Otogi

ვიკიპედია დაფუძნებულია საკუთარ პოლიტიკაზე, რომლის უგულებელყოფა შესაძლოა ბლოკირებით დასრულდეს!.

შემოერთების თარიღი: 24 ოქტომბერი 2010
ბოლო კომენტარი: 7 დღის წინ დატოვა მომხმარებელმა GiorgiXIII თემაში აჭაფარა
ყურადღება!



ქვაბების მთა

გამარჯობათ! რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან კახეთის მხარის დედოფლისწყაროს (საგარეჯოს) მუნიციპალიტეტში არსებულ დაბალი ანტიკლინური სერის — ქვაბების მთის შესახებ:

  • 1) თქვენ გიწერიათ, რომ ეს სერი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კოორდინატები კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს უჩვენებს (ალბათ ეს მექანიკური შეცდომაა).
  • 2) როგორც მე ვიცი ამ სერზე (სერის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი, მაგრამ ეს არაა პრობლემა) მდებარეობს ორი მთა. 1) დიდი ქვაბების მთა (სიმაღლე 848 მ) და 2) პატარა ქვაბების მთა (სიმაღლე 581 მ). თქვენი კოორდინატები კი ზის დიდი ქვაბების მთაზე, მაგრამ უმაღლესი წერტილი ნაჩვენებია პატარა ქვაბების მთების (581 მ).
  • 3) პატარა ქვაბების მთა მდებარეობს დიდი ქვაბების მთიდან დასავლეთით, 9 კმ მანძილზე, რომლის კოორდინატებია: 41°24′45.2″N 45°53′32.7″E, ხოლო დიდი მთების კოორდინატები მცირედით დასაკორექტირებელია.
  • 4) ყველაზე მთავარი (ჩემი აზრით): ეს სერი შეიძლება მართლაც მდებარეობდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ჩემთვის ეს სულაც არ არის საკვირველი) და მაშინ კოორდინატები იქნება შესასწორებელი და დიდი ქვაბებისა და პატარა ქვაბების მთები აქ არაფერს შუაშია.
  • 5) სამწუხაროდ ეს აზრები თავში მომივიდა მას შემდეგ, რაც მე ეს სტატია დავაკორეკტირე (ალბათ სიბერის ბრალია) და თუ საჭირო იქნება მას შეძლების მიხედვით დაუყოვნებლივ წავშლი.

P.S. ეხლა მივაგენი ქვაბების მთების ზუსტ მდებარეობას. იგი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (ზოგ რუკაზე მოხსენიებულია, როგორც ქვაბებისი) და იგი მდებარეობს პატარა ქვაბების მთებიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში, რომლის სიმაღლეა 581 მ და კოორდინატებია 41°27′28.5″N 45°42′43.4″E.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 11:52, 16 მარტი 2024 (UTC)

@GiorgiXIII: თბილი მისალმებანი! ნათქვამია არ ცოდნა — არცოდვაა-ო. ახლა საქმეს რაც შეეხება; თქვენ ერთმანეთში ურევთ სიჩხიმის სერის დასავლეთ შტოქედსა (მთა ქვაბები, 589 მ) და საკუთრივ სიჩხიმის სერის პატარა ქვაბების მთას (662 მ). კოორდინატები უნდა გადიოდეს 589 მ სიმაღლის წერტილზე და ეს იქნება ქვაბების მთის სერის ზუსტი მდებარეობა. ძალიან გთხოვთ, ასე ზეპირად ნუ შეიტანთ ინფორმაციას სტატიებში, აუცილებლად დარჩება შეცდომები. დახურული ინფორმაციის გამო, ქვაბებზე, წისქვილზე თუ სხვა ერთეულებზე ხმამაღლა ლაპარაკი ახლაც არ არის მიზანშეწონილი. რაც წერია საკმარისია. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ გამაგებინეთ. წყაროს გარეშე ასე ნუ შეგაქვთ ინფორმაცია. არ შეიძლება. - OTOGI Messages 20:33, 27 მარტი 2024 (UTC)

