აბოლიციონიზმი

აბოლიციონიზმი (ინგლ.

ის ჩაისახა XVIII საუკუნის 70-იან წლებში. მის განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცა შავკანიანი მონების აჯანყებებმა (1800 წლის გაბრიელის აჯანყებამ და 1832 წლის ნატ ნერის აჯანყება). მოძრაობას ფართო ეროვნული ხასიათი მიეცა 1833 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკაში დაარსდა მონობის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოება. აბოლიციონიზმი აერთიანებდა მოწინავე ინტელიგენციას, ფერმერთა და მუშათა ფართო წრეებს, თავისუფლებისთვის მებრძოლ შავკანიანთა ორგანიზაციებს და ბურჟუაზიის იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევდა, რომ მონობა აფერხებდა კაპიტალიზმის განვითარებას. აბოლიციონიზმის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები უილიამ ლოიდ გარისონის მთაურობით ბრძოლის მხოლოდ მორალურ საშუალებებს ცნობდნენ, ხოლო მემარცხენე, რევოლუციურ-დემოკრატიული ფრთის წარმომადგენლებს ფრედერიკ დუგლასის მეთაურობით აუცილებლად მიაჩნდათ შეიარაღებული ბრძოლა. აბოლიციონიზმის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია აჯანყებამ ჯონ ბრაუნის ხელმძღვანელობით (1859). სამოქალაქო ომის პერიოდში აბოლიციონისტები გამოვიდნენ მონათმფლობელობის წინააღმდეგ ბრძოლის რევოლუციური მეთოდების მომხრეებად და „ამერიკელ იაკობინელთა“ სახელი დაიმსახურეს. სამოქალაქო ომმაც ვერ გაათავისუფლა შავკანიანები. აბოლიციონისტებს ბრძოლა ომის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ. ომის შემდეგ მათ შავკანიანთა თანასწორუფლებიანობის მიღწევა დაისახეს მიზნად. აბოლიციონიზმა დიდი გავლენა მოახდინა აბრაამ ლინკოლნის პოლიტიკაზე. აშშ-ის პროგრესიული ძალები დღესაც იყენებენ აბოლიციონიზმის რევოლუციურ-დემოკრატიულ ტრადიციებს რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აბოლიციონიზმი
"არ ვარ კაცი და ძმა?", 1787 წელს ბრიტანეთის მონობის საწინააღმდეგო კამპანიისთვის ჯოზაია უეჯვუდის მიერ დამზადებული მედალიონი

ლიტერატურა

Tags:

1833XIX საუკუნეXVIII საუკუნეაბრაამ ლინკოლნიამერიკის შეერთებული შტატებიაშშაშშ-ის სამოქალაქო ომიბურჟუაზიაიაკობინელებიინგლისური ენაკაპიტალიზმილათინური ენამონობაუილიამ ლოიდ გარისონიფრედერიკ დუგლასი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ერთეულთა საერთაშორისო სისტემამილიმეტრინარკოტიკისიტყვაჩერნობილის კატასტროფაფეხბურთიაფხაზეთიმცენარეებიდინოზავრებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაყვარყვარეC ჰეპატიტიარაგვისიმკვრივეგამზრდელი (პოემა)მსოფლიოს შვიდი საოცრებაგრიგოლ ხანძთელისტოიციზმითევზები (ასტროლოგია)ნიკოლოზ ბარათაშვილიუჯრედიგორისტამბოლირომანტიზმიაფრიკის ქვეყნების სიაორალური სექსიბასიანის ბრძოლა1832 წლის შეთქმულებალეიკემიახინკალიიოსებ სტალინიკავკასიაკორუფციაპოლიტიკური პარტიები საქართველოშიმონოგამიადავით გურამიშვილიდანიაგერმანიაერნესტო ჩე გევარაზიგმუნდ ფროიდიხელისუფლების დანაწილებაებრაელებიერთა ლიგატუბერკულოზიმესხეთიაუტიზმინაწლავებიჯაყოს ხიზნებისამოქალაქო საზოგადოებათუშეთირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)მიუნხენის შეთანხმებაუკრაინაშამქორის ბრძოლა (1195)ჰეტეროსექსუალობააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაანბანიქართლილიტრიარაპენეტრაციული სექსიმასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდასაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)სიურრეალიზმიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფარავანიკარტოფილიეკონომიკაბერძნული მითოლოგიაგოგირდიზურა ყიფშიძეროსტომი (ქართლის მეფე)აზოტიოლიმპიური თამაშებისიყვარულიასპინძის ბრძოლაშარკა ბლუდიდი დეპრესია🡆 More