიძველი ეგვიპტეთერგდალეულებიაზოტიმესამე რაიხისაქართველოს სახელმწიფო გერბიმტირალას ეროვნული პარკიქართველებიუქმე დღეები საქართველოშიმზენაწლავებიტანზანიამათემატიკაოტელო (ვერდის ოპერა)წიგნი სიბრძნე სიცრუისააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაბაში-აჩუკი🡆 More