კომნენოსები

კომნენოსები — ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია (1057-1059 და 1081-1185 წლებში).

სავარაუდებელია, წარმოშობით მცირეაზიელ მსხვილ ფეოდალთა წრიდან იყვნენ. მამულები ჰქონდათ პაფლაგონიაშიც და მაკედონიაშიც. გამოხატავდნენ მსხვილი პროვინციული ფეოდალების ინტერესებს. კომნენოსების მიერ გატარებულ ღონისძიებათა წყალობით განმტკიცდა ფეოდალური ინსტიტუტები. გადახალისდა ადმინისტრაციული მმართველობა, პროვინციის მართვის უფლება გადაეცა სამხედრო ხელისუფლებას, მოხდა ფლოტის მართვის ცენტრალიზაცია, ჩატარდა სამხედრო რეფორმა - ფეოდალური ლაშქარი შეიცვალა ძირითადად უცხოელი დაქირავებული რაზმებით. ეკლესია ფაქტობრივად იმპერატორს დაემორჩილა. მოხდა ფეოდალური სახელმწიფოს კონსოლიდაცია.

კომნენოსები
ალექსი I კომნენოსი – ბიზანტიის იმპერატორი

კომნენოსებს საკმაო წარმატება ჰქონდათ საგარეო პოლიტიკაშიც: შეაჩერეს სელჩუკთა შემოტევა, შემოიერთეს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი. მთელი რიგი ოლქები მცირე აზიაში. ცალკეულ ქალაქთა მმართველები დაექვემდებარენ ბიზანტიის იმპერიას. კომნენოსებმა დიდი პრივილეგიები მიანიჭეს ლათინებს, რამაც ოპოზიცია და საერთო აღშფოთება გამოიწვია. განსაკუთრებით გამწვავდა ბიზანტიის საშინაო ვითარება ანდრონიკე I-ის დროს, რასაც მოჰყვა საგარეო მარცხი. 1185 წელს ანდრონიკეს მთავრობა დაამხეს აჯანყებულებმა, ხელისუფლება გადავიდა ანგელოსთა დინასტიის ხელში. ანდრონიკე I-ის შთამომავალნი „დიდი კომნენოსების“ სახელით მართავდნენ ტრაპიზონის იმპერიას 1204-1461 წლებში.

კომნენოსები

ლიტერატურა

Tags:

1057105910811185ბიზანტიის იმპერატორების სიამაკედონიაპაფლაგონია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

უილიამ შექსპირიჰარი პოტერიუნგრეთიმიწისძვრაპარიზიგონიოს ციხესაქართველოს ქალაქებიბარაკონინიუ-იორკიიგავ-არაკითითაობააჭარაბეთ არენამუშთაიდის ბაღიმიხეილ ხერგიანისი ქოული ბატაეკლესია (ნაგებობა)ფრანკთა სახელმწიფონოე სულაბერიძეძველი ეგვიპტეჩინეთიიმანუელ კანტიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკაწმინდა ნინომელასაბერძნეთისვეტიცხოველიგიორგი III (საქართველოს მეფე)ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაკოსმოპოლიტიზმიარსებითი სახელინაღვლის ბუშტიდედოფალახორვატიალონდონიარისტოტელეხევისბერი გოჩაგიორგი ანწუხელიძეკვიპროსიგლობალიზაციაორგაზმიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიმონანიება (ფილმი)საქართველოდედამიწააფხაზებიკუბიზმიგერმანიაალექსანდრე I დიდიქართველებიზურა ყიფშიძეალტრუიზმიჰოლოკოსტითბილისიზოროასტრიზმიცისფერყანწელებირიონილოცვა ეფრემ ასურისაჯუზეპე ვერდითვალიავსტრიაფსიქოლოგიააბანოთუბანიპუნიკური ომებიC ჰეპატიტიკონტინენტიაბსცისანიდერლანდებიგიორგი V ბრწყინვალემერაბ მამარდაშვილიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებააფხაზეთიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდედამიწის დღერაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეალექსანდრე ჭავჭავაძე🡆 More