ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია

ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია (ინგლ.

ის არის ანტარქტიდის ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს რომელიმე ქვეყანა.

ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია
ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორიის რუკა (წითელი ფერი)

გეოგრაფია

სექტორი შედგება ყველა იმ კუნძულებისა და ტერიტორიისგან, რომლებიც მდებარეობენ 60° სამხ. გან. სამხრეთით და 44°38' აღმ. გრძ.-სა და 160° აღმ. გრძ. შორის, ადელის მიწის გამოკლებით (136°11' აღმ. გრძ.-დან 142°02' აღმ. გრძ.-მდე), რომელიც ყოფს ტერიტორიას დასავლეთ (დიდი ნაწილი) და აღმოსავლეთ (პატარა ნაწილი) ნაწილებად. მას დასავლეთით ესაზღვრება დედოფალ მოდის მიწა, ხოლო აღმოსავლეთით როსის ტერიტორია. საერთო ფართობი შეადგენს 5 896 500 კმ²-ს.

ისტორია

1841 წლის 9 იანვარს ბრიტანეთმა პირველად გამოაცხადა თავისი უფლებები ვიქტორიის მიწაზე (არაოფიციალურად), ხოლო 1930 წელს — ენდერბის მიწაზე. 1933 წელს ბრიტანეთმა გადასცა ყველა ტერიტორია 60° სამხ. გან. სამხრეთით და 160°-სა და 45° აღმ. გრძ.-ს შორის ავსტრალიას. ადელის მიწის საზღვრები საბოლოოდ დადგინდა 1938 წელს. 1947 წელს ტერიტორიის შემადგენლობაში შევიდა ბრიტანეთის კუთვნილი ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები. 1954 წლის 13 თებერვალს დაფუძნდა ძირითადი სადგური მოუსონი — პირველი ავსტრალიური ანტარქტიდული სამეცნიერო-კვლევითი სადგური.

ამ ტერიტორიაზე ავსტრალიის უფლება სცნო გაერთიანებულმა სამეფომ, ახალმა ზელანდიამ, საფრანგეთმა და ნორვეგიამ. მაგრამ რადგანაც ავსტრალიას ხელი აქვს მოწერილი ანტარქტიდის შესახებ შეთანხმებაზე, იგი არ ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების რაიმე სამეცნიერო პროგრამების წარმართვას. ავსტრალია მხოლოდ ინარჩუნებს მასზე კონტროლს ისე, რომ არ ხელყოს სხვა ქვეყნების უფლებები და არ დაარღვიოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჰერდისა და მაკდონალდის კუნძულები გახდა ავსტრალიის ცალკე ადმინისტრაციული დანაყოფი — გარე ტერიტორია, რადგანაც გეოგრაფიულად ისინი მდებარეობენ 60° სამხ. გან.-ის ჩრდილოეთით და მათზე არ ვრცელდება ხელშეკრულების მოქმედება.

მოსახლეობა

ტერიტორიაზე არ არის მუდმივი მოსახლეობა და იგი დასახლებულია მხოლოდ კვლევით სადგურებში მომუშავე ადამიანებით. ტერიტორიაზე მოქმედებს სამი ავსტრალიური ყოველწლიური მუდმივი პოლარული სადგური, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სახის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია გეოგრაფიაავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია ისტორიაავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია მოსახლეობაავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია რესურსები ინტერნეტშიავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორიაავსტრალიაანტარქტიდაინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თიხაახალციხეწყნარი ოკეანეირაკლი ღარიბაშვილიპი (რიცხვი)ქართველებილუვრიელისაბედ IIნაცვალსახელიჯაბა იოსელიანიკასპიის ზღვაკვადრატული კილომეტრიზღვაძუძუმწოვრებიდენის ძალადემოკრატიასაფრანგეთისაქართველოს სახელმწიფო დროშაფოცხვერიქართული ვაზის ჯიშებიმონღოლთა იმპერიალარინიდერლანდებიაფხაზებიკავკასიამიგრაციაეზოპელოცვა ეფრემ ასურისარელიგიაწყალდიდობათერგდალეულებიდონ კიხოტიალექსანდრე იოსელიანიაზიაუდაბნოშავი ზღვის თევზების სიაიუსუფელიხეოფსის პირამიდაანბანიმეგობრობასაქართველოს ქალაქებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაუქმე დღეები საქართველოშისისხლის მიმოქცევის სისტემაგიორგი ცაბაძემონდიგიორგი ანწუხელიძეანტონიო ვივალდიჰარი პოტერიმარტივი რიცხვიაბრეშუმის დიდი გზაგუმბათინოდარ დუმბაძეთავისუფლების მოედანი (თბილისი)საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისასწორი (ასტროლოგია)Valve Corporationძალადობასტუმარ-მასპინძელიბაქტერიებიდავით კლდიაშვილიპოსტერიმილანის ედიქტილონდონიმირზა გელოვანივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაპაბლო პიკასოსათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალირელიგია საქართველოშიჭიანჭველასებრნიიუპიტერიეკოლოგიანიუ-იორკისისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოკაპიტალიზმი🡆 More