ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ.
24 დეკემბერი, 1879 — გ. 28 დეკემბერი, 1958) — დანიის დედოფალი 1912-47 და ისლანდიის დედოფალი 1918-44 წლებში როგორც კრისტიან X-ის მეუღლე. მეფე ფრედერიკ IX-ის დედა და დედოფალ მარგრეტე II-ის ბებია.
ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი | |
---|---|
დანიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 14 მაისი, 1912 |
მმართ. დასასრული: | 20 აპრილი, 1947 |
წინამორბედი: | ლუიზა შვედი |
მემკვიდრე: | ინგრიდ შვედი |
ისლანდიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 დეკემბერი, 1918 |
მმართ. დასასრული: | 17 ივნისი, 1944 |
წინამორბედი: | წოდება შეიქმნა |
მემკვიდრე: | წოდება გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 დეკემბერი, 1879 |
დაბ. ადგილი: | შვერინი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 28 დეკემბერი, 1958, (73 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: | კრისტიან X, დანიის მეფე (ქ. 1898 - გარდ. 1947) |
შვილები: | ფრედერიკ IX, დანიის მეფე კნუდი |
სრული სახელი: | ალექსანდრინა ავგუსტა მეკლენბურგ-შვერინელი |
მამა: | ფრიდრიხ ფრანც III, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი |
დედა: | ანასტასია მიხეილის ასული |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ალექსანდრინა დაიბადა 1879 წლის 24 დეკემბერს შვერინში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ ფრანც III-ისა და მისი მეუღლის, დიდ მთავარ ანასტასია მიხაილოვნა რომანოვას უფროსი ასული. დედამისი იყო სრულიად რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და იმპერატრიცა შარლოტა პრუსიელის შვილიშვილი. ამ ხაზით იგი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და დიდ მთავარ ირინა ალექსანდროვნას ბიძაშვილი იყო, რომლის ქმარიც რასპუტინის მკვლელი — ფელიქს იუსუფოვი იყო. თავად ალექსანდრინას სახელი ბიძის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის პატივსაცემად დაარქვეს.
1898 წლის 26 აპრილს, საფრანგეთის ქალაქ კანში, 18 წლის ალექსანდრინა დაქორწინდა დანიის პრინც კრისტიანზე. იგი დანიის მეფე კრისტიან IX-ის შვილიშვილი და მისი რიგით მეორე მემკვიდრე იყო. მათ საკმაოდ ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც ორი ვაჟი შეეძინათ:
მისი „სარფიანი“ ქორწინება, შემდგომში მის და-ძმას ასევე ევროპის სამეფო ოჯახის წევრებზე შეუღლებაში. მისი ძმა, დიდი ჰერცოგი ფირდრიც ფრანც IV ალექსანდრა ჰანოვერელზე დაქორწინდა, მისი და, პრინცესა სესილია კი გერმანიის კრონპრინცზე.
1902 წელს წყვილს მარსელისბორგის სასახლე გადაეცათ საცხოვრებლად, სადაც ალექსანდრინას მთავარ ინტერესს მისი ბაღების მოვლა წარმოადგენდა. 1906 წელს, კრისტიან IX-ის გარდაცვალების შემდეგ მეფე მისი მამამთილი, ფრედერიკ VIII გახდა, რის შემდეგაც ალექსანდრინა და მისი ქმარი დანიის კრონპრინც-პრინცესაც გვევლინებიან. 1912 წელს, ფრედერიკ VIII-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი ქმარი, კრისტიან X ავიდა, რითაც ალექსანდრინა დანიის დედოფალი გახდა.
იგი დაინტერესებული იყო მუსიკით, რის გამოც დანიაში მუსიკოსთა დიდ მფარველად იქცა. იგი ცნობილი გახდა თავისი ხელსაქმითა და ხელით შექმნილი ნაკეთობებით, რომელთაც შემდგომში ქველმოქმედებისათვის ყიდდა. მას შემდეგ რაც მისი დედამთილი, დედა-დედოფალი ლუიზა შვედი გარდაიცვალა, 1926 წელს მან მემკვიდრეობით უამრავი საქველმოქმედო ფონდი მიიღო. დედოფალი ალექსანდრინა დიდად იყო დაინტერესებული გოლფითა და ფოტოგრაფიით. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, მან დააარსა Dronningens Centralkomité, ანუ „დედოფლის კომიტეტი“, რომელიც ომით დაზარალებული ხალხის დახმარებაზე მუშაობდა.
როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა დანიის ოკუპაცია მოახდინეს, მეფე-დედოფალი ყოველდღიურ რეიდს აწარმოებდნენ კოპენჰაგენში და მოსახლეობას იცავდნენ, რის გამოც ისტორიაში ისინი დანიელებისათვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მონარქებად იქცნენ. ისინი ფაქტობრივად ეროვნულობის სიმბოლოებად იქცნენ. ოკუპაციისას იგი თავის რძალთან, ინგრიდთან ერთად აქტიურად გამოდიოდა ანტი-გერმანული ლოზუნგებით. მიუხედავად ყველაფრისა, მას დიდად არ უყვარდა ხალხში გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი იყო, ხალხს იგი ძალიან უყვარდა. ამ პერიოდში, დანიაში მუსირებდა გამოთქმა: „დავიცვათ ჩვენი დედოფალი, ერთადერთი გერმანული რამ რაც გვინდა რომ შევინარჩუნოთ !“.
1945 წელს გერმანელები დანიიდან გააძევეს, თუმცა მალევე, 1947 წელს მისი ქმარი გარდაიცვალა. ტახტი მისმა ვაჟმა, ფრედერიკ IX-მ დაიკავა, რითაც ალექსანდრინა დედა-დედოფალი გახდა. თერთმეტწლიანი ქვრივობის შემდეგ, ალექსანდრინა 1958 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა, 73 წლის ასაკში. დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, დანიაში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.