საბადურის ქედი

გამარჯობათ! ბოდიშით კიდევ ერთი შეწუხებისათვის. საბადურის ქედის გვერდზე მეტად მცირე ინფორმაცია არსებობს. იქ მინიშნებულია მხოლოდ ორი მთა: საბადურის და ზაქარიასთავი. არ წერია სად იწყება და სად მთავრდება ეს ქედი, ხოლო იალნოს ქედის გვერდზე უფრო მეტი ინფორმაციაა. ჩემი აზრით ეს ორი განედური ქედი მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად და მათ შუა ჩამოედინება მდინარე თეზამი. ჩემი აზრით საბადურის ქედი უნდა იწყებოდეს (დასავლეთის მხარეს ვგულისხმობ) მთა ზაქარიასთავიდან და აღმოსავლეთით მას მოსდევს მთა საბადური, შემდეგ შტაბისმთა, შემდეგ ქუჩნა (ზოგიერთ რუკაზე კუჭაგორა) და უნდა დამთავრდეს მდინარე თეზამის სათავესთან. იალნოს ქედის შესახებ ჩემთვი ყველაფერი გასაგების ერთი რამის გარდა. საქმე ეხება მთა იკვლივს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, როგორ შედის ეს მთა იალნოს ქედის შემადგენლობაში ვერანაირად ვერ გავიგე (ჩემი აზრით არც საბადურის ქედის შემადგენლობაში არ უნდა შევიდეს). ჩვენ გვაქვს გვერდი მიტოვებული სოფლის ბოტკოს შესახებ, სადაც გვიწერია, რომ იგი მდებარეობს საბადურის ქედის ფერდზე. ჩემთვის გაუგებარია რა უნდა ნასოფლარ ბოტკოსთან საბადურის ქედს, როცა იგი მდებარეობს იკვლივის მთიდან 4 კმ-ით აღმოსავლეთით, კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში? და მეორე. თუ იკვლივის მთა ეკუთვნის იალნოს ქედს, მაშინ ნასოფლარი ბოტკოც ხომ იალნოს ქედს უნდა ეკუთვნოდეს და არა საბადურის ქედს.დიდი მადლობა და დიდი ბოდიში.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 12:15, 24 მარტი 2024 (UTC)

@GiorgiXIII: მოგესალმებით! საბადურის ქედი მთავრდება მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე თეზამის სათავეებთან არა, არამედ მისგან უფრო შორს აღმოსავლეთისაკენ. მთა იკვლივი საბადურის ქედის აღმოსავლეთ ნაწილშია, და საკუთრივ ქედი სწორედ რომ ბოტკოსთან მთავრდება. ქედი იწყება დაახლოებით ზაქარიასთავთან. ოროგრაფიულად ცალსახად ასეა. შეცდომებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ახალ ქართულ სახელმძღვანელოებსა თუ ენციკლოპედიებში სავსეა შეცდომები. ამ ნაწილში მეტი არაფერია სათქმელი. პირიქით, რისი მადლობა... - OTOGI Messages 20:17, 27 მარტი 2024 (UTC)

      ღამე მშვიდობისათ! დიდი მადლობა პასუხისათვის. ესე იგი როგორც მე გავიგე ნასოფლარი ბოტკო და რაც მე ამ მომენტში განსაკუთრებით მაინტერესებს – მთა იკვლივი მდებარეობენ საბადურის ქედის მიდამოებში, მაშინ რატომ გვიწერია იკვლივის მთის ტექსტში, რომ იგი მდებარეობს იალნოს ქედის მიდამოებში. გამოდის, რომ მექანიკურ შეცდომასთან გვქონია საქმე.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:38, 27 მარტი 2024 (UTC)
        არა თუ მიდამოებში, არამედ საბადურის ქედზე... იკვლივი და ბოტკოც. - OTOGI Messages 20:43, 27 მარტი 2024 (UTC)
          როგორც მე გავიგე იკვლივის მთის გვერდი შესასწორებელია და იქ მისი მდებარეობა უნდა ჩაიწეროს, რომ იგი მდებარეობს საბადურის ქედზე და არა იალნოს ქედზე. თუ ეს ასეა მაშინ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან – მე შევასწორო თუ თქვენ?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 21:12, 27 მარტი 2024 (UTC)
            თქვენ, შეასწორეთ... - OTOGI Messages 21:27, 27 მარტი 2024 (UTC)
              შესწორდა იკვლივის მთა და საბადურის ქედს კატეგორიაში დაემატა კახეთის მხარის ქედები.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:46, 28 მარტი 2024 (UTC)
                @GiorgiXIII: მშვენიერია, ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებთ. - OTOGI Messages 19:38, 28 მარტი 2024 (UTC)
                  დიდი მადლობა, მაგრამ სასარგებლო საქმეს სხვებიც აკეთებენ და მათ შორის ბევრი ჩემზე უფრო მეტს. მათ შორის თქვენც. ეს პირფერობა არ არის, რეალობაა. მაგრამ მე ეს გინდ დაიჯერეთ გინდ არა სრულიად არ მშურს, პირიქით მიხარია. გავიხსენოთ სამშაბათის ფეხბურთის მატჩი, ყველა ცდილობდა უკეთესი გაეკეთებინა და შედეგი რაც მივიღეთ ყველამ ვიცით. მე თქვენც და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებას! ასეა ჩვენთან ვიკიპედიაშიც. ყველამ შესაძლებლობის მიხედვით უნდა ვაკეთოთ საქმე ყოველგვარი ერთმანეთთან უსარგებლო ჩხუბის გარეშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ვიკიპედია უფრო მეტად განვითარდება.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:57, 28 მარტი 2024 (UTC)

ქართულ ვიკიპედიაში რა ხანია სიმშვიდეა... მეც გილოცავთ და აბა წარმატებები. - OTOGI Messages 20:15, 28 მარტი 2024 (UTC)

