ქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა

ქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა — ტბელი აბუსერისძის კალენდარულ-ასტრონომიული ტრაქტატი, დაწერილი 1233 წელს.

ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A № 85, ფ. 306 V).

ხელნაწერ კრებულში ეს თხზულება იწყება 306-ე ფურცლის მეორე გვერდზე და მთავრდება 337-ე ფურცლის მეორე გვერდზე. ნაშრომს სულ უკავია 62 გვერდი (თითოეულ გვერდზე 62 სტრიქონია).

სათაური

ნაშრომს ხელნაწერში საერთო შინაარსის გამომხატველი სათაური არ უძღვის. იგი იხსნება პირველი პარაგრაფის სათაურით: „უკეთუ გინდეს ცნობის, ესე არს თავი დივანთ/ა/ჲ“.

ტრაქტატის პირველი გამომცემელი (მ. ბროსე) მას „საეკლესიო გამოთვლის ტრაქტატს“ უწოდებს. თ. ჟორდანიას ამაზე არაფერი აქვს ნათქვამი, ხოლო კ. კეკელიძემ მას შეარქვა „ქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა“.

ასეთი დასათაურება თხზულების საერთო შინაარსიდან ამოდის, რომელიც კარგად გამოხატავს ამ თხზულების რაობას და ენობრივადაც ახლოს დგას ტექსტთან.

გამოცემები

ეს ნაშრომი 1868 წელს გამოსცა მარი ბროსემ. მის ნაშრომში ქართულ ტექსტს მოსდევს ფრანგული თარგმანი შენიშვნებით და უძღვის მცირე შესავალი წერილი.

ტრაქტატის ბროსესეული ტექსტი ხარვეზიანია, მასში გამოტოვილია სააღდგომო გამოთვლების ვრცელი ცხრილი, რომელსაც ხელნაწერში 23 გვერდი უკავია. რაც შეეხება ტექსტუალურ ხარვეზებს, ის თითქმის ყველა სტრიქონში გვხვდება.

აღნიშნული გარეომოება ჯერ კიდევ თ. ჟორდანიამ შენიშნა და განზრახული ჰქონდა მისი მეორე და სრულყოფილი გამოცემა.

ავტორი

აღნიშნული ასტრონომიული ტრაქტატის ავტორად მ. ბროსე და თ. ჟორდანია იოანე შავთელს მიიჩნევდნენ.

ბროსე-ჟორდანიას მოსაზრება ეჭვის ქვეშ პირველად კ. კეკელიძემ დააყენა. მისი აზრით, იოანე შავთელს ეკუთვნის არა მთელი ტრაქტატი, არამედ „მხოლოდ „საძიებელი და მასწავებელი“ ამ კჳნკლოსისა, რომელიც „იამბიკოდაა თქმული“ მის მიერ“.

ლიტერატურა

  • სიხარულიძე ი. „ტბელ აბუსერიძე“ თბ., 1963, გვ. 67-80

სქოლიო

Tags:

ქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა სათაურიქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა გამოცემებიქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა ავტორიქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა ლიტერატურაქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა სქოლიოქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა1233ტბელი აბუსერისძეხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული მითოლოგიაეპითეტიმთაწმინდაისლამისისხლის მიმოქცევის სისტემაფრინველებიფოტოსინთეზითბილისის მეტროსადგურების სიაილორის ეკლესიარუსუდანიტუპაკ შაკურიალუჩამგელივიეტნამიბესლეთის ხიდივენესუელაწითელაპეტრა (იორდანია)ემპათიაზვიგენებიგიორგი I (საქართველოს მეფე)დათა თუთაშხიაჭადრაკისაჩხერეცილებისამი მუშკეტერირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეინგლისის რევოლუციაქართლის სამეფოტემპერამენტის ტიპებილელა წურწუმიაავსტრიაშარკა ბლუსაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშირელიგიასოფლის მეურნეობაგიორგი სააკაძეენგურის ჰიდროელექტროსადგურივერცხლიფანდურიMლომიევოლუციასაქართველოს გეოგრაფიასაქართველოს ფაუნასაქართველოს სატელეფონო კოდებინეიმარივერძი (ასტროლოგია)ლოქოლევიტანარეფერენდუმიპარალელოგრამიგერგეტის სამების ეკლესიანიკო ნიკოლაძემიწისძვრაჯადვარიმენისკიკირჩხიბი (ასტროლოგია)კურდღელიკაცხის სვეტითავისუფლება (ფილოსოფია)მაროკოსელინ დიონისტუმარ-მასპინძელიხმელთაშუა ზღვახელოვნებაბერძნული მითოლოგიაფულის ისტორიაყაზახეთიდედამიწის დღედუნაიშავი ზღვაპაბლო პიკასოფიზიკაОдноклассники.ruპლებისციტიარაბობა საქართველოშიაზოტი🡆 More