შულავერ-შომუთეფეს კულტურა

შულავერ-შომუთეფეს კულტურა — არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გვიან ნეოლითში და ენეოლითში გავრცელებული იყო ამიერკავკასიაში, თანამედროვე საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

თარიღდება ძვ. წ. 6000-4000 წლებით. სახელწოდება მიიღო შულავრის გორისა (საქართველო) და შომუთეფეს (აზერბაიჯანი) დასახლებების მიხედვით.

შულავერ-შომუთეფეს კულტურა
შულავერ-შომუთეფეს კულტურის ნეოლითური ღვინის ჭურჭელი

იმირის გორა და შულავრის გორა 1965-1971 წწ. შეისწავლა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები ო. ჯაფარიძე, ალ. ჯავახიშვილი), ხოლო შომუთეფე შეისწავლეს 1961-1964 წლებში.

შულავერ-შომუთეფეს კულტურა წინ უსწრებს მტკვარ-არაქსის კულტურას, რომელიც არსებობდა ამიერკავკასიაში და ახლო აღმოსავლეთის მიმდებარე რეგიონებში დაახლოებით ძვ. წ. 4000-2200 წლის განმავლობაში და რომელმაც მოგვიანებით მნიშვნელოვნად ზეგავლენა მოახდინა თრიალეთის კულტურაზე (ძვ. წ. 2200-1500 წწ.). აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული სიონის კულტურა უნდა იყოს გარდამავალი ეტაპი შულავერ-შომუთეფეს კულტურიდან მტკვარ-არაქსის კულტურაზე.

აზერბაიჯანში, ლეილათეფეს კულტურის ფენები ზოგიერთ შემთხვევაში გადაფარავს შულავერი-შომუთეფესს კულტურის ადრეულ ფენებს.

შულავერ-შომუთეფეს კულტურა, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მეზობელი ნეოლითური კულტურები, იარაღების დასამზადებლად იყენებდა ადგილობრივ ობსიდიანს, დაკავებული იყო მესაქონლეობით (მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი), კულტივირებული მცენარეების, მათ შორის ყურძნის მოყვანით. სოფელ იმირის ახლოს მდებარე გადაჭრილი გორის მასალები რადიოლოგიური ანალიზის შედეგად თარიღდება ძვ. წ. 6000 წლით.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

აზერბაიჯანიამიერკავკასიაენეოლითის ხანანეოლითის ხანასაქართველოშულავრის გორა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პლანეტაარჩვიარაბთა გაერთიანებული საამიროებიხარებაუკრაინაკალათბურთიბულბულიავღანეთის ომი (2001–2021)ისლანდიანიდერლანდებიკლიმატის ცვლილებაჩერნობილის კატასტროფალეონარდო და ვინჩიმზეპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიანგარიშთა გეგმაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასალომე ზურაბიშვილიიგიალპებიმერაბ სეფაშვილიქართული სამზარეულოსოლომონ კვირკველიამთის არწივითაშმიჯაბიქართული გვარიგერმანიის ქალაქების სიაქართული ფილმების სიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამონღოლებიმონღოლეთინონა გაფრინდაშვილიცივი ომიდავითგარეჯაძველი ეგვიპტერაჭარუსული დამწერლობაარალის ზღვარელიგია საქართველოშიმშვილდოსანი (ასტროლოგია)იტალიასაქართველოს პრეზიდენტითორნიკე ერისთავიჯო ბაიდენირობერტ ლუის სტივენსონიმინერალებისოლომონ დოდაშვილიზოროასტრიზმიგოჯი ბერიქართლის გაქრისტიანებაზაქარია ფალიაშვილიინგლისური ენაკეთილშობილი ირემიქართლილევანტე (საფეხბურთო კლუბი)რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიყვავილოვანი მცენარეებიევროპაეროზიაკანონიერი ქურდისომხური სამოციქულო ეკლესიაალექსანდრე ჩივაძელუი XIVრელიგიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004გიორგი I (საქართველოს მეფე)უოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)1924 წლის აგვისტოს აჯანყებაგელზენკირხენიმერაბ დვალიშვილისაფრანგეთიიუჯინ ვიგნერისამკუთხედიგიორგი ქოჩორაშვილიქალწული (ასტროლოგია)აფხაზებიართურ კონან დოილი🡆 More