კოლბოხი

გამარჯობა. ადრე გვქონდა საუბარი кочкарный-ს ქართულ თარგმანზე. მაშინ დაწერე იაკოლბოხიანი (ტუნდრაშიც ეს წერია). საბჭოთა ენციკლოპედიაში შემხვდა „კოლბოხოვანი“ ამავე მნიშვნელობით. ეს სიტყვა მრავლად იძებნება ინტერნეტშიც. იაკოლბოხიანი ვერსად ვნახე და მაინტერესებს რა ხდება, რომელია უფრო სწორი. გიო ოქრო 14:45, 6 აპრილი 2024 (UTC)

    გამარჯობა! არანაირი პრობლემა არ არის. ლიტერატურაში რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ის ჩაიწეროს. - OTOGI Messages 14:51, 6 აპრილი 2024 (UTC)
      კარგი, მაშინ შევცვლი. და ესეც ნახე განხილვა:ბიუტი. მადლობა. გიო ოქრო 15:03, 6 აპრილი 2024 (UTC)
        კეთილი, განხილვას რაც შეეხება, იმავე ლიტერატურაში არის თუ არა სტატია შთენილზე ? თუ არა ნახე მოწმე. მე არ მაქვს წვდომა და დრო ამ წუთას არანაირ ლიტერატურაზე. ერთი და იგივეობის პრინციპზე საუბარი რთულია კონტექსტიდან გამომდინარე ამ ორი ტერმინის ანალოგიასთან შედარებით. - OTOGI Messages 15:22, 6 აპრილი 2024 (UTC)
          „შთენილი“ არ არის. „მოწმე“ არ ვიცი, მე-7 ტომი აქ არ მაქვს, მოგვიანებით ვნახავ. ეს ქე-ს სტატიაა და ორივე ტერმინია მოცემული შესავალში. იქნებ დაგვეხმაროს იდენტიფიცირებაში? გიო ოქრო 15:50, 6 აპრილი 2024 (UTC)
            შთენილი არის მოწმის ანუ ამ შემთხვევაშიც შთენილის ერთ-ერთი სახე, მაგრამ ძირითადი სათაური შთენილი უნდა იყოს. - OTOGI Messages 18:33, 7 აპრილი 2024 (UTC)

აჭაფარა

ღამე მშვიდობისათ! აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭაფარის ორი მყინვარია: 1) აჭაფარა მდებარეობს იქ სადაც სტატიაში კოორდინატებია ნაჩვენები, მარამ იქ მდინარე ყლიჩის აუზის ნაცვლად მდინარე საკენის აუზია. 2) აჭაფარა მდებარეობს მდინარე ყლიჩის აუზში, რომლის კოორდინატებია 43° 11' 38"N, 41° 48' 37"E, თანაც სიმაღლეც უფრო ემთხვევა ტექსტში მოყვანილ სიმაღლეს (3210 მ). მე მგონი შესაცვლელია კოორდინატები. უფრო საინტერესო თქვენი აზრია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 23:22, 18 აპრილი 2024 (UTC)

Tags:

Otogi ქვაბების მთაOtogi საბადურის ქედიOtogi კოლბოხიOtogi აჭაფარაOtogiვიკიპედიავიკიპედია:ბლოკირება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნინო ლაცაბიძემუსიკაIOSფრინველებიამაზონიმედეა (მითოლოგია)ასურელი მამებიგერმანიის ქალაქების სიაგერგეტის სამების ეკლესიამოსკოვისაქართველოს დამოუკიდებლობის დღელუდვიგ ვან ბეთჰოვენიდედაპლატაკანონიერი ქურდიფობიების სიაცენტნერიმსოფლიო საეკლესიო კრებაყივანახველანიკორწმინდის ტაძარიარსებითი სახელიმეიოზიდათა თუთაშხიაგვირილაბაგრატ III (საქართველოს მეფე)საქართველოს ფაუნასაქართველო IX-X საუკუნეებშიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამტირალას ეროვნული პარკიქვეწარმავლებიჯუმბერ ლეჟავაბიზანტიის იმპერიადემეტრე Iლამპრობათვითმმართველობააზერბაიჯანიკონცეფციაგიორგი IV ლაშაგურამ დოჩანაშვილიამაზონის დაბლობიტრაპეციანახშირბადირიონინაპოლეონ ბონაპარტიალკანიაფრიკის ქვეყნების სიაასტიგმატიზმიფარნავაზ Iქართლის გაქრისტიანებასაქართველო XVII საუკუნეშიტოლერანტობაბუიტალიამორალიგასტრიტიოგანესონილომიიაკობ გოგებაშვილილითოსფეროზურა ყიფშიძეჰაერილიზა იასკოვეფხვიფუტკრებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიედუარდ შევარდნაძესომხების გენოციდითანდებულიბენიტო მუსოლინიშუა ქალაქშიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითსერგო ორჯონიკიძეაკაკი წერეთელიდავით I კურაპალატიმიხეილ ხერგიანიYouTubeრუსთავიკალიები🡆 More