ანდრია კრეტელი

ანდრია კრეტელი (ბერძ.

650, დამასკო — გ. 726, ლესბოსი) — ბიზანტიელი ჰიმნოგრაფი, კრეტის მიტროპოლიტი; საგალობლებში დაამკვიდრა რიტმული პოეზიის ახალი სახეობა „კანონები“. ანდრია კრეტელის მთავარი ნაწარმოებია 250 სტროფის შემცველი „დიდი კანონი“, რომელიც ქართულად სამჯერ არის თარგმნილი: ექვთიმე მთაწმინდელის, გიორგი მთაწმინდელისა და არსენ ბერის მიერ. ჩვენამდე აგრეთვე მოღწეულია ანდრია კრიტელის 128 ტაეპიანი იამბური ლექსი, რამდენიმე ჰომილია და პანეგირიკი.

ანდრია კრეტელი
წმინდა ანდრია მთავარეპისკოპოსი

წმინდა ანდრია მოღვაწეობდა VI საუკუნეში. იგი დამასკოში ცხოვრობდა და შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. როდესაც ანდრია 14 წლის გახდა, მშობლებს, ღვთისმსახურების შესასწავლად იერუსალიმში გაუგზავნიათ. ამ დროისთვის იგი იმდენად განსწავლული იყო, რომ იერუსალიმის პატრიარქიც განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და იქიდან მოყოლებული იწოდება კრეტელად. მან დაწერა სინანულის „დიდი კანონი“, რომელშიც დიდი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება. ეს კანონი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.

ლიტერატურა

  • ყაუხჩიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 448.
  • ანდრია კრეტელი „დიდი კანონი“, გამომც. „ძლევაჲ საკვირველი“, თბილისი, 2005 წ.

Tags:

650726არსენ ბერიბერძნული ენაგიორგი მთაწმინდელიდამასკოექვთიმე მთაწმინდელიკრეტალესბოსიმიტროპოლიტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქეთევან დედოფალიფრინველებიკონსტანტინოპოლის დაცემაირემიარაბთა დაპყრობითი ომებიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშინოე ჟორდანიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიმცხეთააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმგელიფარსმან II ქველისანტიმეტრისინგაპურიწიგნი სიბრძნე სიცრუისაოპერამონა ლიზაინდოეთითვითმმართველობაბალბაქართული გვარიელდარის დაბლობისუვერენიტეტიდელფინებიოლიმპიური თამაშებიწნევამცხეთის ჯვრის მონასტერიდიდგორის ბრძოლაეგზისტენციალიზმივატიკანისალამურიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითიაკობ გოგებაშვილიმარი ანტუანეტიჯიხვიტონასაქართველოს მუნიციპალიტეტებისტუმარ-მასპინძელიფშავიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიორგაზმიჩრდილოეთი კორეაშალვა პაპუაშვილიოგანესონისაქართველოს ფაუნაალბერტ აინშტაინიალპებიმაცივარიალაზანილუი XIVსვანეთიგულისომხური სამოციქულო ეკლესიანაკიანი წელიწადიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიმარჯნის რიფიალუდა ქეთელაურიფელაციაადამიანის ჩონჩხიბორჯომი (წყალი)ეკვატორული კლიმატური სარტყელისაქართველო VI საუკუნეშივინსენტ ვან გოგიმეორე მსოფლიო ომიჩრდილოეთი ამერიკაპაოლო იაშვილირომის დაარსებასიურრეალიზმინიანგებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესაჭმლის მომნელებელი სისტემაგლობალური დათბობაჩონგურივახტანგ I გორგასალიბერძნული ხელოვნებაცივი ომიგიორგი I (საქართველოს მეფე)შინაური ძაღლი🡆 More