ალბრეხტ II (გერმ.
1318 — გ. 18 თებერვალი, 1379) — ჰაინრიხ II მეკლენბურგელის ვაჟი. მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი 1329-79 წლებში. შვედეთის მეფე ალბრეხტ I-ის მამა.
ალბრეხტ II | |
---|---|
მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1329 |
მმართ. დასასრული: | 1379 |
წინამორბედი: | ჰაინრიხ II |
მემკვიდრე: | ჰაინრიხ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1318 |
გარდ. თარიღი: | 18 თებერვალი, 1379 |
მეუღლე: | ეფემია შვედი ადელჰეიდ ჰოენშტაინელი |
შვილები: | ჰაინრიხ III, მეკლენბურგის ჰერცოგი ალბრეხტ I, შვედეთის მეფე მაგნუს I, მეკლენბურგის ჰერცოგი ინგებორგი, ბრანდენბურგის ჰერცოგინია ანა |
დინასტია: | მეკლენბურგელები |
მამა: | ჰაინრიხ II, მეკლენბურგის ჰერცოგი |
დედა: | ანა საქსენ-ვიტენბერგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ალბრეხტი დაიბადა 1318 წელს ჩრდილო გერმანიაში. იგი იყო მეკლენბურგის ჰერცოგ ჰაინრიხ II-ისა და ანა საქსენ-ვიტენბერგელის ვაჟი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა მეკლენბურგის ლორდი ჰაინრიხ I და ანასტასია პომერანიელი, ხოლო დედის მხრიდან საქსონიის ჰერცოგი ალბრეხტ II და მისი ცოლის აგნეს ავსტრიელი.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1329 წელს ალბრეხტი მეკლენბურგის ლორდი ხდება, მისი მცირეწლოვანების გამო კი რეგენტად დედამისი დაენიშნა. 1347 წელს საღვთო რომის იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა მეკლენბურგი საჰერცოგოს ხარისხში აამაღლა და ალბრეხტი მისი პირველი ჰერცოგი ხდება.
1336 წლის 10 აპრილს ალბრეხტი დაქორწინდა ნორვეგიისა და შვედეთის მეფე ერიკ შვედის ერთადერთ ასულსა და ტახტის მემკვიდრე ეფემია შვედზე. ამ ქორწინებით ალბრეხტმა მოიპოვა შვედეთში გამეფების რეალური შანსი და ასევე სკანდინავიურ სამეფო ოჯახებთან დანათესავება. ამან მას საშუალება მისცა, აქტიურად ჩარეულიყო შვედეთის პოლიტიკაში.
სკანდინავიელებთან კავშირის გასამყარებლად მან თავისი უფროსი ვაჟი დანიის მეფე ვალდემარ IV-ის ასულზე დააქორწინა. მისი ვაჟი და დანიელი პრინცესა 1362 წელს შეუღლდნენ. ალბრეხტი და ვალდემარი შეთანხმდნენ, რომ მათი საერთო შვილიშვილი იქნებოდა დანიის მეფეც და მეკლენბურგის ჰერცოგიც, თუმცა მათი შვილების ქორწინებაში ბავშვი არ გაჩნდა. ამის გამო ვალდემარი ნორვეგიის დედოფალ მარგარეტე I-ს შეეკრა, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბა კალმარის უნია.
ალბრეხტის ცოლის ძმის, შვედეთის მეფე მაგნუს IV-ის მმართველობა თანდათან სულ უფრო არასტაბილური ხდებოდა. მაგნუსი თავის ვაჟ ერიკს როგორც კონკურენტს ისე აღიქვამდა, რითაც სარგებლობდნენ დიდებულები და სამეფო ხელისუფლების დასუსტებას ცდილობდნენ. მას შემდეგ რაც ერიკი გარდაიცვალა, მაგნუსმა თავის მემკვიდრედ თავისი დის შვილი, ანუ ალბრეხტის ვაჟი ალბრეხტი გამოაცხადა.
ამის შემდეგ ალბრეხტი მთლიანად თავისი ვაჟისათვის შვედეთის ტახტის გამყარებით იყო გადართული. უკვე ალბრეხტისა და ეფემიას სიცოცხლეშივე იყო აღიარებული იგი შვედეთის მეფედ, რასაც ნორვეგიელები და დანიელები უარყოფითად შეხვდნენ. ისინი ერთიანი სკანდინავიური გაერთიანების ჩამოყალიბებას ცდილობდნენ, რასაც გზად შვედეთის ტახტზე ასული მეკლენბურგელები ეღობებოდნენ.
როდესაც ეფემია შვედი გარდაიცვალა, ალბრეხტმა ახალი კავშირების შესაქმნელად ადელჰეიდ ჰოენშტაინელზე იქორწინა, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია. მეორე ქორწინებიდან მალევე, 1379 წლის 18 თებერვალს ალბრეხტ II გარდაიცვალა.
ალბრეხტს შვილები მხოლოდ თავის პირველ ცოლთან, ეფემია შვედთან ჰყავდა:
This article uses material from the Wikipedia ქართული article ალბრეხტ II (მეკლენბურგ-შვერინი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.