ანდრონიკე I – (ინგლ.
დაახ.1118 – გ. სექტემბერი, 1185, კონსტანტინეპოლი) ბიზანტიის იმპერატორი 1183-1185 ალექსი I კომნენოსის შვილიშვილი. იმპერატორად გამოაცხადეს იმპერატორ მანუელ I-ის სიკვდილის შემდეგ კონსტანტინეპოლში მომხდარი აჯანყების (1181) მონაწილეებმა და წარჩინებულთა ნაწილმა. თავდაპირველად ანდრონიკე ქვეყანას მართავდა როგორც მანუელის ძის, ალექსი II-ის რეგენტი. 1183 ანდრონიკე I-მა მოაკვლევინა ალექსი II. ცოლად შეირთო მისი ქვრივი და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ანდრონიკე I ცდილობდა წინ აღდგომოდა ლათინთა ბატონობას. ანდრონიკე I-ის პოლიტიკამ დიდებულთა უკმაყოფილება გამოიწვია. ლათინთა მიერ თესალონიკეში 1185 მოწყობილმა ბერძენთა ჟლეტამ და სიცილიელ ნორმანთა წინააღმდეგ ანდრონიკე I-ის ლაშქრობის წარუმატებლობამ გაამძაფრა უკმაყოფილება იმპერატორის მიმართ. გაბატონებულმა ფენამ კონსტანტინეპოლში აჯანყება მოაწყო. ანდრონიკე I თანამდებობიდან ჩამოაგდეს და წამებით მოკლეს.
ანდრონიკე I | |
---|---|
Ανδρόνικος Α’ Κομνηνός | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
კორონაცია: | 24 სექტემბერი 1183 |
მმართ. დასაწყისი: | 24 სექტემბერი 1183 |
მმართ. დასასრული: | 12 სექტემბერი 1185 |
წინამორბედი: | ალექსი II კომნენოსი |
მემკვიდრე: | ისააკ II ანგელოსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1118 |
დაბ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
გარდ. თარიღი: | 12 სექტემბერი 1185 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
მეუღლე: | ანა |
შვილები: | მანუელ კომნენოსი იოანე კომნენოსი მარია კომნენოსი ალექსი კომნენოსი ირინა კომნენოსი |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | ისააკ კომნენოსი |
დედა: | კატა |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ანდრონიკე I (ბიზანტია), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.