ქორცქვიტა: ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა

ქორცქვიტა, ევროპული ქორცქვიტა (ლათ.

მისი სხეულის სიგრძეა 30–38 სმ, ფრთების შლილი 65–75 სმ. დედალი მამალზე დიდია. მამლის ზურგი ვეჟან-რუხია, მუცელზე ვიწრო წითური განივი ზოლები გასდევს; დედლის ზურგი უფრო მეტად მურაა, ზოლები მასაც აქვს. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში; გადამფრენი ფრინველია, იზამთრებს აღმოსავლეთ აფრიკიდან ირანამდე; გვხვდება საქართველოშიც. ადის ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე. ბინადრობს ჭალის ტყეებში, კორომებში, ბაღებსა და პარკებში, სადაც მაღალი ხნიერი ხეებია. ბუდეს ხეზე, მაღლა აშენებს. დებს 3–4 კვერცხს. დედალი კრუხობს 33–35 დღის განმავლობაში. იკვებება ხვლიკებით, მღრღნელებით, დიდი ზომის მწერებით, პატარა ფრინველებით. შუა აზიაში ბეღურების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.

ქორცქვიტა
ქორცქვიტა: ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა
ჭოროხის დელტაში დაჭერილი ინდივიდი, 2014
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ქორი
სახეობა:  ქორცქვიტა
ლათინური სახელი
Accipiter brevipes (Severtzov, 1850)
სინონიმები
  • Accipiter badius brevipes
დაცვის სტატუსი
ქორცქვიტა: ფრინველი ქორისებრთა ოჯახისასაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22695499
გავრცელება
ქორცქვიტა: ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა
  გამრავლება
  გამოზამთრება
  მიგრაციის მარშრუტი

ადრე ლათინურად Accipiter badius ერქვა და მისი ორი ქვესახეობა იყო ცნობილი — ევროპული ქორცქვიტა და თურქესტნული ქორცქვიტა. დღეს ეს უკანასკნელი ცალკე სახეობად ითვლება და უწინდელი ლათინური სახელიც მას ეწოდება.

ლიტერატურა

  • Тювик // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 26 — М., 1977.

სქოლიო

Tags:

აღმოსავლეთი აფრიკაევროპაზღვის დონელათინური ენამეტრიმღრღნელებიმწერებიოჯახი (ბიოლოგია)საქართველოსაქართველოს წითელი ნუსხასმფრინველებიფრინველთა მიმოფრენაქორისებრნიშუა აზიაცენტრალური აზიახვლიკები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ყარყარაშვილიაბო თბილელის წამება29 აპრილითვალისაჰარანიკიტა ხრუშჩოვიცივი ომიდათა თუთაშხიაგულითავისუფლების ქანდაკებაკანადასაფრანგეთიამიერკავკასიური ზაზუნასაქართველოს სახელმწიფო გერბიშინაური კატაშოთა რუსთაველიანგარიშთა გეგმაფსიქოლოგიაივანე ჯავახიშვილიპირველი მსოფლიო ომიმერაბ კოსტავადიდი პარასკევიილია ჭავჭავაძეგიორგი გახარიაალკოჰოლიზმიბიშკეკიმაიმუნებიხეოფსის პირამიდაბუდაპეშტივენანეპოტიზმიმაჰათმა განდითევდორე კველთელითეთრი დათვივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიბირთვული იარაღირომანტიზმიელენე ახვლედიანითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშივახტანგ I გორგასალიმარო მაყაშვილიექვთიმე თაყაიშვილიდაუნის სინდრომიბაში-აჩუკივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)პარალელოგრამიპოლიტიკარომის რესპუბლიკააფხაზეთის ომი (1992-1993)ვულკანიტელეფონების ნომრები საქართველოშითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიიმპრესიონიზმიზევსისელჩუკთა სახელმწიფოსამებაადიშის ოთხთავინათურააშშ-ის პრეზიდენტების სიაზვიგენებიკეთილშობილი ირემიორნელა მუტიდისკრიმინაციააზერბაიჯანიერეკლე II-ის ოჯახიქართლიეკოლოგიაალცჰაიმერის დაავადებალაშა ბექაურიპრელუდია (სექსი)მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითქუთაისიჯიქინახშირწყლებიიბერიააპენდიციტიზაქარია ფალიაშვილიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ჯუზეპე ვერდი🡆 More